დეზინფორმაცია, თითქოს მოლდოვასთან და უკრაინასთან საქართველოს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ომს ითვალისწინებდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

51
VIEWS

11 მარტს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა გივი იუკურიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის შეიქმნა ე.წ. სამთა კავშირი, რომელსაც უნდა ემსახურა შავ ზღვაზე გავლენის გაძლიერების მიზნით. მან აღნიშნა, რომ ამ კავშირის შემქმნელი დოკუმენტი ემსახურებოდა სხვა ქვეყნების ინტერესების გაძლიერებას და აღნიშნული სამი სახელმწიფოს მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ. იუკურიძის მტკიცებით, ამ დოკუმენტის ხელმოწერის დროს უკვე ჩადებული იყო წინაპირობა, რომ საქართველოს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მოუწევდათ წინასწარ დაგეგმილ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ. 

გივი იუკურიძე, გენშტაბის ყოფილი უფროსი:  “ჩვენი ქვეყანა თავისთავად, ცხადია, ხელმძღვანელობის, ქვეყნის ხელმძღვანელობის სწორი პოლიტიკის შედეგად დღეს არ არის ჩართული აი ამ ცხელ პროცესებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს მიიყვანდა კატასტროფამდე...ბრძნული გადაწყვეტილებაა და შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ომში არ ვმონაწილეობთ, თუმცაღა ჩვენი მონაწილეობა მოლდოვასთან ერთად და უკრაინასთან ერთად, აი ამ წინასწარ გათვლილ საბრძოლო მოქმედებებში იყო მაშინ ჯერ კიდევ ჩადებული, როცა მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც განიხილავდა ჩვენს ერთობლივ მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ.“

მოლდოვასთან და უკრაინასთან საქართველოს შეთანხმება

არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ომში ჩართვას ავალდებულებს. გივი იუკურიძე სავარაუდოდ საუბრობს “ასოცირებული ტრიოს” დამაფუძნებელ დოკუმენტზე, რომელსაც ხელი მოეწერა 2021 წელს. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ამ სამი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა და კოორდინირების გაძლიერება.

2021 წლის 17 მაისს საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს “ასოცირებული ტრიოს” ურთიერთაგების მემორანდუმს, რომელიც ქმნის ეთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატს. მემორანდუმის გაფორმების მთავარ მიზანს წარმოადგენს სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ერთმანეთთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე

დოკუმენტი, რომელსაც ხელი კიევში მოეწერა, ითვალისწინებს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, ევროინტეგრაციის ჭრილში. მასში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ისინი გააგრძელებენ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, იმისათვის, რომ გააძლიერონ თავიანთი პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან. ასოცირებული ტრიოს წევრები თანხმდებიან, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან უნდა გააღრმავონ ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიცაა: ევროკომისიასთან დიალოგის გაფართოება სატრანსპორტო, ენერგიის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე ეკონომიკის, სამართლის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჯანდაცვის სფეროებში;  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების საფუძველზე, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობა და დაჩქარება; ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის და კიბერმდგრადობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავება; “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში საერთო ძალისხმევის კოორდინაცია, ასოცირებული ტრიოს ევროპული მისწრაფებებისა და საერთო საჭიროებების მიხედვით; და სხვა. 

ურთიერთგაგების მემორანდუმში არსად არ არის ნახსენები ისეთი პუნქტები, რომლებზეც გივი იუკურიძე საუბრობს. დოკუმენტში საუბარია უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც ძირითადად კიბერუსაფრთხოებას და ჰიბრიდულ საფრთხეს ეხება, მაგრამ არ არის საუბარი ომზე და სამხედრო მოქმედებებზე. ასევე ასოცირებული ტრიო აღნიშნავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას ასოცირებული პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,  ისევე, როგორც მათ წინაშე არსებულ  საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ისინი კოორდინირებულად იმოქმედებენ ევროკავშირის ჩართულობაზე კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. ასოცირებული ტრიოს ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას და “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი  ღონისძიებების წინ მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist