რას წარმოადგენს “ციფრული საფულე” eID და შეეძლება თუ არა მომხმარებელს პერსონალური ინფორმაციის კონტროლი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

198
VIEWS

2021 წლის 1 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნათია ქოლუსიმ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იგი საუბრობს ციფრულ  საიდენტიფიკაციო მოწმობაზე (აიდი”) და ამტკიცებს, რომ ხსენებულზე მიბმული იქნება ყველანაირი ბარათი, მათ შორის ჯანმრთელობის და ბანკის. ამასთანავე, ქოლუსის თქმით, ე.წ აიდისთან დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები, როგორიცაა იუთუბი, თვითერი და გუგლი და ბარათის გარეშე ადამიანი ონლაინ ვეღარ იქნება. პოსტის ავტორი ინოვაციურ სისტემას გილიოტინას ადარებს  და აღნიშნავს, რომ ცუდი კომენტარის დაწერის შემთხვევაში, ციფრული “აიდის” მფლობელს შეიძლება პრობლემა შეექმნას, ვინაიდან ზემოხსენებული და ყველა სხვა პლატფორმები პირდაპირ დაკავშირებული იქნება  ამ ციფრულ საიდენტიფიკაციო მოწმობასთან.

"
ნათია ქოლუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ევროკავშირის ინიციატივაზე ციფრული საფულის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რეალურად, ციფრული საფულის მიზანს ეროვნული საიდენტიფიკაციო მოწმობის ჩანაცვლება არ წარმოადგენს და ის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცესების გაადვილებას უწყობს ხელს. ამასთანავე ციფრული საფულის გამოყენებას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება, მიბმული არ იქნება სოციალურ ქსელებთან, ონლაინ ყოფნისათვის აუცილებელი არ იქნება და მისი გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს პირადი ინფორმაციის კონტროლი თავად შეეძლება.

  • რა არის ევროპული ციფრული საიდენტიფიკაციო საფულე?

ევროპული ციფრული საიდენტიფიკაციო საფულე (European Digital Identity Wallet) წარმოადგენს პერსონალურ საფულეს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეეძლებათ თავიანთი თავის იდენტიფიცირება, პერსონალური ინფორმაციის და ოფიციალური დოკუმენტების შენახვა და მართვა. ევროკომისიამ ციფრული საფულის გეგმა, რომლის მიზანია ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შორის გადაადგილების გაადვილება, ამა წლის ივნისში წარადგინა. ოფიციალური წყაროს მიხედვით, ევროპული ციფრული საიდენტიფიკაციო საფულის გამოყენება შესაძლებელი იქება ისეთ შემთხვევებში როგორიცაა საჯარო მომსახურების მიღება, ბანკის ანგარიშის გახსნა, ასაკის დადასტურება, მანქანის ქირაობა, უნივერსიტეტში საბუთების შეტანა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ციფრული საფულის მიზანს არ წარმოადგენს ეროვნული საიდენტიფიკაციო მოწმობის ჩანაცვლება, ის მხოლოდ ეხმარება ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში მის აღიარებას, ბიუროკრატიული პროცესების გაადვილებასა და დროის შემცირებას.

ევროკომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ევროპული ციფრული საიდენტიფიკაციო საფულე იქნება ადამიანის არჩევანი და მას არ ექნება სავალდებულო ხასიათი. ამ გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს სწორედ მომხარებლის მიერ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის კონტროლი: იგი გადაწყვეტს რომელი ინფორმაცია გაუზიაროს ვის და რა მიზნით.

  • სოციალური ქსელებისა და ციფრული საფულის ურთიერთკავშირი

ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, მომხმარებელს ციფული საფულის მეშვეობით წვდომა ექნება ისეთ სერვისებზე როგორიცაა საგადასახადო დეკლარაცია, ნასამართლეობის ცნობა, პენსიის განაცხადი, მართვის მოწმობაზე რეგისტრაცია, ბინადრობის ინფორმაციის მართვა, უნივესტიეტში რეგისტრაცია და წვდომა სოციალურ მომსახურებაზე. ფუნქციების ჩამონათვალში არ ფიგურირებს კავშირი ონლაინ პლატფორმებსა (გუგლი, თვითერი, იუთუბი და ა.შ.) და ციფრულ საფულეს შორის. მეტიც, 2020 წლის სექტემბრის სიტყვით გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კონტროლი ჩვენს პერსონალურ ინფორმაციაზე იშვიათი მოვლენაა, რადგანაც აპლიკაციები თუ ვებგვერდები რეგისტრაციას გვთხოვენ დიდი პლატფორმის მეშვეობით და არ ვიცით სინამდვილეში სად მიდის ეს მონაცემები. ფონ დერ ლაიენი სწორედ ამაში ხედავს უსაფრთხო ევროპული საიდენტიფიკაცო მოწმობის არსებობის მიზანს. შესაბამისად, ადამიანის სოციალური მედიის და სხვა პლატფორმების პერსონალური ანგარიშები არათუ არ იქნება “მიბმული” ციფრულ საფულეზე, არამედ, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ის წარმოადგენს ერთგვარ უსაფრთხოების მექანიზმის დიდი პლატფორმების მიერ პერსონალური მონაცემების შენახვის და მართვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ციფრული საფულის მომხმარებლის სურვილისამებრ, შესაძლებელი იქნება ევროპული საიდენტიფიკაციო საფულის გამოყენება ისეთ დიდ პლატფორმებზე როგორიცაა ამაზონი და გუგლი, მაგალითად, ასაკის დასადასტურებლად. აქედან გამომდინარე მოსაზრება, რომ ციფრულ საფულეზე “მიბმული” იქნება მომხარებლის სოც. მედიის ანგარიშები და რომ “ცუდი კომენტარის” შემთხვევაში იგი პასუხისგებაში მიეცემა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნათია ქოლუსის დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტები და შეთქმულების თეორიები წარსულშიც გავურცელებია არაერთ თემაზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე, პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე, პანდემიაზე, კოვიდ-19-ით დაღუპულთა სტატისტიკაზე, მწვანე პასპორტებზე და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების გეგმებზე. მისი მტკიცებები “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist