ომის გამოცხადება თუ გლოვა – რეალურად რას ნიშნავს ირანში შავი დროშის აღმართვა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4.9k
VIEWS

18-19 ოქტომბერს ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2), ასევე რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4) და გვერდი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ირანში, ხორასანის პროვინციაში იმამ რეზას საფლავზე შავი დროშა აღმართეს, რაც ტრადიციის მიხედვით ომის გამოცხადებასა და შურისძიებისკენ მოწოდებას ნიშნავს. 

Screenshot 2023 10 20 172655 ომის გამოცხადება თუ გლოვა - რეალურად რას ნიშნავს ირანში შავი დროშის აღმართვა?

ინფორმაცია, რომ ირანში, იმამ რეზას სალოცავზე აღმართული შავი დროშა სიმბოლურად ომის გამოცხადებასა და შურისძიებისკენ მოწოდებას ნიშნავს, მცდარია. რეალურად, დროშა გლოვის სიმბოლოა და სალოცავის გუმბათზე ყოველ წელს იმამ ჰუსეინის მოწამეობის აღსანიშნავად აღიმართება. ამ შემთხვევაში, დროშის აღმართვა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება. 

იმამ რეზას სალოცავი ხორასანის პროვინციაში, ქალაქ მეშჰედში მდებარე რელიგიური კომპლექსია. მასში მეჩეთის გარდა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სასაფლაო, უნივერსიტეტი და სხვა არაერთი დაწესებულება შედის და ის შიიტური ისლამის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრია. 

შავი დროშა სალოცავის თავზე 18 ოქტომბერს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც  ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (1,2). 

დროშა გლოვის სიმბოლოს წარმოადგენს და ის ტრადიციულად ყოველ წელს მუჰარრამის თვის დასაწყისში (ისლამური კალენდრის პირველი თვე) იმამ ჰუსეინის მოწამეობის მოსაგონებლად აღიმართება

შესაბამისად, დროშის აღმართვა გლოვის რიტუალის ნაწილია და მას ომის გამოცხადებასთან ან შურისძიების მოწოდებასთან კავშირი არ აქვს. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინაა პასუხისმგებელი 17 ოქტომბერს ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 500-მდე ადამიანი შეეწირა. ისრაელის ხელისუფლება პასუხისმგებლობას ღაზას სექტორში მოქმედ ორგანიზაცია “ისლამურ ჯიჰადს აკისრებს”, რომლის წარმომადგენლებიც მომხდართან კავშირს უარყოფენ

არსებული მონაცემებით, 7 ოქტომბერს დაწყებულ ომს ორივე მხრიდან უკვე 4000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

წყაროების შესახებ:

დავით თორდია პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და სახელისუფლებო გვერდ “ლიდერი 41-ს” მართავს. თორდია ოპოზიციისა და დასავლეთის მადისკრედიტირებელ პოსტებს, მათ შორის, მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” დავით თორდიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

ფეისბუქ ანგარიში მათე სარკინეთელი ანტიდასავლური და ანტიოპოციური შინაარსის ყალბ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. 

Screenshot 2023 10 20 172721 ომის გამოცხადება თუ გლოვა - რეალურად რას ნიშნავს ირანში შავი დროშის აღმართვა?

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი, ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist