ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, პროგრამულადაა დამუშავებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.2k
VIEWS

16 აგვისტოს დეკანოზმა დავით კონჯარიამ ფეისბუქ ანგარიშზე რამდენიმე ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:ბოლო სურათები ნასას ცენტრიდან, დიდება სამყაროს შემოქმედ ღმერთს.” აღწერის მიხედვით, ფოტოები, რომლებიც კოსმოსს ჰგავს,  აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ ადმინისტრაციას (NASA) ეკუთვნის. რამდენიმე ფოტოზე ჯვრისა და ადამიანის სილუეტის მსგავსი გამოსახულებები ჩანს. 

Screenshot 21 4 ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, პროგრამულადაა დამუშავებული

მტკიცება იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული ფოტოები NASA-ს ეკუთვნის, ყალბია. რეალურად, NASA-ს არცერთ პლატფორმაზე ეს გამოსახულებები გამოქვეყნებული არ არის. ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. 

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-საიტზე, ფეისბუქ, ინსტასგრამ და ტვიტერ ანგარიშებზე დეკანოზი დავით კონჯარიას მიერ გავრცელებული ფოტოები გამოქვეყნებული არ არის. ასეთი ფოტოები არ გვხვდება არც NASA-ს ფოტოების გალერეაში ან NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის ფოტოების ჩამონათვალში, სადაც კოსმოსის ამსახველი არაერთი კადრია თავმოყრილი. 

Screenshot 22 3 ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, პროგრამულადაა დამუშავებული

დეკანოზი დავით კონჯარიას მიერ გავრცელებული ფოტოები არ გადაუღია არც ჯეიმს ვების ტელესკოპს, რომლის მიერ პირველად გადაღებული კოსმოსის ღრმა ხედის ფოტო 2022 წლის 12 ივლისს გამოქვეყნდა. ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოები ტელესკოპის ოფიციალურ ვებ-საიტზეა ხელმისაწვდომი. 

Screenshot 23 3 ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, პროგრამულადაა დამუშავებული

სასულიერო პირის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. შესაძლებელია ეს გამოსახულებები კვლევითი ცენტრი Midjourney-ის ამავე სახელწოდების მქონე ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ან სხვა მსგავსი პროგრამის მიერ იყოს გენერირებული. Midjourney ფოტოებს მათი ტექსტური აღწერის საფუძველზე ქმნის. Midjoyrney-ის მიერ შექმნილი  ფოტოები და დეკანოზის მიერ გამოვეყნებული გამოსახულებები მსგავსია. 

Screenshot 24 3 ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, პროგრამულადაა დამუშავებული Screenshot 25 3 ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, პროგრამულადაა დამუშავებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist