რა ხდება ისრაელში და აწარმოებს თუ არა საქართველო ვაქცინირებულებში ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

303
VIEWS

4-5 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა ზაზა გვალიამ, მონიკა შამუგიამ, ზაზა სტურუამ და “ფანტინამ” გამოაქვეყნეს ტვ “ობიექტივის” გადაცემის ფრაგმენტი, სადაც ჟურნალისტი ნინო რატიშვილი თინათინ გოცაძეს ესაუბრება. გოცაძის მტკიცებით, ვაქცინაცია ვერც დაავადების გართულებისგან და ვერც სიკვდილისგან ადამიანს ვერ იცავს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აცრილთა ეპიდემია მიმდინარეობს. მას მაგალითად მოჰყავს, ისრაელი და აცხადებს, რომ ქვეყანა ამჟამად მაღალი ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების მაჩვენებლის პიკზეა და იქ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლებია. გარდა ამისა, გოცაძის თქმით, საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა, თუ რა მდგომარეობაა ვაქცინირებულებს შორის ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზების მხრივ.

""
თინათინ გოცაძის მიერ გავრცელებული ცნობები ისრაელსა და საქართველოში ვაქცინაციის არაეფექტიანობის შესახებ, მცდარია. მართალია, ისრაელში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მზარდია და მათ შორის ვაქცინირებულებიც არიან, თუმცა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა და სიკვდილიანობა დაბალია, ხოლო მძიმე პაციენტებს შორის უმრავლესობა აუცრელია. რაც შეეხება საქართველოს, ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოვიდ19-ით გარდაცვლილებიდან 98.96% არავაქცინირებული იყო.

რა ვითარებაა ისრაელში?

8 იანვრის მონაცემებით, ისრაელში მოსახლეობის 64% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო ბოლო ერთი კვირაა დღიურად საშუალოდ კოვიდ19-ის 14 500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც პიკური მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფიცირების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოქტომბრიდან დაღმავალია (იხ. გრაფიკები). აგვისტოს ბოლოს ისრაელმა ბუსტერ დოზები 12 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის  ხელმისაწვდომი გახადა და 5 იანვრის მონაცემებით, მესამე დოზით მოსახლეობის 46%-მდეა აცრილი.

"
წყარო: Reuters

"
წყარო: Times of Israel

გასული კვირის მონაცემებით, მძიმე მდგომარეობაში მხოლოდ 87 პაციენტი, ხოლო მათგან უმრავლესობა არავაქცინირებული იყო. შედარებისთვის, დელტა ვარიანტის ტალღის პიკურ პერიოდში ქვეყანას 700 კრიტიკული პაციენტი ჰყავდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული, 10 იანვრის მონაცემებით, ბოლო 7 დღეში დაფიქსირებულია 115 245 ახალი შემთხვევა, რომელთაგან მძიმე 190 პაციენტია, ხოლო გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"
წყარო: ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო

ინფიცირების შემთხვევებმა ისრაელში ომიკრონის გამოჩენის შემდეგ იმატა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ახალი შტამი დელტასთან შედარებით უფრო მარტივად უვლის გვერდს როგორც ვაქცინით შეძენილ, ასევე ბუნებრივ იმუნიტეტს, თუმცა როგორც კვლევები, ასევე ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვაქცინა ადამიანს დაავადების გართულებისგან და გარდაცვალებისგან იცავს, შესაბამისად, თინათინ გოცაძის განცხადება, თითქოს ვაქცინები არ მუშაობს და ვაქცინირებულ ადამიანებს იმუნიტეტი უქვეითდებათ, უსაფუძვლოა.

როგორია საქართველოს სტატისტიკა?

თინათინ გოცაძის განცხადებით, იმის გასარკვევად, თუ ვაქცინირებულებში რამდენი დაინფიცირდა კოვიდით და მათ შორის რამდენი ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა,  მან საქართველოს სტატისტიკა გამოითხოვა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ასეთი სტატისტიკა ქვეყანაში არ წარმოებს. გოცაძის მტკიცება უსაფუძვლოა, რადგან ბოლო ანგარიში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ნოემბერში გამოაქვეყნა და ის 2021 წლის 15 მარტი – 30 სექტემბრის მონაცემებს ასახავს, რომლის მიხედვითაც სრულად ვაქცინირებულებში, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით, ინფიცირების შანსი 9.44-ჯერ ნაკლებია.

სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰისპიტალიზაციისგან დაცვის ზოგადი ეფექტიანობა 93.35%-ია, ლეტალური გამოსავლისგან დაცვის ეფექტიანობა კი 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში – 97.24%, ხოლო 18-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 99.34%-ია.

2021 წლის 15 მარტი – 30 სეტემბრის პერიოდში 18 წელს ზემოთ მოსახლეობაში რეგისტრირებულია კოვიდ19-ით დადასტურებული 5 469 გარდაცვალება, ამ შემთხვევების 98.96%-ში გარდაცვლილი არავაქცინირებული იყო.

რაც შეეხება იმუნიზაციის შემდეგ განვითარებულ არასასურველ მოვლენებს, სისტემაში რეგისტიტრებული სერიოზული შემთხვევების წილი 0.01%-ია. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამურად 1 802 612 აცრა ჩატარდა, ამათგან ვაქცინაციის 180 შემთხვევა მიიჩნევა პრობლემურად, საიდანაც 156 ადამიანი ჰოსპიტალიზებული იყო, 6 შემთხვევაში კი ლეტალური შედეგი დადგა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი რეგისტრირებული გვერდითი მოვლენების ვაქცინაციასთან შესაძლო კავშირს პერიოდულად სწავლობს, მათ შორის შეისწავლეს 6 ლეტალური შემთხვევაც და 5 ვაქცინაციასთან მიზეზობრივ კავშირში არ აღმოჩნდა, ხოლო 1 შემთხვევის განხილვა, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტების წარდგენამდე შეჩერებულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist