რა ვიცით ჩეხეთში გამართული აქციების შინაარსსა და დემონსტრანტების რაოდენობაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

132
VIEWS

29 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ჩეხეთში გამართული დემონსტრაციის ვიდეო გამოაქვეყნა. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეო პრაღაში გამართულ რუსეთის მხარდამჭერ ნახევარმილიონიან აქციას ასახავს. 

Screenshot 2 რა ვიცით ჩეხეთში გამართული აქციების შინაარსსა და დემონსტრანტების რაოდენობაზე?

ჩეხეთში გამართული აქციის ვიდეო ნაწილობრივ მცდარი აღწერით ვრცელდება. აქციის მთავარი მოთხოვნა პროდასავლური ხელისუფლების გადადგომა იყო და მასში არა ნახევარი მილიონი, არამედ რამდენიმე ათეული ათასი (არაუმეტეს 70 000-სა) ადამიანი მონაწილეობდა. 

28 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ნამდვილად გაიმართა აქცია სახელად “ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა”. აქციის მონაწილეები გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ, რისი მიზეზიც, მათი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩეხეთის მთავრობის პოზიციაა

აქციის ორგანიზატორებს შორის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები და ჩეხეთის კომუნისტური პარტია იყვნენ, ორგანიზატორთა ნაწილი მკვეთრად კრემლისტური და ანტივაქსერული განწყობებით გამოირჩევა. შეკრებილთა ძირითად მოთხოვნებს მთავრობის გადადგომა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება წარმოადგენდა. თუმცა, აქციის ცალკეული მონაწილეები ჩეხეთის ნატოდან, ევროკავშირიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლასაც ითხოვდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის გამოთვლებით, აქციას რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ესწრებოდა. ჩეხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დემონსტრაციას უფრო ნაკლები ადამიანი დაესწრო ვიდრე სექტემბრის დასაწყისიდან ამავე სახელით გამართულ წინა ორ აქციას. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი პირველი შეკრება იყო, რომელსაც 70 000 ადამიანამდე ესწრებოდა. ორგანიზატორების მტკიცებით, პოლიციის გამოთვლები აქციის მონაცილეთა რაოდენობის შესახებ მცდარია და ანტისამთავრობო გამოსვლას ბევრად მეტი ადამიანი შეუერთდა. 

30 ოქტომბერს პრაღაში და ჩეხეთის რამდენიმე დიდ ქალაქში მთავრობის და უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის” იყო, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი რამდენიმე აქცია გამართა. პოლიტიკური მოძრაობა 2018 წელს დაფუძნდა და მის თავდაპირველ მიზანს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება წარმოადგენდა. ბაბიშს ეროკავშირიდან გამოყოფილი თანხის გაფლანგვას ედავებოდნენ. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, 30 ოქტომბრის აქციასაც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაესწრო, ხოლო ჩეხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ აქციას ანტისამთავრობო დემონსტრაციასთან შედარებით მეტი პირი შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას ვიდეო მიმართვაც იხილეს, რომელმაც უკრაინის დახმარებისთვის ჩეხეთისადმი მადლიერება გამოხატა

ჩეხეთის რესპუბლიკამ ომის დაწყებიდან ვიზა 450 000-ზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს მიანიჭა. გარდა ამისა, ჩეხეთი უკრაინას შეიარაღებითაც ეხმარება


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა, ჩეხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist