რა თქვა რეალურად ქუთელიამ აგვისტოს ომზე Financial Times-თან და რა არ უთქვამს Le Figaro-სთან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

195
VIEWS

3 თებერვალს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“  განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები 2008 წელს რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.  მამრაძის მტკიცებით,  იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ 2008 წლის 15 აგვისტოს უცხოენოვან მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონში ჯარების შეყვანისა და სეპარატისტული ხელისუფლების განიარაღების გადაწყვეტილებას რუსეთისგან მწვანე შუქი წინასწარ ჰქონდა მიღებული. პეტრე მამრაძემ იდენტური განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 2021 წლის 21 დეკემბერსაც გააკეთა. მამრაძემ მაშინ აღნიშნა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს ბათუ ქუთელიამ ინტერვიუ ცნობილ გამოცემა „ლე ფიგაროს“ მისცა. 

პეტრე მამრაძის განცხადება 3 თებერვალს საინფორმაციო სააგენტოებმა: exclusivenews.ge, reportiori.ge გაავრცელეს.

Screenshot 6 3 რა თქვა რეალურად ქუთელიამ აგვისტოს ომზე Financial Times-თან და რა არ უთქვამს Le Figaro-სთან?

Screenshot 7 3 რა თქვა რეალურად ქუთელიამ აგვისტოს ომზე Financial Times-თან და რა არ უთქვამს Le Figaro-სთან? Screenshot 8 3 რა თქვა რეალურად ქუთელიამ აგვისტოს ომზე Financial Times-თან და რა არ უთქვამს Le Figaro-სთან?
მამრაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ ცხინვალში შეჭრის გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო, რაც ბათუ ქუთელიამ უცხოურ გამოცემასთან დაადასტურა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ქუთელია Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქართული ჯარები ცხინვალში მას შემდეგ შევიდნენ, რაც რუსულმა სამხედრო ტექნიკამ საზღვარი გადმოკვეთა, Le Figaro-ში კი ბათუ ქუთელიას 2008 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული ინტერვიუ არ იძებნება.


2008 წლის 21 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ჯარები ცხინვალის რეგიონში მას შემდეგ შევიდნენ, რაც რუსეთის სამხედრო ტექნიკამ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან საზღვარი გადმოკვეთა. ბათუ ქუთელიას თქმით, იმ დროს  ”გარკვეულწილად, სხვა არჩევანი აღარ იყო” და ქართული მხარე მოვლენების იმგვარ განვითარებას არ ელოდა.  ინტერვიუში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მზად არ იყო და ქართულ სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთთან ომის შემდეგ უდიდესი ზარალი მიადგა.

რაც შეეხება ფრანგულ ყოველკვირეულ გამოცემა “Le Figaro”-ს, მასში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის 2008 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული ინტერვიუ არ გვხვდება. 2008 წლის 15 აგვისტოს ფრანგულ გამოცემაში საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ორი სტატია გვხვდება. პირველი სტატიის სათაურია – “საქართველომ ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას”(La Géorgie signe le cessez-le-feu avec la Russie). სტატიაში ნათქვამია, რომ  თბილისმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას რუსეთთან, რომლის ძალებსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, ხოლო შეერთებული შტატები  მათ ქვეყნის დაუყოვნებლად დატოვებას სთხოვს.  “Le Figaro”-ში 15 აგვისტოს გამოქვეყნებული მეორე სტატიის სათაურია “ოსი სამხედროები ქართველებს ატერორებენ” (Les miliciens ossètes terrorisent les Géorgiens) და მასში აღწერილია, თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას მოსახლეობას რუსული არმიის კვალდაკვალ ოსი სამხედროები.

Screenshot 9 3 რა თქვა რეალურად ქუთელიამ აგვისტოს ომზე Financial Times-თან და რა არ უთქვამს Le Figaro-სთან?

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორი” ბათუ ქუთელიასაც დაუკავშირდა, რომელმაც პეტრე მამრაძის გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist