როგორ გახდა სატირული ბილბორდი ანტიამერიკული მესიჯების წყარო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

795
VIEWS

2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ქართულ (1, 2, 3, 4, 5, 6) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) Facebook მომხმარებლებმა აშშ-ში გამოქვეყნებული ბილბორდის ფოტო გაავრცელეს. ბილბორდზე ორსული მამაკაცი და შემდეგი წარწერაა გამოსახული: “ყველა კაცს აქვს დაფეხმძიმების უფლება. მხარი დაუჭირეთ რეპროდუქციულ თავისუფლებას.” ერთ-ერთი პოსტის ავტორის მიხედვით, “ასეთ ამერიკას, დიახ, რუსეთთან ურთიერთობა სჯობს.”

Screenshot 2022 12 09 170517 როგორ გახდა სატირული ბილბორდი ანტიამერიკული მესიჯების წყარო?

გავრცელებული ბილბორდი სატირულია და  კონსერვატიული ორგანიზაცია “მოქალაქეები საღი აზრისთვის” მიერ შექმნილი პოლიტიკური კამპანიის ნაწილია. კამპანია თავდაპირველად ჯორჯიის შტატში გამოჩნდა.  ეს და სხვა მსგავსი ბილბორდები  2022 წლის აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ გამოჩნდა.

Ორგანიზაციის “მოქალაქეები საღი აზრისთვის” (Citizens for Sanity) ტვიტერის ანგარიშზე ბილბორდის ფოტო 2022 წლის 21 ოქტომბერს გამოჩნდა.

orsuli katsebi როგორ გახდა სატირული ბილბორდი ანტიამერიკული მესიჯების წყარო?

ორგანიზაციის განცხადებით, მისი მიზანი “ამერიკისთვის საღი აზრის დაბრუნება, ლოგიკისა და ჯანსაღი აზროვნებისთვის ხაზგასმა და “ვოუქიზმისა” და ისეთი ანტი-კრიტიკული იდეოლოგიების დამარცხებაა, რომლებიც ამერიკული ოცნების განსახორციელებელ ფუნდამენტურ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნიან”. ორგანიზაციამ სხვადასხვა ბილბორდებისა და სატელევიზიო რეკლამების სერია შექმნა. Ეს რეკლამები მთელს აშშ-ში  ვრცელდებოდა, ლიბერალურ ღირებულებებს აქილიკებდა და დემოკრატ პოლიტიკოსებს აკრიტიკებდა. 

ფოტო 1: “თუ არ მოგწონს რომ გძარცვავენ, პრობლემა შენშია.”

orsuli katsebi 1 როგორ გახდა სატირული ბილბორდი ანტიამერიკული მესიჯების წყარო?

ფოტო 2: “არავინაა თავაისუფალი მანამ, სანამ ყველა პანსექსუალს არ ქნება უფასო საცხოვრებელი.”

orsuli katsebi 2 როგორ გახდა სატირული ბილბორდი ანტიამერიკული მესიჯების წყარო?

ფოტო 3: “მადლობა, მარკ კელი, რომ მხარი დაუჭირეთ ჩვენი საზღვრების ღიად დარჩენას. ნარკოკარტელებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ.”

orsuli katsebi 3 როგორ გახდა სატირული ბილბორდი ანტიამერიკული მესიჯების წყარო?

პოინტერის ინსიტუტის ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Politifact-მა ორგანიზაციის მიერ ჯო ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის დისკრედიტაციის კამპანია შეისწავლა, რომლის მიხედვითაც,   “აშშ-მა უკრაინას აურაცხელი რაოდენობის ფული გაუგზავნა, თუმცა ამერიკელი ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს.”  რეალურად, აშშ-მა უკრაინას 24 თებერვლის შემდეგ დახმარების სახის  66 მილიარდი დოლარი გამოუყო, ხოლო ამერიკელი ბავშვების დასახმარებელი  482 მილიარდიანი პროგრამა აშშ-ში კონგრესმა 2021 წელს მიიღო და მას მხოლოდ დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირა მხარი.  

ორგანიზაციას “მოქალაქეები საღი აზრისთვის” კავშირი აქვს ორგანიზაცია America First Legal Foundation (AFLF)-სთან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა სტაფან მილერმა დააფუძნა. მილერი  არაერთხელ იყო ჩართული არჩევნებთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. ორგანიზაცია OpenSecrets-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც საარჩევნო კამპანიების დაფინანსებასა და ლობიზმს იკვლევს, “მოქალაქეები საღი აზრისთვის” საბჭოს წევრთა შორის ტრამპის ადმინისტრაციის სამი სხვა თანამშრომელიცაა, კერძოდ: ჯინ ჰამილტონი, ჯონ ზადროზნი და იან პრიორი. 

ჯინ ჰამილტონი “მოქალაქეები საღი აზრისთვის” ფინანსური მენეჯერი და ამავდროულად AFLF-ის ვიცე პრეზიდენტია. იგი  პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის წარმოებაში იყო ჩართული და ანტიიმიგრაციულ ჯგუფებთან ახლო კავშირი ჰქონდა. ჯონ ზადროზნი AFLF-ის გამოძიებების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა თეთრი სახლის საშინაო პოლიტიკის საბჭოში ტრამპის სპეციალური ასისტენტის პოზიციას იკავებდა. ჰამილტონის მსგავსად, მასაც ახლო კავშირები აქვს ანტიიმიგრაციულ ჯგუფებთან და მიგრანტების მიღებისადმი სკეპტიკურობით გამოირჩევა. რაც შეეხება იან პრიორის, იგი ორგანიზაციაში “მოქალაქეები საღი აზრისთვის” სტრატეგიული კონსულტანტის პოზიციას იკავებს, ხოლოდ AFLF-ში კი უფროსი მრჩეველია. მან 2021 წლის ვირჯინიის შტატის არჩევნების დროს კრიტიკული რასის თეორია მთავარ ფოკუსად აქცია


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist