ობიექტივი და Geworld-ი ამერიკული ჯაველინების უსარგებლობასა და რუსეთის უძლეველობაზე მითს ავითარებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5669ac542340f8b0008b4af1-1136-731
410
VIEWS

9 აპრილს ტვ ობიექტივის თოქ-შოუს “ღამის სტუდიის” წამყვანი  ნინო რატიშვილი და ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” (Geworld) 11 აპრილის პუბლიკაციები ავითარებდნენ მოსაზრებას, რომ 2018 წელს საქართველოს მიერ აშშ-სგან შეძენილი ტანკ-საწინააღმდეგო სისტემა ჯაველინი ქვეყანას არ სჭირდება და გამოუსედაგარია. Geworld-ის  მასალის  ავტორი ბესო ბარბაქაძემ  კი ამტკიცებდა, რომ ჯაველინი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ვერ გააძლიერებდა და რუსეთის ინტერვენციისთვის შემაფერხებელი ფაქტორი ვერ გახდებოდა. ჯაველინების უსარგებლობის  შესახებ ნარატივს Geworld-თან ინტერვიუში გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილიც ავითარებდა.

ნინო რატიშვილი, ობიექტივი: „ … ჯაველინების მეტი არაფერი არა გვაქვს და ეს ჯაველინები ვის რაში სჭირდება, დღეს რა არის ხო?! ეს არის ფუჭი, ჩვენი ფულის გადაყრა!“

ბესო ბარბაქაძე, Geworld: “.. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ “ჯაველინები” გვაქვს, მაგრამ რატომ ვიყიდეთ, რისთვის გვჭირდება, არავის უთქვამს. თუ უახლოეს ხუთ წელიწადში ომის დაწყებას ვაპირებთ და გვიმალავენ, ვერ გეტყვით, მაგრამ, ოფიციალურად რასაც გვეუბნებიან, უბრალოდ, დიდი სისულელეა. ….გვაჯერებენ, რომ, რუსეთმა თუ დააპირა რომელიმე სახელმწიფოში ინტერვენცია, “ჯაველინები” შეაშინებს…. ხუთი წლის შემდეგ ჩვენ მიერ ნაყიდ “ჯაველინებს” ჩალის ფასი დაედება, რადგან შეიცვლება სტანდარტები, მოიგონებენ ახალ რამეს და შეგვრჩება ეს “ჯაველინები”.

გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალ-ლეიტენანტი: “…რას წარმოადგენს ეს “ჯაველინი”, რა შეუძლია? “ჯაველინის” სროლის მანძილი სამი კილომეტრია. ჩნდება შეკითხვა: სამ კილომეტრზე რომ მოგიახლოვდება მოწინააღმდეგის ტექნიკა, შენი პოზიციები დაცული იქნება?”

მტკიცება, თითქოს საქართველოსთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინი უსარგებლოა, მცდარია. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ტანკსაწინააღმდეგი სისტემა მნიშვნელოვანი კომპონეტნია, ხოლო ჯაველინი თავისი ტექნიკური მახასიათებლებით არის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ეფექტიანი თავდაცვითი იარაღი, რომელიც აქტიურად გამოიყენება აშშ-ს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და მისი პარტნიორების მიერ.

    1. ჯაველინი ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ეფექტიანი თავდაცვითი იარაღია

ჯაველინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და კარგად განვითარებული თავდაცვითი იარაღია. ის  ტანკსაწინააღმდეგო,  ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო შენაერთები იყენებენ.

"
წყარო: Business insider

ის სამიზნის განადგურების სიზუსტით გამოირჩევა, თერმული ხედვის საშუალებით რაკეტა გაშვებიდან სამიზნის განადგურებამდე თავად მართავს საკუთარ თავს  (“ისროლე და დაივიწყე”(Fire-and-Forget ).

გარდა ამისა, ჯაველინი გამოიყენება მოსახერხებელია სხვადასხვა ლანდშაფტის პირობებში. ის საფრხეზე სწრაფად რეაგირების საშუალებას იძლევა.

ჯაველინს სამხედრო ექსპერტები აფასებენ, როგორც ამერიკულ ულტრა-თანამედროვე ტაკსაწინააღდმეგო სისტემას, რომლის ხილვაც რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ახლოს არ სურს.

   2. ჯაველინი აქტიურად გამოიყენება აშშ-ს, ნატო-ს წევრი სახელმიწოფებისა და მისი პარტნიორების მიერ

აშშ-ის არმია და სამხედრო-საზღვაო ფლოტი  ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას 1996 წლიდან იყენებს. ის  2003 წელს ერაყში სამხედრო ოპერაციის დროს, ასევე ავღანეთში, თალიბანის წინააღმდეგ COIN სტრატეგიით ბრძოლისას აშშ-ს სამხედრო ძალებმა წარმატებით გამოიყენებოდა.

ჯაველინების მნიშვნელობას აშშ-ის თანამედროვე სამხედრო წვრთნებში ასევე ადასტურებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ფოტოგალერეა.

"
ფოტო. საზღვაო ქვეითები სამხედრო წვრთნა  Platinum Lion-ის დროს, ბულგარეთი, 2016 წ. წვრთნა აერთიანებდა NATO-ს მოკავშირე ქვეყანას და პატრნიორ ქვეყნებს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და რეგიონული თავდაცვის გაძლიერების მიზნით.

"
ფოტო: Grafenwoehr Training Area, გერმანია,, 2016 წლის 24 თებერვალი.

2017 წლის ივლისში ჯაველინის მწარმოებელმა კომპანიებმა, რეითეონმა და ლოკჰიდ მარტინმა 10 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი მიიღო აშშ0-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის განახლებისთვის.

ბოლო პერიოდში, საქართველოს გარდა, ჯაველინი აშშ-სგან მიიღო ესტონეთმა და უკარიანამაც. გარდა ამისა, ჯაველინს ფლობს ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ლიტვა, ესტონეთი,ჩეხეთი და ა.შ.

მსოფლიოს 22 ქვეყანა, რომელიც ჯაველინს ფლობს

"
წყარო: wikipedia

  3. რისთვის სჭირდება საქართველოს ჯაველინი?

საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის თანახმად,  ქვეყანამ სამხედრო მიზნების მისაღწევად თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს, რადგან ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარ პრიორიტეტი შეკავება და თავდაცვის უზრუნველყოფაა.

ჯაველინის უსარგებლობის შესახ განცხადებების გაკეთება და იმ ნარატივის დანერგვა, თითქოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა არც მისი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით არის შესაძლებელი, ნატოში ინტეგრაციისა და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ისახავს მიზანდ. უიმედობის დანერგვას, რომ დასავლეთი ვერ დაგვიცავს და ის ძლევამოსილი რუსეთის წინააღმდეგ უძლურია, კრემლის პროპაგანდა ბოლო წლებში აქტიურად მიმართავს.

 

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist