პოპულაციის კონტროლი თუ კარიესის პრევენცია – რა მიზნით ხდება აშშ-ში წყლის ფტორირება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

114
VIEWS

2 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ეკიპირებული მამაკაცი წყლის გამწმენდ ნაგებობაში მუშაობისას სასმელ წყალში ნივთიერებას სახელწოდებით “Sodium Fluoride” ყრის. პოსტის აღწერის მიხედვით, ნივთიერება, რომელიც სასმელ წყალში ხვდება ტოქსიკურია, მთავრობას კი ადამიანების სიცოცხლე არ ადარდებს და ამ გზით პოპულაციის კონტროლს ცდილობს.
"
Sodium Fluoride ნატრიუმის ფტორიდია, რომელიც აშშ-ში  სასმელ წყალში მასობრივად  1960  წლიდან კარიესის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება.  წყლის ფტორიზაციის უსაფრთხოებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო სტომატოლოგიური ფედერაცია, ავსტრალიის სტომატოლოგიური ასოციაცია და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ადასტურებენ.

ფტორი არის ქანებში ნაპოვნი ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც როგორც მიწისქვეშა წყლებში, ასევე ზედაპირულ წყალში გვხვდება. წყალში ფტორის ბუნებრივი დონის ცვლილება დამოკიდებულია წყლის ტიპზე, ასევე იმ ქანებისა და მინერალების ტიპზე, რომელთანაც იგი კონტაქტშია. ფტორის სამი ძირითადი ნაერთი, რომლებიც სასმელ წყალში გვხვდება არის ნატრიუმის ფტორიდი, ჰიდროფტორსილიციუმის მჟავა და ნატრიუმის სილიციუმპტორიდი. ამ ნაერთების წყალში დაშლის შემდეგ ფტორის იონები კბილების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად მოქმედებენ. ვიდეოში ნატრიუმის ფტორიდი გრანულების სახითაა წარმოდგენილი, რამდენადაც ამ სახით ნივთიერება წყალმომარაგებაში მომუშავე პირისთვის ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ფხვნილის სახით ნატრიუმის ფტორიდის გამოყენება.

რატომ ხდება სასმელი წყლის ფტორირება?
1930-იანი წლებიდან ამერიკელი მკვლევარმა, ჰენრი დინმა (H. Trendley Dean), აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტებთან ერთად, კვლევები ჩაატარა, რათა  დაედგინა სასმელ წყალში არსებული ფტორის  კონცენტრაციის კარიესისა და ფლუოროზის განვითარებაზე გავლენა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სასმელ წყალში ფტორის ოპტიმალური კონცენტრაცია 1მგ/ლ-ს შეადგენს და როდესაც წყალი ფტორს ამ კონცენტრაციით შეიცავს, კარიესის ნაკლები და ფლუოროზის მსუბუქი ფორმის მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

1958 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, ფტორირებული სასმელი წყალი (კონცენტრაციით 1მგ/ლ-ში) კარიესის პრევენციულ მარკერად განისაზღვრა. 1960 წლიდან აშშ-ში სასმელი წყლის მასიური ფტორირება დაიწყო, ხოლო 2002 წლისთვის 50-დან 46 ქალაქის (მოსახლეობა 171 მილიონი) სასმელი წყლის ფტორირება განხორციელდა.

 

კვლევები ფტორირებული წყლის სარგებლიანობის შესახებ
2001-2002 წლებში კარიესის გავრცელების შესახებ  ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ფტორირებული სასმელი წყლის მომხმარებელებში კარიესის გავრცელება საკმაოდ დაბალი იყო იმ მოსახლეობასთან შედარებით, რომლებსაც არაფტორირებული სასმელი წყალი მიეწოდებოდათ.

YeungCA-ს მიერ კლინიკური კვლევების მიმოხილვის შედეგების მიხედვით, რომელიც 1980 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ოცი სამეცნიერო კვლევის შედეგს აერთიანებს, დასტურდება ფტორის მოხმარების პრევენციული ეფექტი კარიესის გავრცელებაზე.

დღეს ბაზარზე თითქმის ყველა კბილის პასტა შეიცავს ფტორს, როგორც მის აქტიურ ინგრედიენტს; ფტორირებული წყლით ამჟამად 200 მილიონზე მეტი ამერიკელი სარგებლობს.

წყლის ფტორირება ხდება ავსტრალიაშიც. ჯანმრთელობის პრობლემებზის თაობაზე სხვადასხვა ჩივილების პასუხად ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევის ეროვნულმა საბჭომ (NHMRC) შეისწავლა და დაადგინა, რომ ფტორის ის დონე, რაც ავსტრალიაში სასმელ წყალში გამოყენებისთვის არის განსაზღვრული არ იწვევს დაავადებებსა და ჩივილებს, როგორებიცაა: კიბო, დაუნის სინდრომი, კოგნიტურ პრობლემები, ინტელექტის დაქვეითება, თირკმლის ქრონიკულ დაავადებება, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი წონა, ნაადრევი სიკვდილი,  ოსტეოპოროზი, ჩონჩხის ფლუოროზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევის ეროვნული საბჭო (NHMRC) კარიესის შემცირების მიზნით საზოგადოების ფტორირებული წყლის მიღებას ურჩევს. NHMRC-ის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ფტორირებულ წყალს იღებდნენ, 26-44%-ით ჰქონდათ შემცირებული კარიესის განვითარების რისკი, ხოლო მოზრდილებში ეს მაჩვენებელი 27% -ით იყო შემცირებული.

წყლის ფტორიზაციის უსაფრთხოებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო სტომატოლოგიური ფედერაცია, ავსტრალიის სტომატოლოგიური ასოციაცია და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ადასტურებენ.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ფტორი სასმელ წყალში მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის მიზნით გამოიყენება, ეს შეთქმულების თეორიაა. ფეისბუქ მომხმარებელი “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ხშირად ავრცელებს დეზინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, პანდემიის, ხელოვნური ინტელექტის, ჩიპიზაციის, მსოფლიო მოსახლეობის შემცირების, განადგურების, ზომბირების თუ სხვა გეგმების შესახებ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist