როგორ გააყალბა News Front-მა ambebi.ge-ს სტატია გერმანიაში დასაქმებაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

wgegweg
312
VIEWS

14 თებერვალს კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ისაო, ესაო, მაგრამ… არაო – ქართველების დასაქმება გერმანიაში, რა თქმა უნდა, ბლეფი აღმოჩნდა”. News Front წყაროდ ambebi.ge-ს იმოწმებს და ამტკიცებს, რომ ანგელა მერკელის დაპირება საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შესახებ, ტყუილი აღმოჩნდა. როგორც News Front იუწყება, გერმანიას მხოლოდ მაღალკვალიფიციური კომპიუტერის სპეციალისტები და ექიმები სჭირდება, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კი კონკურენციის გაწევა ამ სფეროებში არ შეუძლიათ. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც “მერკელის ბლეფის” დასადასტურებლად კრემლისტურ გამოცემას ambebi.ge-ზე დაყრდნობით მოჰყავს, ისაა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით გამგზავრებული ადამიანები, დასაქმების ახალი კანონმდებლობით ვერ ისარგებლებენ.

"

News Front მანიპულაციური სათაურით, არასრულად და მცდარი ინტერპრეტაციით აშუქებს ambebi.ge-ს სტატიას, რომელიც, თავის მხრივ, გერმანიის საელჩოს კომენტარს ეყრდნობა. გერმანიის საელჩოს ცნობით კი, ლეგალური დასაქმების მსურველებმა გერმანიის საკონსულოში შესაბამისი პროცედურები უნდა გაიარონ.

რა ინფორმაცია გვაქვს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესახებ?

ambebi.ge-ს 13 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც გერმანიის საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირ­ველ მარტს გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლა­ში შევა სპე­ცი­ა­ლის­ტთა იმიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. ეს ცვლილება ეხებათ საქართველოს მოქალაქეებსაც.

როგორც გერმანიის საელჩომ განაცხადა, გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა უნდა მი­მარ­თონ გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს, შე­ი­ტა­ნონ გა­ნა­ცხა­დი შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზა­ზე და წა­რად­გი­ნონ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია. არსად არის ნახსენები, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას ვერ შეძლებენ.

News Front არასრულად აშუქებს ინფორმაციას კადრების შესახებ და აღნიშნავს, რომ დასაქმებას მხოლოდ კვალიფიციური ექიმები და კომპიუტერის სპეციალისტები შეძლებენ. რეალურად, ambebi.ge-ს სტატიაში განმარტებულია, რომ გერმანიაში კადრების დანაკლისი არაერთ სფეროშია, მათ შორის მათემატიკის, ინფორმატიკის, სამშენებლო, მედიცინის სფეროებში, სასტუმროსა და რესტორნები ბიზნესშიც. დეფიციტურია ასევე ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელებიც.

News Front Georgia-ს მანიპულაციურად მოჰყავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ პიროვნება გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით ჩავიდა, ის სავარაუდოდ ვერ ისარგებლებს დასაქმების შესახებ ახალი კანონმდებლობით. თავშესაფრის მიღების პირობები არანაირ კავშირში არ არის იმიგრაციის შესახებ ახალ კანონთან, რადგან ეს უკანასკნელი ეხება სპეციალისტების მიერ დამსაქმებლის მოძებნას და სავიზო განაცხადის გაკეთებას, ხოლო თავშესაფრის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის პირობებს, რის შემდეგაც ის ფულად დახმარებას და საცხოვრებელს მიიღებს.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist