რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

3.4k
VIEWS

2022 წლის 17 მაისს Facebook მომხმარებელმა Olga Rodionova-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც უკრაინის, მისი ისტორიისა და კულტურის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას შეიცავს. პოსტის მიხედვით, უკრაინას საკუთარი ისტორია არ გააჩნია და მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობა ძირითადად რუსეთის დამსახურებაა. უკრაინის ისტორიის დასაკნინებლად და იმის საჩვენებლად, რომ უკრაინას ყველაფერი მოპარული აქვს, პოსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის დროშა ქვემო ავსტრიის დროშაა, ხოლო ჰიმნი პოლონელებისგან არის მოპარული. 

ოლგა როდიონოვა: “1917 წლის რევოლუციამდე უკრაინა, ქვეყანა, საერთოდ არ არსებობდა. მათი დროშა, ქვემო ავსტრიის დროშაა. მათ ჰიმნი პოლონელებისგან მოიპარეს – “პოლონეთი ჯერ არ მომკვდარა”… [უკრაინას] არ აქვს საკუთარი ისტორია, ან ის სხვა სახელმწიფოსგან აქვს მოპარული, ან უბრალოდ თითიდან არის გამოწოვილი და მერე ამ მონაცემების საფუძველზე იწერება ისტორიის სახელმძღვანელოები, რომლებზეც შემდეგ მთელი თაობები აღიზრდება…”

ქვემო ავსტრიისგან დროშის მოპარვაზე 2018 წლის სტატიაში რუსულენოვანი ვებსაიტი yugsn.ru-ც წერს.

Screenshot 5 10 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?

უკრაინის ისტორიის, ჰიმნისა და დროშის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია  ყალბ მტკიცებებს შეიცავს. მართალია უკრაინისა და ქვემო ავსტრიის ორფეროვანი დროშები თითქმის იდენტურია, თუმცა უკრაინას ის არ მოუპარავს და დროშის დიზაინის ფერებს ჯერ კიდევ კიევის რუსის ისტორიაში ვხვდებით. ზოგიერთ ისტორიკოსთა აზრით, უკრაინის ჰიმნი მართლაც პოლონური სიმღერის ინსპირაციით არის დაწერილი, თუმცა იდენტური მხოლოდ შესავლის მცირედი ნაწილია. რაც შეეხება უკრაინის ისტორიას, მის ისტორიულ წინაპარს განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო კიევის რუსი წარმოადგენს, რომლის ისტორიის მითვისებაც რუსეთმა სცადა. 

  • უკრაინის დროშის ისტორია 

უკრაინის დროშის ფერების გამოყენება სათავეს ჯერ კიდევ კიევის რუსის დროს იღებს. კიევის რუსი უკრაინის ისტორიულ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კიევის მთავარი ვოლოდიმირ დიდის (958-1015) გერბი ანუ იმ პერიოდის სახელმწიფო სიმბოლიკა მოიცავდა ოქროს სამკაპს, რომელიც ლურჯ ფონზე იყო გამოსახული. უკვე ამ პერიოდიდან იღებს სათავეს უკრაინის დროშის თანამედროვე ყვითელი და ლურჯი ფერი. დღესდღეობით უკრაინის დროშაზე სამკაპს აღარ ვხვდებით, თუმცა ის კვლავ შენარჩუნებულია მის გერბზე. (pawsitivelyintrepid)

Screenshot 6 13 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
უკრაინის გერბი – ყვითელი სამკაპი ლურჯ ფონზე.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფერების დროშა უკრაინას (ამ შემთხვევაში ქალაქ ლვივს) მე-15 საუკუნეშიც ჰქონდა, კერძოდ, ტანენბერგის/გრუნვალდის ბრძოლაში (1410 წელი), რომელშიც ერთმანეთს პოლონეთ-ლიტვა-რუსეთი და ტევტონთა ორდენი ებრძოდნენ.  კიევის რუსის დროშისგან განსხვავებით, ამ დროშაზე ლომის ფიგურა იყო გამოსახული, თუმცა ლურჯი და ყვითელი ფერები კვლავ შენარჩუნებული იყო. ლვივის ოლქს დღესაც მსგავსი დროშა აქვს. მსგავსი ფერები ასევე პოპულარული იყო კაზაკთა სამხედრო დროშებშიც. აღნიშნულ საკითხზე უკრაინული Vox-ის ფაქტების გადამოწმების პორტალიც წერდა, რომელმაც დროშასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია აპრილში გადაამოწმა.

Screenshot 7 12 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
ლვივის ოლქის დროშა დღეს

უკრაინის თანამედროვე დროშას იმავე ფორმებით და ფერებით პირველად 1848 წელს ვხვდებით. აღნიშნული დროშის აღება უკავშირდება მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას, რომელიც ევროპული “ერების გაზაფხულით” (1848 წლის რევოლუციები) არის ცნობილი. 1848 წელს ხალხმა ევროპის რიგ სახელმწიფოებში მასობრივი რევოლუციები დაიწყო, რათა მეტი უფლებები ჰქონოდათ. ამავე წელს ქალაქ ლვივის სახელმწიფო ორგანოში პირველად გამოჩნდა უკრაინის უკვე თანამედროვე დროშა

Screenshot 8 11 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
უკრაინის თანამედროვე დროშა

1848 წელს უკრაინაში აღნიშნული დროშა რევოლუციონერებმა გამოიყენეს, რომლებსაც სურდათ, რომ სახელმწიფოს დასავლეთი ნაწილი ავსტრია-უნგრეთის ბატონობისგან გაეთავისუფლებინათ. აღნიშნულ დროშაზე თანამედროვესთან შედარებით ფერები შებრუნებული იყო, თუმცა შემდგომში ფერების შენაცვლება მოხდა – “ცისფერი ცა ოქროს ხორბლის მინდვრებზე”.

უკრაინის დროშა მართლაც იდენტურია ქვემო ავსტრიის დროშისა, თუმცა უკრაინისთვის აღნიშნული ფერები ისტორიული წარსულიდან მოდის და მას დროშა ქვემო ავსტრიისგან არ მოუპარავს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ავსტრიის რეგიონის ეროვნული სიმბოლო ლურჯი და ყვითელი ფერებით საფუძველს მე-15 საუკუნეში იღებს, რა დროსაც კიევის რუსს უკვე გამოყენებული ჰქონდა მსგავსი ფერები. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის ტერიტორია არასდროს ყოფილა ქვემო ავსტრიის ნაწილი

Screenshot 9 11 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
ქვემო ავსტრიის დროშა და ეროვნული სიმბოლო

ფერების გამეორება და მსგავსება ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაში გავრცელებული რამ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულმა სახელმწიფომ ან რეგიონმა სხვისი დროშა ან ეროვნული სიმბოლო მოიპარა. ხშირად მსგავსი დროშის მქონე სახელმწიფოებს/რეგიონებს ერთმანეთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. მაგალითად, იდენტურია ავსტრიის რეგიონ ზალცბურგის, მალტისა და ინდონეზიის დროშები, ხოლო მათი მსგავია პოლონეთის დროშა. 

Screenshot 10 11 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
ზალცბურგის, ინდონეზიისა და მალტის დროშა, რომლებიც ერთმანეთის იდენტურია.
Screenshot 11 11 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
პოლონეთის დროშა – ზალცბურგის, ინდონეზიისა და მალტის დროშის შებრუნებული ვარიანტი, ღია წითელი ფერით.

ასევე იდენტურია რუმინეთის და ჩადის დროშის ფერები.

Screenshot 12 10 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
ჩადისა და რუმინეთის დროშები გამოსახული მათ რუკებზე

ასევე მსგავსია ისლანდიისა და ნორვეგიის დროშები, ვენესუელას, ეკუადორისა და კოლუმბიის ეროვნული სიმბოლიკები, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების სამეფოს დროშები, ასევე სლოვენიის, რუსეთისა და სლოვაკეთის დროშები.

  • უკრაინის ჰიმნის შესახებ

უკრაინის ჰიმნის ტექსტი მე-19 საუკუნის უკრაინელი პოეტის პავლო ჩუბინსკის ლექსიდან “უკრაინა ჯერ არ მომკვდარა” არის აღებული. ჰიმნის სათაური და ტექსტის მცირედი ნაწილი მართლაც ჰგავს პოლონეთის ჰიმნის ტექსტს, რაც უკრაინელი ისტორიკოსის იაროსლავ ჰრიცაკის მიხედვით, იმაზე მეტყველებს, რომ ჩუბინსკი ამ ტექსტს პოლონური სიმღერის გავლენით წერდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში პოლონური გავლენა დიდი იყო მის დაქვემდებარებულ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში, სადაც განმანთავისუფლებელი მოძრაობები ყალიბდებოდა. 

ზოგიერთი ისტორიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის ჰიმნი სერბული პატრიოტული სიმღერის “ჩუბიცკის” ინსპირაციით დაიწერა

ინსპირაციის მიუხედავად უკრაინისა და პოლონეთის ჰიმნები მხოლოდ მცირე ნაწილში, დასაწყისში, ჰგავს ერთმანეთს.

უკრაინის ჰიმნი:
არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება.
ბედი კვლავაც გაგვიღიმებს, ახალგაზრდა ძმებო.
ჩვენი მტრები გაქრებიან, როგორც ნამი მზეზე
და ვიმეფებთ, ძმებო, ჩვენს მხარეში.
სხეულსა და სულსაც დავდებთ ჩვენი თავისუფლებისთვის,
და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ, ძმებო, ვართ კაზაკთა მოდგმის.

პოლონეთის ჰიმნი (დომბროვსკის მაზურკა):
პოლონეთი არ მომკვდარა,
სანამ ჩვენ ვართ ცოცხლები,
რაც უცხომ ძალით წაგვართვა
ხმლით უკან დავიბრუნებთ.
გაგვიძეხ, გაგვიძეხ, დომბროვსკი,
იტალიის მიწებიდან პოლონეთისკენ!
შენი ბრძანებით
ჩვენ კვლავ შევუერთდებით ერს.
ჩვენ გადავკვეთთ ვისტულას, გადავკვეთთ ვარტას,
ჩვენ ვიქნებით პოლონელები.
ბონაპარტმა მოგვცა მაგალითი
იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ.გაგვიძე
ხ, გაგვიძეხ, დომბროვსკი
ისევე როგორც ზარნიეცკი პოზნანში
შვედეთის ანექსიის შემდეგ,
ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად,
ჩვენ დავბრუნდებით ზღვის გადაღმა.
გაგვიძეხ, გაგვიძეხ, დომბროვსკი
მამა, ცრემლიანი,
ეუბნება თავის ბაშიას
მისმინე, ამბობენ ჩვენი ბიჭები
ტარაბანებს უკრავენ.
გაგვიძეხ, გაგვიძეხ, დომბროვსკი

  • უკრაინის ისტორიის შესახებ

უკრაინის ისტორიულ სამშობლოს მე-10 საუკუნეში შექმნილი სახელმწიფო “კიევის რუსი” წარმოადგენს. კიევის რუსი საკმაოდ წარმატებული სახელმწიფო იყო, რომელსაც თითოეულ მოქალაქეზე გავრცელებული კანონები ჰქონდა. ის აქტიურად ურთიერთობდა იმ პერიოდის შვედეთთან, საფრანგეთთან და ბიზანტიის იმპერიასთან. 

დღესდღეობით გავრცელებულია ტერმინი “კიევის რუსეთი”, რომელიც მე-10 საუკუნის სახელმწიფოს თანამედროვე რუსეთს უკავშირებს, თუმცა ეს კავშირი ისტორიულად არ არსებობს. საგულისხმოა, რომ კიევის რუსის აღმოსავლეთით არსებობდა მასზე განვითარებით ჩამორჩენილი მოსკოვის სავაჭრო ადგილი. იქ ძირითადად არა სლავები, არამედ ფინო-უნგრული ტომები სახლობდნენ, რომლებმაც შემდგომში მონღოლთა ექსპანსიის შედეგად მონღოლური კულტურის ელემენტები შეითვისეს

Screenshot 13 9 რა ვიცით უკრაინის დროშისა და ჰიმნის წარმომავლობის შესახებ?
კიევის რუსის რუკა

აღსანიშნავია, რომ კიევის რუსმა არსებობა მე-13 საუკუნეში შეწყვიტა. შემდგომ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებას და გაძლიერებას იწყებს ჯერ რუსეთის სამეფო, შემდეგ კი რუსეთის იმპერია. რუსეთის იმპერიას სჭირდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული საფუძვლები, რათა საკუთარი ძლიერებისთვის ხაზი გაესვა, თუმცა ერთ პერიოდში განვითარებით ჩამორჩენილი მოსკოვი, რაც „ჭაობიან და მუქ წყლებს” ნიშნავს, იმპერიისთვის კარგი საფუძველი ვერ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მოსკოვმა მიითვისა კიევის რუსის ისტორიული სახელწოდება და 1721 წელს თავი რუსეთის იმპერიად, ხოლო მოსკოველები რუსებად გამოაცხადა

უკრაინის ისტორიული საფუძვლების შესახებ ვრცლად იხილეთ სტატიაში


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist