ვინ ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ყალბ ციტატას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

10
VIEWS

21 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა რეზიდენტი/Resident საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის შესახებ ინფორმაცია სქრინის სახით გამოაქვეყნა. IPN-ის ფოტოზე, რომელზეც ნიკოლოზ ყიფშიძე ჩანს, თანდართულია ტექსტი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ექიმი შემდეგ კითხვას სვამს “ნუთუ სნეულ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, თავისი აშენებული რეზიდენცია მონახულოს?”

"
ნიკოლოზ ყიფშიძის აღნიშნული ციტატა გაყალბებულია, სააკაშვილის პირადი ექიმის იდენტური ან მსგავსი კომენტარი “ინტერპრესნიუსის” მასალებში ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. 

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილს მიერ აშენებული რეზიდენციის მონახულების შესაძლებლობის თაობაზე ისაუბრა.

“ინტერპრესნიუსის” ფეისბუქ, ინსტაგრამ გვერდებზე ან ვებ-საიტზე ნიკოლოზ ყიფშიძის იდენტური კომენტარის შემცველი ფოტო ან წერილობითი მასალა არ იძებნება. IPN-ის ვებ-საიტზე ნიკოლოზ ყიფშიძის ამ ფოტოსა და ლოგოს გამოსახულებით რამდენიმე მასალაა გამოქვეყნებული, თუმცა ყველა მათგანი ექიმის სხვა კომენტარს შეიცავს.

"

აღსანიშნავია ისიც, რომ IPN-ის ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტოები “რეზიდენტის” მიერ გამოქვეყნებული პოსტისგან  განსხვავებული დიზაინისაა და ისინი ნაცრისფერ ფონზე გამოსახულ ფოტოსა და ტექსტს არ შეიცავს.

"

ნიკოლოზ ყიფშიძემ 20 ნოემბერს სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებულ კომენტარში განსხვავებული შინაარსის შეკითხვა დასვა. კონკრეტულად მან აღნიშნა, რომ მართალია, სააკაშვილი პატიმარი იყო, თუმცა ხომ შეიძლებოდა პატიმრობა გადავადებულიყო, რათა მას ნორმალურ პირობებში ემკურნალა.

ნიკოლოზ ყიფშიძე, ექიმი: ის [მიხეილ სააკაშვილი] პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს გადავადდეს. არ ვიცი ეს იურიდიული საკითხები. ხომ შეიძლება, ადამიანი გაუშვათ, დიახ, ვითხოვ, რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, რადგან ეს დღეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში, თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ, ასე იქნება.”

ნიკოლოზ ყიფშიძეს არც ამ ან სხვა კომენტარში არ უხსენებია, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი აშენებული პრეზიდენტის რეიდენცია უნდა მოენახულებინა.

წყაროს შესახებ

2021 წლის 15 აგვისტოს შექმნილი გვერდი რეზიდენტი / Resident “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერ ირაკლი ჯანყარაშვილთანაა დაკავშირებული.

"

გვერდზე ხშირად ქვეყნებდა ანტივქსერული, ჰომოფობიური და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი პოსტები.

"

ირაკლი ჯანყარაშვილთან დაკავშირებული ფეისბუქ ანგარიშებისა და გვერდების შესახებ და მათ მიერ გავრცლებული გაყალბებული ციტატების შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist