Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხობს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

meta
111
VIEWS

“საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” – ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში.

მედიის განვითარების ფონდმა ფაქტების გადამოწმების პორტალი “მითების დეტექტორი” 2014 წელს დააფუძნა. “მითების დეტექტორი” ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას, ფარული დღის წესრიგების გამოვლენას და ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით დეზინფორმაციის მავნე გავლენაზე აუდიტორიის ინფორმირებას ისახავს მიზნად. 

2019 წლის ნოემბრიდან “მითების დეტექტორი” პოინტერის ინსტიტუტისაერთაშორისო ფაქტების გადამოწმების ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული ხელმომწერია. 2023 წლის ივნისიდან “მითების დეტექტორი”  ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) წევრიც გახდა, რომელიც 27 ქვეყნის 40-ზე მეტ ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელი ორგანიზაციის ასოციაციას წარმოადგენს. აღნიშული ქსელების ვერიფიცირებული წევრობა ადასტურებს, რომ “მითების დეტექტორი” აკმაყოფილებს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც გლობალურ მედია სექტორში გამჭვირვალობის, ეთიკისა და გამოძიების მეთოდოლოგიის კუთხით არსებობს.

აგრეთვე, 2016 წლიდან “მითების დეტექტორი” თანამშრომლობს EUvsDisinfo-სთან, რომელიც ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS) East StratCom სამუშაო ჯგუფის პროექტია. “მითების დეტექტორი” ასევე არის ღია ინფორმაციული პარტნიორობის (OIP) წევრი, რომელიც მავნე ინფორმაციული ზემოქმედების ოპერაციებთან ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის ანალიტიკურ ცენტრებს, ფაქტების გადამმოწმებლებს, დამოუკიდებელ მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს.

IFCN და EFCSN “ფაქტ-მეტრის” და “მითების დეტექტორის” შევიწროების ფაქტებს გმობენ და უარყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი „ლობიზმით“ ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა.

2020 წლის სექტემბრიდან, „ფაქტ-მეტრი“ და “მითების დეტექტორი” Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორები არიან და ხელმძღვანელობენ „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ პრინციპებისა და Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პოლიტიკის შესაბამისად.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist