რა ვიცით უკრაინასა და მოლდოვაში ე.წ. “ვეტინგში” ნონა წოწორიას მონაწილეობაზე და როგორ გაშუქდა ინფორმაცია სახელისუფლებო მედიაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

137
VIEWS

17 მარტს POSTV-ის ვებ-საიტზე, ახალი ამბების რუბრიკაში გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის ციტატა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ნონა წოწორიას მიერ ჩატარებული “ვეტინგის” საფუძველზე არჩეული მოსამართლე ვსევოლოდ კნიაზევი მოგვიანებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 18 მარტს ლევან თევზაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს, რომ ნონა წოწორიამ უკრაინაში ჩატარებულ რეფორმებში მონაწილეობა “აღიარა”, თუმცა არ ახსენა მოლდოვაში მოსამართლეთა “ვეტინგში” მონაწილეობა, სადაც სამსახურიდან მოქმედი მოსამართლეები გაათავისუფლეს. 

ასევე 18 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა ქრონიკის სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ ნონა წოწორია სოციალურ ქსელში ირწმუნება, თითქოს მოსამართლეთა ვეტინგის სისტემასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მისი მონაწილეობა მოლდოვაში მიმდინარე ვეტინგის სისტემაში იძებნება.

ra vitsith ukrainasa da moldovashi e.ts. vetingshi nona tsotsorias monatsileobaze რა ვიცით უკრაინასა და მოლდოვაში ე.წ. “ვეტინგში” ნონა წოწორიას მონაწილეობაზე და როგორ გაშუქდა ინფორმაცია სახელისუფლებო მედიაში?

1ra vitsith ukrainasa da moldovashi e.ts. vetingshi nona tsotsorias monatsileobaze რა ვიცით უკრაინასა და მოლდოვაში ე.წ. “ვეტინგში” ნონა წოწორიას მონაწილეობაზე და როგორ გაშუქდა ინფორმაცია სახელისუფლებო მედიაში?

მტკიცება, რომ ნონა წოწორია უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის ვეტინგში მონაწილეობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კნიაზევი უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოსამართლეთა ვეტინგის პროცესის დაწყებამდე დაინიშნა, ხოლო წოწორია იმ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის ხელმძღვანელი შეარჩია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოლდოვაში მოსამართლეები სამსახურიდან გაათავისუფლეს, რეალურად მოლდოვაში პრე-ვეტინგის კომისია არ იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა მოხსნასა თუ დანიშვნაზე და იმ შემთხვევაშიც, თუ კანდიდატი შეფასებას წარმატებით ვერ გაივლის, ის კვლავ შეძლებს სასამართლო სისტემაში მუშაობის გაგრძელებას.

მანიპულაციურია “ქრონიკის” სიუჟეტის მტკიცება, თითქოს ნონა წოწორიამ სოციალურ ქსელში სასამართლო ვეტინგის სისტემასთან კავშირი უარყო. მის ფეისბუქ პოსტებში მხოლოდ უკრაინაში მოსამართლეთა ვეტინგზეა საუბარი და ის არსად უარყოფს მოლდოვაში პრე-ვეტინგში მონაწილეობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია უკრაინაში არა მოსამართლეთა ვეტინგის, არამედ სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის ხელმძღვანელობის შერჩევის პროცესში მონაწილეობდა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის წევრიც ნონა წოწორია იყო, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე ოლექსანდრ კლიმენკო შეარჩია. ის მოვალეობის შესრულებას 2022 წლის ივლისში შეუდგა და ამ თანამდებობას დღემდე იკავებს.

სწორედ სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურორის ოფისისა და უკრაინის ეროვნული ანტი-კორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 2023 წელს უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი.

ვსევოლოდ კნიაზევი უზენაეს სასამართლოში 2017 წელს დაინიშნა, ხოლო საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საბჭომ მოსამართლეთა ვეტინგის პროცესი უკრაინაში 2018 წლიდან დაიწყო.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად ნონა წოწორია, რომელმაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ის უკრაინაში არა მოსამართლეების “ვეტინგის”, არამედ მთავარი ანტიკორუფციული პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობდა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

2ra vitsith ukrainasa da moldovashi e.ts. vetingshi nona tsotsorias monatsileobaze რა ვიცით უკრაინასა და მოლდოვაში ე.წ. “ვეტინგში” ნონა წოწორიას მონაწილეობაზე და როგორ გაშუქდა ინფორმაცია სახელისუფლებო მედიაში?

კიდევ ერთ პოსტში მან ასევე აღნიშნა, რომ კნიაზევის უკრაინის უზენაეს სასამართლოში დანიშვნის დროს ის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე იყო (2008 წლიდან 2018 წლამდე).

3ra vitsith ukrainasa da moldovashi e.ts. vetingshi nona tsotsorias monatsileobaze რა ვიცით უკრაინასა და მოლდოვაში ე.წ. “ვეტინგში” ნონა წოწორიას მონაწილეობაზე და როგორ გაშუქდა ინფორმაცია სახელისუფლებო მედიაში?

ნონა წოწორიას ფეისბუქ პოსტები ეხებოდა მხოლოდ უკრაინაში მოსამართლეთა ვეტინგის პროცესს. პოსტებში საუბარი არ არის მოლდოვაზე და შესაბამისად, არც იმ ფაქტის უარყოფა გვხვდება, რომ ნონა წოწორია მოლდოვაში პრე-ვეტინგის კომისიის წევრია.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და ალბანეთში ვეტინგის პროცედურა ხანგრძლივი აღმოჩნდა, მოლდოვაში პირველ – პრე-ვეტინგის ეტაპზე კომისია შეაფასებს თვითმმართველი ორგანოების: მაგისტრატთა უზენაესი საბჭოს და პროკურორთა უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც შემდეგ თავის მხრივ მონაწილეობას მიიღებენ სასამართლო სისტემის სხვა შტოების შემოწმებაში. კომისია უშუალოდ არ იღებს გადაწყვეტილებას წევრთა მოხსნასა თუ დანიშვნაზე. ის მხოლოდ აფასებს იმ მოსამართლეთა და პროკურორთა ეთიკურ და ფინანსურ პატიოსნებას, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული საბჭოების წევრობა სურთ. იმ კანდიდატებს, რომლებიც შეფასებას წარმატებით გაივლიან, საბჭოებში სხვა მოსამართლეები და პროკურორები ნიშნავენ. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი შეფასებას წარმატებით ვერ გაივლის, ის კვლავ შეძლებს სასამართლო სისტემაში მუშაობის გაგრძელებას, თუმცა მონაწილეობას ვერ მიიღებს ხსენებული საბჭოების წევრობის კონკურსში. მათ ასევე საშუალება აქვთ გაასაჩივრონ კომისიის გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილებები და კანდიდატთა მოსმენები პრე-ვეტინგის კომისიის ვებ-საიტზე ქვეყნდება.

ვებ-საიტზე ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის კომისიის მიერ განხილული აპლიკაციების შედეგები ასეთია: მაგისტრატთა უზენაესი საბჭოს წევრობის მსურველი 28 მოსამართლიდან შეფასება წარმატებით გაიარა 5-მა, არა-მოსამართლე 21 კანდიდატიდან 9-მ, ხოლო პროკურორთა უზენაესი საბჭოს წევრობის მსურველი 20 პროკურორი და არა-პროკურორი 20 კანდიდატიდან 9-მ. იმ მოსამართლეთაგან, ვინც უარყოფითი შეფასება მიიღო, გადაწყვეტილება 15-მა გაასაჩივრა, აქედან 3 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიცვალა, ხოლო დანარჩენი საჩივრები განხილვის პროცესშია.

პრე-ვეტინგის პროცესზე 14-თვიანი დაკვირვების შედეგად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა დაადგინა, რომ პროცესი ობიექტურად, სამართლიანად და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მიმდინარეობდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist