ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

872
VIEWS

სტოლტენბერგისა და ზელენსკის ფოტო ფეისბუქ-გვერდზე POSTV – ანალიტიკა შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა: “ვილნიუსის ნატოს სამიტი ერთ ფოტოში”. ამ ფოტოს აჩვენებენ ფეისბუქ-გვერდზე ad hoc · ედ ჰოკი გამოქვეყნებულ ვიდეოშიც, რომელშიც ნატოს სამიტს განიხილავენ.

Screenshot 2023 07 14 131117 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს Screenshot 2023 07 14 131128 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს Screenshot 2023 07 14 131138 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

გავრცელებული პოსტები ფოტომანიპულაციას შეიცავს. ფოტო, რომელზეც თითქოს ასახულია, როგორ არ ართმევს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს, არა ნატოს სამიტზე, არამედ 20 აპრილს კიევშია გადაღებული და რეალურად, იმ მომენტში, როცა ზელენსკი სტოლტენბერგს ხელს უწვდის, ის კამერებისკენ იყურება, ხოლო როგორც კი გამოწვდილ ხელს ამჩნევს, ზელენსკის ხელს ართმევს. 

ზოგიერთი პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ზელენსკისა და სტოლტენბერგის ფოტო 11-12 ივლისს გამართულ ნატოს სამიტზეა გადაღებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად კი, ის 2023 წლის 20 აპრილს იენს სტოლტენბერგის კიევში ვიზიტისისაა გადაღებული.

Screenshot 2023 07 14 131146 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

პოსტები ასევე ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს ან ყოყმანობს. შეხვედრის ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ ზელენსკი და სტოლტენბერგი კამერების მხარეს იყურებიან, შემდეგ კი ზელენსკი სტოლტენბერგს ჩამოსართმევად ხელს უწვდის, სტოლტენბერგი ისევ კამერებისკენ იყურება, თუმცა როგორც კი გამოწვდილ ხელს შენიშნავს, ზელენსკის ხელს მაშინვე ართმევს.

Screenshot 2023 07 14 131155 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს Screenshot 2023 07 14 131207 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს Screenshot 2023 07 14 131214 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტიდან ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც დელეგატები ერთმანეთს ესაუბრებიან, ხოლო ზელენსკი განცალკევებით დგას. რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა ზელენსკის დაცინვის მიზნით ფოტოს დამუშავებული ვერსიაც გაავრცელეს.

Screenshot 2023 07 14 131224 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს Screenshot 2023 07 14 131231 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტზე განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის ნატოში გაწევრიანება იყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი MAP-ის გარეშე გახდება.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ-გვერდი  ad hoc · ედ ჰოკი, რომელზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სტოლტენბერგისა და ზელენსკის ფოტომანიპულაციაც იყო ნაჩვენები, 2021 წლის 8 სექტემბერს შეიქმნა და მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ის ონლაინ ტელევიზიაა. ედ ჰოკი ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანებთან, ბაჩო ოდიშარიასა და გური სულთანიშვილთან დაკავშირებული პროექტია. ფეისბუქ-გვერდზე ორივე მათგანის საავტორო გადაცემის ვიდეოებიცაა განთავსებული

Screenshot 2023 07 14 133507 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე გადაცემის ვიდეოები ქვეყნდება. გადაცემა “თაკშოუ”, რომელშიც ვილნიუსის სამიტი იყო განხილული, პოლიტიკური სატირის ჟანრშია გადაღებული და უმეტესწილად ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაცინვას ეძღვნება.

Screenshot 2023 07 14 131241 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს Screenshot 2023 07 14 131251 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ-გვერდს გადაცემა, რომელშიც განხილვის ერთ-ერთი თემა ვილნიუსის სამიტია, დასპონსორებული აქვს.

Screenshot 2023 07 14 131259 ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს

რაც შეეხება ფეისბუქ-მომხმარებელ ნონა შარაბიძეს, ის ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

არქივის ბმულები:

POSTV – ანალიტიკა

ნონა შარაბიძე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist