Deepfake: როგორ გაჩნდა ელიზაბეტ II-ის სამოსზე კორონა ბროში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

369
VIEWS

13 ივნისს ფეისბუქ ანგარიშმა “სამყარო სამყარო” გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ერთვის დედოფალი ელიზაბეტ II-ს ფოტო, კადრი ფილმების სერიიდან Resident Evil და ვიდეო ამერიკელი მწერალი დოლორეს ქენონის შესახებ. “სამყარო სამყარო” ამტკიცებს, რომ დედოფალი ელიზაბეტი “მოსახლეობის პროგრამირებას” ახდენს, ხოლო ფოტოზე კორონავირუსოს ვიზუალის დემონსტრირების მიზნით დედოფლის გულსაბნევი და ნაძვის ხის სათამაშო წითლად არის შემოხაზული. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ფილმებიდან მომავლის პროგრამირებას ახდენენ და სისტემა, რომელიც დედამიწას მართავს, დედამიწის მოსახლეობის 1%-ია.

;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დედამიწის მოსახლეობის 1%-ს დანარჩენი მოსახლეობა დაპროგრამებული ჰყავს და ამ ყველაფერში დედოფალი ელიზაბეტ II-ა ჩართული, კონსპირაციაა. ფოტო, რომელიც პოსტს თან ერთვის, Deepfake ვიდეოს ფრაგმენტია, ხოლო ნამდვილ ვიდეოში დედოფალს SARS-COV-2 ვირუსის აგებულების მსგავსი გულსაბნევი და ნაძვის ხის სათამაშო არ აქვს.

“სამყარო სამყაროს” მიერ გავრცელებული დედოფალი ელიზაბეტის ფოტო საშობაო მიმართვის Deepfake ვიდეოს ფრაგმენტია, რომელიც ბრიტანულმა მაუწყებელმა channel 4-მა 2020 წლის 25 დეკემბერს გაავრცელა. ვიდეო იუმორისტულია და მასში დედოფალი TikTok-ისთვის ცეკვასაც ასრულებს. როგორც მაუწყებელმა აღნიშნა, ვიდეო მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებთან და მის საფრთხეებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა.

დედოფლის გულსაბნევი და ნაძვის ხის სათამაშო, რომელთა ფორმაც Sars-COV-2-ის აგებულებას წააგავს, მხოლოდ Deepfake ვიდეოშია, რეალურ ვიდეოში, რომელიც დედოფლის საშობაო მიმართვას ასახავს, არ გვხვდება.

იხილეთ კადრები ნამდვილი საშობაო მიმართვიდან და Deepfake ვერსიიდან:

;
კადრი ნამდვილი ვიდეოდან

;
კადრი კადრი Deepfake ვიდეოდან

“სამყარო სამყაროს” ასევე გამოყენებული აქვს კადრები ფილმიდან Resident Evil, რომლის ბოლო ნაწილი Resident Evil: Final Chapter 2016 წელს გამოვიდა. ფილმი ბიოლოგიურ იარაღს ეხება, რომელსაც ადამიანების ზომბებად გადაქცევა შეუძლია, რაც სამყაროში აპოკალიფსს გამოიწვევს. რაც შეეხება დოლორეს ქენონს, ის თვითგამოცხადებული “რეგრესიონისტი” და ჰიპნოთერაპევტი იყო, რასთან დაკავშირებითაც მას რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი. “სამყარო სამყარო” დოლორეს ქენონს Deepfake დედოფალთან და ფილმ Resident Evil-თან ხელოვნურად აკავშირებს და მიზნად ისახავს იმ კონსპირაციული თეორიის გავრცელებას, თითქოს პანდემია დაგეგმილია და მას მსოფლიოს ელიტები მართავენ.

ვრცლად იხილეთ:

  • საიდან იღებს სათავეს  კონსპირაციები, თითქოს კოვიდის პანდემია მოსახლეობის შესამცირებლად და ფარმაცევტული კომპანიების გასამდიდრებლად დაიგეგმა
  • საიდან იღებს სათავეს  კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?

რა არის Deepfake?

Deepfake ყალბი ვიდეოა. ხელოვნური ინტელექტის ვიდეოინსტრუმენტების მეშვეობით, ერთი ადამიანის სახის სხვა ადამიანის ტანთან კომბინაცია შესაძლებელი გახდა. ისეთი ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა Deepfake და Deep Video Portraits შესაძლებელია, კონკრეტულ ინდივიდზე სხვა ადამიანის თავის მოძრაობის, სახის გამომეტყველების, მზერისა და თვალის დახამხამების გადატანაც კი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პირის გამოსვლის, სიტყვების, სახის გამომეტყველების გაყალბებაა შესაძლებელი.

ვრცლად იხილეთ:
მედია და ინფორმაციული წიგნიერების რესურსები
ახლა ვიდეოს გაყალბებაც შესაძლებელია – არის თუ არა deepfake საფრთხე დემოკრატიისთვის
Deepfake: როცა მხოლოდ ხილვა საკმარისი არ არის
Deepfake, Cheepfake და პრიმიტიული მიმები – რისი სჯერათ უფრო მეტად?
Земляне-ს სოლისტი თუ ილონ მასკი – რა საფრთხეებს შეიცავს DeepFake?

ხელოვნური ინტელექტით ფოტოს გენერირებაც არის შესაძლებელი. “მითების დეტექტორმა” ხელოვნური ინტელექტით გენირებული ბლოგერი, რომელიც TBC ბანკის და მისი დამფუძნებლის, ამჟამად პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული 2019 წელს გამოავლინა:

სახელისუფლებო “ბლოგერი” გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist