ფოტომანიპულაცია, თითქოს Empire State Building საშობაოდ ცისარტყელას დროშის ფერებში განათდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

214
VIEWS

27 დეკემბერს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მარტინენკომ და ტვ ალტ-ინფოს გვერდმა ალტ-სიახლე ნიუ-იორკის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნეს. პირველ ფოტოზე  ცათამბჯენებს ჯვრის ფორმის განათებები აქვთ, მეორეზე კი Empire State Building ცისარტყელას დროშის ფერებშია განათებული. მარტინენკო თქმით, ფოტოებზე 1956 და 2022 წელს შობის დღესასწაულის დროს ნიუ-იორკია გამოსახული. 

იდენტური ფოტოკოლაჟი იმავე აღწერით სხვა რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) და ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც, მათ შორის პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ პროფილებმა (1, 2, 3, 4) გამოაქვეყნეს. 

პოსტები ფოტომანიპულაციას შეიცავს და მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, პირველი ფოტო არა შობის, არამედ აღდგომის დღესასწაულზე 1956 წელსაა გადაღებული, მეორე ფოტოზე კი Empire State Building-ის საშობაო განათება არ არის გამოსახული. საშობაოდ Empire State Building წითელ, მწვანე და თეთრ ფერებში განათდა, ლგბტქ პრაიდის დროშის ფერებში კი შენობა ყოველი წლის ივნისში, ნიუ-იორკის პრაიდთან დაკავშირებით ნათდება. 

პირველი ფოტო, რომელზეც შენობები ჯვრების ფორმითაა განათებული, ნამდვილად 1956 წლის ნიუ-იორკს ასახავს, თუმცა ის არა შობის პერიოდში, არამედ აღდგომის დღესასწაულზეა გადაღებული. აღნიშნული ფოტო მანჰეტენის ფინანსურ კვარტალშია გადაღებული და ჯვრები შემდეგ სამ შენობაზეა განათებული – ქალაქის სერვისების შენობა, 40 Wall Street და City Bank–Farmers Trust Building.

როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes წერს, ფოტო თავდაპირველად გაზეთ Oxnard Press-Courier-ში აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე, 1956 წლის 31 მარტს გამოქვეყნდა და სტატიის ავტორი მკითხველს კვირას ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელზეც ნიუ-იორკში მდებარე ცათამბჯენი Empire State Building ცისარტყელას დროშის ფერებშია განათებული, ის 2022 წლის შობას არ ასახავს. Empire State Building-ს განათების ფერები დღესასწაულების მიხედვით აქვს შერჩეული, შესაბამისად შობის პერიოდში შენობა სადღესასწაულო – წითელ, მწვანე და თეთრ ფერებშია განათებული. რაც შეეხება ცისარტყელას ფერებს, Empire State Building ასე ივნისის თვეში ნიუ-იორკის პრაიდთან დაკავშირებით ნათდება.

Empire State Building-ის ინსტაგრამ-გვერდზე საშობაოდ განათებული ცათამბჯენის არაერთი ფოტო გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ცათამბჯენის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათებების კალენდრის ნახვაა შესაძლებელი, სადაც ნათლად ჩანს, რომ შობის პერიოდში Empire State Building წითელ, მწვანე და თეთრ ფერებში იყო განათებული.

დეკემბრის თვის კალენდრის მიხედვით, 18-23 დეკემბრის Empire State Building ბილდინგი ებარული დღესასწაულის ხანუქას აღსანიშნავად ლურჯ და თეთრ ფერებში განათდა, 24-30 დეკემბერს მცირე გამონაკლისების გარდა, საშობაო ფერებში, ხოლო 31 დეკემბერს ახალი წლის აღსანიშნავად მრავალ სხვადასხვა ფერში განათდება, თუმცა ეს ლგბტ დროშის ფერებთან კავშირში არ არის.

რაც შეეხება ემფაიერ სEmpire State Building-ის ლგბტ თემის მხარდასაჭერად განათებას, ის სათავეს 1990 წლიდან იღებს, თუმცა მაშინ შენობას ლავანდისფერად ანათებდნენ, მოგვიანებით კი პრაიდის დროშის ფერებით ჩაანაცვლეს. Empire State Building-ის სოციალურ ქსელებში წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი ფოტო იძებნება, რომლებზეც ჩანს, რომ ივნისის თვეში ცათამბჯენს პრაიდის დროშის ფერებში ანათებენ. დეზინფორმაციულ ფოტოკოლაჟში გამოყენებული ფოტო სავარაუდოდ 2015 წელს Empire State Building-ის ფეიბსუქზე გამოქვეყნებული ფოტოა.

Empire State Building სხვადასხვა დღესასწაულისა და ღონისძიების აღსანიშნავად მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფერში ნათდება. მაგალითად, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ის პასტელურ გარდამავალ ფერებშია განათებული, წმინდა პატრიკის დღეს მწვანე, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს კი წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist