როგორ იყენებენ COVID-19-ს მსოფლიოს გარშემო პრესის შევიწროების საბაბად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

targmani
64
VIEWS

APnews-ის მასალა

მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კორონავირუსის პანდემიას პრესის თავისუფლებაზე შეტევის გასამართლებლად ან მისგან ყურადღების გადასატანად იყენებენ.

იციამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონი აღასრულა და მედია მაგნატი ჯიმი ლაი დააპატიმრა. ივნისში ფილიპინებში ჟურნალისტი მარია რესა  კიბერ ცილისწამებისთვის გაასამართლეს. გარდა ამისა, ამ წელს ეგვიპტეში მინიმუმ 12 ჟურნალისტი დააპატიმრეს კორონავირუსთან დაკავშირებული მისინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.

ზოგიერთ შემთხვევაში რეჟიმები ზღუდავენ პანდემიასთან დაკავშირებულ იმ სავარაუდო მისინფორმაციას, რომელიც არ ემთხვევა ოფიციალურ განცხადებებს ვირუსის გავრცელებასა და სიმწვავესთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევებში კი, პანდემია ემსახურება მოქალაქეების ყურადღების გადატანას მსგავსი ინციდენტებისგან.

მაგალითისთვის, ეგვიპტეში ციხეში ჩასვეს ისეთი ახალგაზრდა ჟურნალისტები, როგორიცაა ნორა უინისი, al-Manassa ახალი ამბების სააგენტოს მთავარი რედაქტორი, რომელიც, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ინფორმაციით, 24 ივნისს დააკავეს. AP-მა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მინიმუმ 9 შემთხვევა აღმოაჩინა, როდესაც მათ ბრალი დასდეს სოციალურ ქსელებისა და მესენჯერის აპლიკაციების საშუალებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში, სულ მცირე სამმა მათგანმა კი მსხვილი ჯარიმა მიიღო.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) პანდემიის დაწყების შემდეგ მედიის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებს აღრიცხავს. მსგავსი რეპრესიები მოიცავს დაპატიმრებებს და ჯარიმებს, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვებს, ცენზურას, ყალბ ამბებზე გადაჭარბებულ რეგულაციებსა და ფიზიკურ შეტევას. დაუსრულებელი მონაცემები ართულებს იმის თქმას, იზრდება თუ არა მსგავსი შევიწროებები. როგორც IPI აღნიშნავს, სულ მცირე 17-მა ქვეყანამ, მათ შორის უნგრეთმა, რუსეთმა, ფილიპინებმა და ვიეტნამმა აამოქმედეს ახალი კანონები, რომლებიც კორონავირუსზე მისინფორმაციის ბრძოლისთვისაა გამიზნული. რეალურად, ის ზომები რაც გატარდა, საბაბი იყო იმ ჟურნალისტების დასაჯარიმებლად ან დასაპატიმრებლად, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. მაგალითად, უნგრეთში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიღო კორონავირუსის კანონი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ადამიანების 5 წლით დაპატიმრება. რუსეთში იმავე მიზეზით ასევე განკუთვნილია 5-წლიანი სასჯელი ან 25 000 აშშ დოლარამდე ჯარიმა. მედიასაშუალებებისთვის დაწესებული ჯარიმა კი 127 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, რომელიც აცხადებს, რომ ჯერჯერობით ყოვლისმომცველი მონაცემები არ აქვს, წელს 29 ივლისის მდგომარეობით კორონავირუსთან დაკავშირებული პრესის თავისუფლების დარღვევის 163 შემთხვევა დათვალა. პრესის საერთაშორისო ისტიტუტმა კი – 421, დაპატიმრებების, ცენზურის, ყალბ ამბებზე გადაჭარბებული რეგულირების, ფიზიკური და ვერბალური შეტევის ჩათვლით.

იყო შემთხვევები, რომლებიც COVID-19-ს არ უკავშირებოდა, მაგალითად ჟურნალისტების ცილისწამების ბრალდებით დაპატიმრება, თუმცა ამჯერად პანდემია ყურადღების გადატანის საშუალებად გამოიყენეს და იმხელა საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყვა, რაც შესაძლოა სხვა პერიოდში მოჰყოლოდა. “ახლა ბევრად ნაკლები ყურადღება ექცევა მსგავს შემთხვევებს, რადგან ადამიანები სხვა ახალ ამბებზე არიან გადართულები” – აცხადებს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ადვოკატირების დირექტორი კორტნი რადში. ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის მხრიდან მტკიცე რეაგირების არარსებობა ემატება, რაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შედეგია. მათი თქმით ტრამპი პრესის თავისუფლებას და დამოუკიდებელ მედიას ადვოკატირებას არ უწევს და მეინსტრიმულ მედიას “ფეიკ ნიუსებად” მოიხსენიებს. როგორც AP აღნიშნავს, აშშ პრესის თავისუფლების შეზღუდვის გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ერევა, მაგალითად ამერიკელი მომლაპარაკებლები აქტიურად მონაწილეობდნენ ამერიკელი ჟურნალისტის ოსტინ ტაისის სირიაში დაკავების საქმეზე მოლაპარაკებებში, თუმცა ეს იშვიათი გამონაკლისია.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში გაეროს ყოფილი სპეციალური რეპორტიორი დეივიდ ქეი აცხადებს, რომ მედია რეპრესიების მატება ავტორიტარული რეჟიმების გლობალური ზრდის პირდაპირი შედეგია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიამ რეპრესიებს ახალი ვექტორი შემატა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist