მიხეილ უკრაინოლოგი გიგი უგულავას პოსტის გაყალბებულ ვერსიას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

2021 წლის 23 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტებელმა ფეისბუქ გვერდმა “მიხეილ უკრაინოლოგი” გიგი უგულავას ოფიციალური ფეისბუქ გვერდის პოსტის სქრინი გამოაქვეყნა, რომელშიც “ვარდების რევოლუციის” შედეგებად შემდეგი პუნქტებია ჩამოთვლილი: “მოკლული ასობით უდანაშაულო ადამიანი, ეკლესიების დარბევა, მასობრივი წამება/ გაუპატიურება ციხეებში, დაკარგული ტერიტორიები, გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები, სისხლიანი დარბევები, უკანონო თვალთვალი, მედიის ტერორი, ბიზნესის რეკეტი, პოლიტიკური დევნა, ქართული ჯარის გაძარცვა, ავტორიტარიზმი.”

"
“მიხეილ უკრაინოლოგის” მიერ გამოქვეყნებული სქრინშოთი გიგი უგულავას პოსტის გაყალბებული ვერსიაა. 23 ნოემბერს გიგი უგულავას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ვარდების რევოლუციის” შედეგების შესახებ პოსტი მასთლაც გამოქვეყნდა, თუმცა პოსტი რევოლუციის პოზიტიურ შედეგებს ეხებოდა და სრულიად განსხვავებული შინაარსის იყო. 

გიგი უგულავა/Gigi Ugulava-ს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში “ვარდების რევოლუციის” შედეგების ასეთ ჩამონათვალს ვხვდებით: საქართველო კორუფციის გარეშე, უმაღლესი განათლება ჩაწყობების გარეშე, განათებული ქვეყანა შუქის გრაფიკის გარეშე, გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად, პატრული “გაის” ნაცვლად, დასავლეთი რუსეთის ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად, წესრიგი კრიმინალის ნაცვლად, რეფორმები უძრაობის ნაცვლად, აჭარის აღმშენებლობა ასლანის ნაცვლად, პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად, დაბრუნება ქვეყნიდან გაქცევის ნაცვლად.”

შესაბამისად, მიხეილ უკრაინოლოგის მიერ გაზიარებული სქრინი ფოტოშოპით არის დამუშავებული და ავთენტური პოსტს მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს.

"

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ გვერდი “მიხეილ უკრაინოლოგი” პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური გვერდია, რომელიც 2019 წლის 30 დეკემბერს მას შემდეგ შეიქმნა, რაც იმავე წლის 23 დეკემბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო 344 ფეისბუქ გვერდი და ათობით პროფილი წაშალა, რომელთა უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” იყო დაკავშირებული და სწორედ მათ შორის მოხვდა “მიხეილ უკრაინოლოგის” სახელით მოქმედი ძველი ფეისბუქ გვერდიც. ამჟამად “მიხეილ უკრაინოლოგს” სამი ადმინისტრატორი მართავს, ხოლო გვერდს 65 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist