ფლორიდაში ანტივაქსერების სკოლის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

27
VIEWS

9 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Mari Margieva გაავრცელა პოსტი, სადაც აღნიშნავდა, რომ აშშ-ში ვაქცინირებული ადამიანებისთვის ოფისები, სპორტდარბაზები, მაღაზიები, ბიზნეს სევისები და სკოლები იხურებოდა. ამის მიზეზი კი მათი “სასიკვდილო არჩევანი” გახდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ამ პროცესს მედია გადმოსცემს. პოსტს თან ახლავს ინგლისურენოვანი საინფორმაციო გამოშვების ვიდეო, რომელშიც ტელეწამყვანები მაიამის ერთი კერძო სკოლის ანტივაქსერული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობენ.

;
Mari Margieva-ს პოსტის აღწერა დეზინფორმაციულია. რელურად აშშ-ში ვაქცინირებული ადამიანებისთვის მრავალი ობიექტი იხსენება და ადამიანების ვაქცინაციისთვის სხავადასხვა წახალისებებს იღებენ. გავრცელებულ ვიდეოში ფლორიდის მხოლოდ ერთი სკოლის კონკრეტულ შემთხვევაზეა საუბარი და ვიდეოს მეორე ნაწილში ინფექციური დაავადებების ექსპერტი სკოლის პოზიციას ვაქცინირებული ადამიანების მხრიდან სხვებისთვის საფრთხის შემქნის შესახებ მკაცრად აკრიტიკებს. 

Mari Margieva-ს ვიდეოში საუაბრია არა ვაქცინირებულთათვის სხვადასხვა დაწესებულებების მასშტაბურ დაკეტვის, არამედ ფლორიდის ერთ-ერთი სკოლის კონკრეტული შემთხვევის შესახებ, როცა სკოლის ადმინისტრაციამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს ექსპერიმენტული უწოდა და ვაქცინირებულ დასაქმებულებს მოსწავლეებთან ურთიერთობა შეუზღუდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი არავაქცინირებულთათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ვიდეოს მეორე ნაწილში ინფექციური დაავადებების ექსპერტი ექიმი ალიენ მარტი სკოლის გადაწყვეტილებას ტრაგიკულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება არანაირი სამეცნიერო მტკიცებულებით არ დასტურდება.

26 აპრილს ფლორიდის შტატის ერთ-ერთი კერძო სკოლის Centner Academy-ის მოსწალეების მშობლებმა მიიღეს სკოლის ადმინისტრაციის წერილი, რომლის მიხედვითაც, სკოლა არ დაასაქმებს არცერთ  ადამიანს, რომელმაც კოვიდსაწინააღდეგო “ექსპერიმენტული” ვაქცინა მიიღო,  რადგან ვაქცინის გამოცდის პროცესი არ დასრულებულა და უცნობია, მისი მიღება რა გავლენას მოახდენს აცრილი ადამინების გარშემომყოფებზე. სკოლა დასაქმებულებს ურჩევდა, სასწავლო წლის ბოლომდე ექპერიმენტული ვაქცინა არ მიეღოთ. წერილში ეწერა ისიც, რომ აცრილი ადამიანი აუცრელისთვის საფრთხეა და სწორედ ამიტომ აცრილ მასწავლებლებს მოსწავლეებთან შეხება არ უნდა ჰქონოდათ. წერილში სკოლა ამტკიცებდა იმასაც, რომ მსოფლიოს გარშემო უამრავ ქალს რეპროდუქციული ჯანრმთელობის პრობელმები მხოლოდ იმიტომ შეექმნა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანის სიახლოვეს იყვნენ.

წერილის შინაარსი და მტკიცებები არაერთმა მეცნიერმა გააკრიტიკა. ჰენრი ფორდის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრის მიხედვით, არ არსებობს  არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ქალებსა და კაცებში ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) აშშ-ში ამჟამად ავტორიზებულ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს ორსულებისთვის და ძუძუთი მკვებავი დედებისთვის დასაშვებად მიიჩნევს.

ვაქცინის და აცრილთა უსაფრთხოების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ სხვა მასალებში:

აშშ-ში ვაქცინირებული ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის წამახალისებელი ინიციატივა ხორციელდება

რეალურად აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანების წახალისების ინიციატივები აქტიურად ხორციელდება. მაგალითად, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მაისის ბოლოდან ივლისამდე ტაქსის კომპანიებთან (Uber, Lyft) თანამშრომლობით იმ მოქალაქეებს, ვინც ასაცრელად მიდის, ტაქსები უფასოდ მოემსახურებიან. ჩიკაგოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კი აცრილი მოქალაქეები ზაფხულის განმავლობაში მუსიკალურ ღონისძიებებს უფასოდ დაესწრებიან. ნიუ-იორკში იმ ადამიანებს, ვინც ბეისბოლის თამაშების დაწყებამდე ვაქცინაციისთვის გამოყოფილ პარკში აიცრება, თამაშების ბილეთებს უსასყიდლოდ გადასცემენ. კვლავ ნიუ-იორკიში თუ მოქალაქე ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის გიგანტური ვეშაპის ქვეშ აიცრება, მუზეუმში შესასვლელ ჯგუფურ უფასო ვაუჩერს მიიღებს. ალაბამაში კი აცრილ მოქალაქეებს პოპულარულ საერთაშორისო სამოტოციკლეტო გზაზე Talladega Superspeedway-ზე ორი წრის შემოვლა შეეძლებათ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ინიციატივებისა, რომლებიც მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს ეხებათ, ამას გარდა CDC-ის მიხედვით, სრულად აცრილ ადამიანებს ქვეყნის შიგნით გადაადგილება კარანტინის გარეშე შეეძლებათ, სრულად ვაქცინირებულებისთვის დასაშვები გახდა საერთაშორისო მგზავრობაც.

  • Centner Academy-ის შესახებ

ფლორიდის სკოლა, რომელმაც მშობლებს ყალბი სამეცნიერო მტკიცებების შემცველი ანტივაქსარული შინაარსის წერილი გაუგზავნა 2020 წლის სექტემბერში ცოლ-ქმარმა დევიდ და ლეილა სენტნერებმა დაარსეს.  სკოლა თავის მოსწავლეებს “სამედიცინო თავისუფლებას” სთავაზობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეების ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. პანდემიის დროს სკოლის ტერიტორიაზე არც პირბადის ტარება იყო სავალდებულო. სკოლის მოსწავლეთა მშობლების თქმით, სკოლის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ლეილა სენტნერმა შექმნა მშობლების “ვოთსაფ” ჯგუფი სახელწოდებით “განათლება გასაღებია,” სადაც უმეტესად ანტივაქსარულ მოწოდებებს და შეთქმულების თეორიებს აზიარებს.


არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist