ცრუ მკურნალობა: პერეკისის ხსნარის დალევა ადამიანის ჯანმრთელობას არ აუმჯობესებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.9k
VIEWS

სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად ვრცელდება პოსტი, რომელიც 2020 წლის 15 აპრილს გვერდმა kompleqsuri mkurnaliba გამოაქვეყნა. პოსტში პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით წყალბადის ზეჟანგის ხსნასრის გამოყენების წესები და დოზირება დეტალურადაა აღწერილი. ავტორის თქმით, ადუღებულ წყალთან ერთად წყალბადის ზეჟანგის ხსნარის მიღება ეფექტიანია. ამავე დროს პოსტში არ არის დაკონკრეტებული, კორონავირუსი იგულისხმება თუ რომელიმე სხვა დაავადება. პერეკისის ხსნარით მკურნალობის შესახებ მსგავსი პოსტი 24 ოქტომბერს კიდევ ერთმა ფეისბუქ  გვერდმა “შუა გზაზე” გაავრცელა.

;;

გვერდი kompleqsuri mkurnaliba წყალბადის ზეჟანგით ცრუ მკურნალობის ინსტრუქციას ავრცელებს. მეცნიერები და ექიმები არ ადასრუტებენ, რომ წყალბადის ზეჟანგის დალევას ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება შეუძლია. პირიქით, შესაძლოა, ხსნასრის მიღებამ სხვადასხვა სიმწვავის უარყოფითი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. 

“პერეკისის” სახელით ცნობილი უფერო და უსუნო წყალბადის ზეჟანგს მედიცინაში მრავალფეროვანი გამოყენება აქვს და გავრცელებულ სადეზინფექციო საშუალებად ითვლება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს საკმარისი მეცნიერული მტკიცებულებები, რომ წყალბადის ზეჟანგის ხსნარის პირდაპირ ან წყალში გაზავებული ფორმით მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ორგანიზმის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მეცნიერები და ექიმები გვაფრთხილებენ, რომ წყალბადის ზეჟანგმა შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს და როგორც მოკლევადიანი უკუჩვენებები, ასევე ჯანმრთელობის სერიოზული, გრძელვადიანი დაზიანების რისკები გამოავლინოს.

წყალბადის ზეჟანგის მოხმარებისას ადამიანის ორგანიზმში აქტიური ჟანგბადის დიდი რაოდენობა გამოიყოფა და თუკი ორგანიზმიდან ზედმეტი ჟანგბადის გამოდევნა ვერ მოხერხდება, შესაძლოა სხვადასხვა სიმძაფრისგვერდითი ეფექტები განვითარდეს. გვერდითი ეფექტების ხასიათი მიღებული ხსნარის რაოდენობასა და კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 3%-იანი ხსნასრის მცირე დოზით მიღება თავბრუსხვევას, მუცლის არეში სიმძიმეს ან მსუბუქ ტკივილის, ზოგჯერ კი ღებინებას იწვევს. ხოლო დიდი რაოდენობით ან მაღალი კონცენტრაციის ხსნარის ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა, გულის შეტევა, ორგანოების შიდა დამწვრობა ან სერიოზული ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი კვლევის თანახმად, წყალბადის ზეჟანგი კარცეროგენია, რომლის სისტემატური მოხმარება სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის რისკებს ზრდის.

პოსტების გავრცელება 

2020 წლის 22 დეკემბრის მდომარეობით kompleqsuri mkurnaliba-ის 15 აპრილის პოსტს 2617 გაზიარება და 310 კომენტარი აქვს. აღსანიშნავია, რომ kompleqsuri mkurnaloba-მ თავისი პოსტი 3 დეკემბერს თავიდან გააზიარა, ახალ პოსტს 438 გაზიარება აქვს. რაც შეეხება “შუა გზაზე”-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, იგი ფეისბუქ მომხმარებლებმა  225-ჯერ გააზიარეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist