რა წერია გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რუსეთ-უკრაინის ომის დანაშაულებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

946
VIEWS

16 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ უკრაინაში ომის დანაშაულებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. ამავე დღეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში (ren.tv, ura.news) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაეროს კომისიამ რუსი ტყვეების დახვრეტა სამხედრო დანაშაულად აღიარა. 

20 მარტს ფეისბუკზე ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაეროს კომისიამ რუსეთის მიერ გენოციდის მოწყობაზე ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა, თუმცა კომისიამ ვერ დამალა ის სამხედრო დანაშაულები, რომლებიც უკრაინელებმა ჩაიდინეს.

gaeros komiis daskvna რა წერია გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რუსეთ-უკრაინის ომის დანაშაულებზე?

gaeros komiis daskvna1 რა წერია გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რუსეთ-უკრაინის ომის დანაშაულებზე?

რუსულ მედიასა და ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და მასში მხოლოდ ის დანაშაულებია აღნიშნული, რაც უკრაინის სამხედრო ძალებმა სავარაუდოდ ჩაიდინეს.   გაეროს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშში ნამდვილად მოხვდა უკრაინის ძალების მიერ ჩადენილი დარღვევების მცირე რაოდენობა და ორი ინციდენტი, რომელიც კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული, თუმცა ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა რუსეთის მიერ ჩადენილი არაერთი ომის დანაშაულის შემთხვევა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება გენოციდს, კომისიამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი დამატებით გამოძიებას საჭიროებს. 

გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ანგარიში ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 16 მარტს წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე პერიოდში გამოკვეთილი სავარაუდო დანაშაულების კვლევას უკრაინის 9 რეგიონში. კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ მტკიცებულებების შეგროვების პროცესში მათ 56 დასახლებული პუნქტი მოინახულეს.  ჩაატარეს რამდენიმე ასეული ინტერვიუ როგორც პირადად, ისე დისტანციურად. გამოკითხეს 348 ქალი და 247 კაცი. დაათვალიერეს ნგრევის ადგილები, სამარხები, დაკავებისა და წამების ადგილები, აგრეთვე იარაღის ნარჩენები; გაეცნენ დოკუმენტურ მასალებს, ფოტოებს, სატელიტურ სურათებსა და ვიდეოებს.

  • რუსული მხარის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები

გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის ანგარიშის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის თებერვლიდან არაერთი საერთაშორისო სამართლის „ფართო სპექტრის“ დარღვევა ჩაიდინეს, რომელთაგან ბევრი ომის დანაშაულად ითვლება. კომისიის თანახმად, ანგარიშში მოხვდა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის, წამებისა და გაუპატიურების შემთხვევები; ბავშვების უკანონო გადაყვანა და დეპორტაცია; თავდასხმები ასაფეთქებელი იარაღით დასახლებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებისა და ტანჯვის აშკარა უგულებელყოფით; თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

„კომისიამ დაადგინა, რომ 2022 წლის 10 ოქტომბრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და რუსეთის ხელისუფლების მიერ წამების გამოყენება შეიძლება გაიგივებულ იქნას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან“ – ნათქვამია ანგარიშში.

კომისიის თანახმად, ამ ეტაპზე არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ეს დანაშაულები გენოციდური განზრახვით იყო მოტივირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომისიის ხელმძღვანელის ერიკ მოსეს განცხადებით, ეს საკითხი დამატებით გამოძიებას საჭიროებს.

ერიკ მოსე: “ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ უკრაინაში გენოციდი. ამ ტერიტორიაზე ყველა მტკიცებულებას ვსწავლობთ და გარკვეული ასპექტები გამოიკვეთა, რომლებიც ამ დანაშაულთან დაკავშირებით (გენოციდი) კითხვებს აჩენს.  მაგალითად, გარკვეული გამონათქვამები რუსულ მედიაში, რომლებიც კონკრეტულ ჯგუფებს იღებენ სამიზნეში.”

  • უკრაინული მხარის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები

გარდა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა, კომისიამ ასევე აღნიშნა, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი დარღვევების მცირე რაოდენობა,მათ შორის სავარაუდო განურჩეველი თავდასხმები და ორი ინციდენტი, რომელიც კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული, სადაც რუსი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს, დაჭრეს და აწამეს. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში უგულებელყოფილი იყო რუსული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულები და აქცენტი მხოლოდ უკრაინულ მხარეზე კეთდებოდა. 

საგამოძიებო კომისია ჟენევაში მოქმედი ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2022 წლის მარტში უკრაინაში ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევების გამოვლენის მიზნით  შეიქმნა. კომისიის სამივე წევრი ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტია და მხარდაჭერასა და დაფინანსებას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისისა და საბჭოსგან იღებს. 

აღსანიშნავია, რომ გენოციდის გამოვლენა ხანგრძლივი პროცესია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური ჯგუფის – ტუტსის მასობრივი მკვლელობები რუანდაში 1994 წელს მიმდინარეობდა, გენოციდის მიზეზით პირველი განაჩენი 1998 წელს გამოცხადდა. 

გენოციდის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, გაერომ რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი (ICTR) დააარსა. 1998 წლის 2 სექტემბერს საერთაშორისო სასამართლომ ICTR-მ გენოციდის მიზეზით პირველი განაჩენი გამოაცხადა. განაჩენის თანახმად, ჟან-პოლ აკაიესუ დამნაშავედ მიიჩნიეს ტუტსის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებასა და ხელმძღვანელობაში, ქალაქში, სადაც ის მერის თანამდებობას იკავებდა. ასევე, გენოციდის წაქეზების დანაშაულში გასამართლდა გაზეთის გამომცემელი და რადიოსადგურის მფლობელიც. ეს იყო პირველი შემთხვევა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო სასამართლომ მასობრივ სისასტიკეში მედიის პასუხისმგებლობა განიხილა.

არქივის ბმულები:
ren.tv 
ura.news


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist