რა არის კორონავირუსი და შესაძლებელია თუ არა ანტიბიოტიკებით მისგან განკურნება ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

43
VIEWS

25 იანვარს ფეისბუქ მომხარებელმა Gocha Bakradze-მ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ქართულ და რუსულ ენებზე მოწოდებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გერმანელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი ბაქტერიაა და არა ვირუსი, ხოლო ინფიცირებულების გარდაცვალების მიზეზი რეალურად თრომბის განვითარებაა. ავტორის მტკიცებით, გარდაცვალების მიზეზის დამალვის მიზნით კორონავირუსით გარდაცვლილთა აუტოპსია აკრძალულია. გერმანიაში კი 14 000 პაციენტს ანტიბიოტიკებით, ანტიანთებითი საშუალებებით და სისხლის გამათხელებლებით უმკურნალეს, რის შედეგადაც ერთ დღეში ყველა გამოჯანმრთელდა. პოსტს სამი თებერვლის მონცამებით 278 გაზიარება აქვს.

;

გოჩა ბაქრაძის პოსტი რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს, რეალურად 1) Covid-19-ის ინფექციას იწვევს არა ბაქტერია, არამედ SARS-CoV-2-ის ვირუსი; 2) Covid-19-ით გარდაცვლილთა აუტოპსია აკრძალული არ არის; 3) ვინაიდან Covid-19 ვირუსის მიერაა გამოწვეული, მის წინააღმდეგ ანტიბიოტიკის გამოყეება არაეფექტიანი იქნება. რაც შეეხება ანტიანთებით  და სისხლის გამათხელებელ საშუალებებს, ისინი კორონავირუსის მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომის პრევენციისა და მკურნალობის პროცესში გამოიყენება. 

  •  რა არის Covid-19 და როგორ მკურნალობენ მას?

 COVID-19-ის გამომწვევი ახალი ტიპის SARS-CoV-2-ის ვირუსი კორონავიდების ოჯახს განეკუთვნება და დიდი ხანია, დამტკიცდა, რომ ის ბაქტერიას არ წარმოადგენს.

 რაც შეეხება Covid-19-ის მკურნალობას, ვინაიდან ის ბაქტერიული დაავადება არ არის, ანტიბიოტიკებით მისი მკურნალობა არაეფექტიანია. თუმცა ანტიბიოტიკები გამოიყენება მაშინ, როცა პაციენტს კორონავირუსის პარალელურად მიმდინარე ბაქტერიული ინფექციაც აქვს ან პაციენეტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე საჭიროა ამგვარი ინფექციის პრევენცია.

 Covid-19-ით დაავადებული ადამიანის მკურნალობისას ანტიანთებით საშუალებებს იყენებენ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში. მიმართავენ სისხლის გამათხელებელ საშუალებებსაც, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ მწვავედ მიმდინარე ინფექციის დროს პაციენტებში  სისხლის გასქელების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას თრომბი, რაც სიკვდილის მიზეზადაც შესაძლოა იქცეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ Covid-19-ის მკურნალობა მხოლოდ სისხლის გამათხელებლებით უნდა მოხდეს და თრომბი გარდაცვალების ერთადერთი მიზეზია. სისხლის გამათხელებელ საშუალებებს პაციენტები ექიმის მკაცრი რეკომენდაციით იღებენ, რათა დოზის გადაჭარბება და სისხლდენა თავიდან აირიდონ.

  •  Covid-19-ით გარდაცვლილთა აუტოპსია აკრძალული არ არის

 Gocha Bakradze-ს პოსტში ვკითხულობთ, რომ Covid-19-ით გარდაცვლილთა გაკვეთა აკრძალულია, რათა გარდაცვალების რეალური მიზეზი (თრომბი) არ გამოვლინდეს. სინამდვილეში აუტოპსია აკრძალული არ არის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2020 წლის 24 მარტს შეიმუშავა Covid-19-ით ინფიცირებულთა გვამების გაკვეთის გზამკვლევი, სადაც აღნიშნულია, რომ აუტოპსია მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როცა უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია.

  •  იდენტური დეზინფორმაცია იტალიის შესახებაც ვრცელდებოდა

 დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ Covid-19 ბაქტერიაა და არა ვირუსი, გარდაცვლილთა აუტოპსია აკრძალულია და ადამიანები მხოლოდ თრომბით იღუპებიან, პანდემიის პირველი ტალღის დროს იტალიალიელი მეცნიერების გაკეთებული აღმოჩენის სახით ვრცელდებოდა.  ფაქტების გადამოწმების პორტალებმა Reuters და Associated Press ინფორმაცია 2020 წლის მაისში გადაამოწმეს. რაც შეეხება Gocha Bakradze-ს პოსტში ნახსენებ გერმანულ კვლევას, სადაც 14 000 კოვიდინფიცირებულს მხოლოდ ანტიბიოტიკებით, ანტიანთებითი და სისხლის დამათხელებელი საშუალებებით უმკურნალეს, შედეგად კი 1 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ღია წყაროებში ამ შინაარსისა და მიგნებების სამეცნიერო კვლევა არ იძებნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist