როდის განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

211
VIEWS

8 ნოემბერს ტვიტერის ანგარიშმა სახელწოდებით “ArmenianBreakingNews” (სომხური სენსაციური ამბები) აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძისა და მშვიდობის ხიდის ფოტოები გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, დედაქალაქის ამ სიმბოლოების განათებით საქართველომ აზერბაიჯანს სომხეთთან ომში გამარჯვების დღე – 8 ნოემბერი მიულოცა. აღწერაში ნათქვამია, რომ მისალოცი განცხადებები ტვიტერზე ისრაელმა და ბელარუსმაც  გამოაქვეყნეს. 8 ნოემბერი აზერბაიჯანში 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის შემდეგ აღინიშნება. 

Screenshot 18 როდის განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში?

მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს 8 ნოემბერს სომხეთთან ომში გამარჯვების დღე  თბილისის ანძისა და მშვიდობის ხიდის აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებით მიულოცა, ყალბია. ინფორმაცია “მითების დეტექტორთან” თბილისის მერიის წარმომადგენელმა უარყო. ხოლო გამოქვეყნებული ფოტო, რეალურად,  არა 2022 წლის 8 ნოემბერს, არამედ 2020 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 102-ე წლისთავზეა გადაღებული. 

პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში აზერბაიჯანული მხარის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, რეალურად კი გამოქვეყნებული ფოტო არა 2022 წლის 8 ნოემბერს, არამედ 2020 წლის 28 მაისს, აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 102-ე წლისთავზეა გადაღებული.

Screenshot 19 როდის განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში?

აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებული მშვიდობის ხიდისა და ანძის ვიდეო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე 2020 წლის 28 მაისს წარწერით “Happening Now” გამოქვეყნდა. 

Screenshot 20 როდის განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში?

2020 წელს აზერბაიჯანის დროშის ფერებში თბილისის ანძა 16 აპრილს კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობის ნიშნად, ხოლო 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავადაც განათდა. 

“მითების დეტექტორი” 8 ნოემბერს თბილისის ანძისა და მშვიდობის ხიდის აზერბაიჯანის დროშის განათების შესახებ თბილისის მერიას დაუკავშირდა, მერიაში უარყვეს ინფორმაცია, რომ ამ დღეს თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ამ ფერებში განათდა და აღნიშნეს, რომ 2022 წელს ეს მხოლოდ 28 მაისს მოხდა. 

აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის 104-ე წლისთავის აღსანიშნავად მშვიდობის ხიდი და ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში 2022 წლის 28 მაისსაც გაანათეს. 

Screenshot 21 2 როდის განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში?

2021 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დროშის ფერებში თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა განათდა. 

Screenshot 22 2 როდის განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში?

ეროვნული დღესასწაულების მისალოცად ტელეანძის და ქვეყნის სხვა ღირსშესანიშნაობების სხვადასხვა სახელმწიფოს დროშის ფერებში განათება მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, თბილისის ანძა გასულ წლებში სომხეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების დროშის ფერებში გაანათეს. 

Screenshot 23 2 როდის განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist