შექმნეს თუ არა იაპონელმა მეცნიერებმა განავლისგან დამზადებული ხორცი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

349
VIEWS

5-22 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “მაია თვალთვაძე”, პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ადამიანის განავლისგან ხორცის დამზადების ტექნოლოგია. თვალთვაძემ პოსტთან ერთად ატვირთა რუსულენოვანი ვიდეოც, სადაც ამ პროცესის დეტალებზეა საუბარი.

metsnierebma ganavlisgan khortsi daamzades შექმნეს თუ არა იაპონელმა მეცნიერებმა განავლისგან დამზადებული ხორცი?

ინფორმაცია, თითქოს იაპონელმა მეცნიერებმა ადამიანის განავლისგან ხელოვნური ხორცის დამზადება შეძლეს, მტკიცებულების გარეშეა და ამასთან დაკავშირებით სარწმუნო ინფორმაცია არ იძებნება. ინფორმაცია ეყრდნობა 2010 წელს იუთუბზე ატვირთულ ვიდეოს და მისი ავთენტიკურობა არავის დაუდასტურებია.

2010 წლის 23 ოქტომბერს იუთუბ ანგარიშმა “ahscotty” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იაპონელი მეცნიერი მიცუიუკი იკიდა ხსნის, რომ მან და მისმა გუნდმა შეიმუშავა ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანის ფეკალიიდან პროტეინის გამოყოფა და ხელოვნური ხორცის შექმნა. მისი განცხადებით, აღნიშნული კვლევა დაიწყო იმით, რომ ტოკიოს სამთავრობო დეპარტამენტმა, რომელიც კანალიზაციაზეა პასუხისმგებელი, მიმართა მათ თხოვნით, რომ მოეფიქრებინათ რაიმე გზა კანალიზაციაში არსებული დიდი რაოდენობის ნარჩენების გადასამუშავებლად. 

აღნიშნული ინორმაცია და ვიდეო ბევრ საიტზე და მედიაში გამოქვეყნდა და როგორც ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, მისი ერთადერთ წყაროs სწორედ ahscotty-ის იუთუბ არხი წარმოადგენდა. არაერთმა გამოცემამ, მათ შორის Forbes-მა სცადა დაედგინა გავრცელებული ინფორმაციის რეალურობა. კვლევისას დადგინდა, რომ არ არსებობს “ოკაიამას ლაბორატორია”, რომელიც მსგავს პროგრამაზე იმუშავებდა.  ამ ქალაქში არსებობს ოკაიამას უნივერსიტეტის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსები გააჩნია და ტექნიკურად შეუძლიათ მსგავს საკითხზე მუშაობა, თუმცა მას მიცუიუკი იკიდასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საძიებო სისტემებში ამ პიროვნებაზე თითქმის ყველა ინფორმაცია მხოლოდ ფეკალიისგან დამზადებულ ხორცს ეხება. თუმცა, Forbes-ის მიხედვით, ოკაიამაში ამ სახელით იძებნება პიროვნება, რომელიც 1959 წელს დაიბადა. იგი 2024 წლის მონაცემებით ოკაიამას UNESCO-ს ასოციაციის პრეზიდენტია, ის ამ პოზიციას 1994 წლიდან, ორგანიზაციის დაარსებიდან იკავებს და მის მთავარ ფოკუსს  “მშვიდობიანი გლობალური საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი განათლების სისტემის აგება” წარმოადგენს.

metsnierebma ganavlisgan khortsi daamzades1 შექმნეს თუ არა იაპონელმა მეცნიერებმა განავლისგან დამზადებული ხორცი?

თავად ვიდეოს განხილვისას მასში არაერთი შეუსაბამობაა. მაგალითად, ვიდეოს ბოლოს ჩანს შენობა, რომელიც წესით იაპონიაში უნდა იყოს, თუმცა რატომღაც მასზე გაკრულ ბანერზე, ისევე როგორც ეზოში დაყენებულ აბრაზე წარწერები ჩინურად არის გაკეთებული. ასევე უცნაურია, რომ მაცივარზე, რომელშიც ვიდეოში ნახსენები ხელოვნური ხორცი ინახება, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გაკეთებულია წარწერა, რომელზეც პირდაპირ წერია “განავლის ბურგერი” (Shit burger). 

metsnierebma ganavlisgan khortsi daamzades2 შექმნეს თუ არა იაპონელმა მეცნიერებმა განავლისგან დამზადებული ხორცი?

ჟურნალისტმა ჯასტინ ელიოტმა კვლევისას მიაგნო 1990-იან წლებში გავრცელებულ არაერთ სტატიას, სადაც აღწერილი იყო, როგორ შეძლო ქალაქ ოკაიამაში მიცუიუკი იკიდამ და მისმა გუნდმა ფეკალიებისგან ხორცის შექმნა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ინფორმაცია არანაირი მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის ფართო გავრცელებიდან უკვე 13 წელზე მეტი გავიდა, ხოლო თავდაპირველი სტატიებიდან დაახლოებით 30 წელი, თუმცა დღეს ფეკალიებისგან შექმნილ ხორცზე არანაირი ინფორმაცია არ ჟღერდება, რაც კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებული ინფორმაციის სანდოობას.  

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.  

ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. ამ პროფილის გამოქვეყნებულ პოსტებზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ აქ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist