მედიაწიგნიერების გზამკვლევი, როგორ ვებრძოლოთ მანიპულაციას და ყალბ ინფორმაციას, 2017

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

29
VIEWS

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი.

წინამდებარე გზამკვლევი მედიის განვითარების ფონდმა მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოამზადა. გამოცემის მიზანია, დაეხმაროს მედიის მომხმარებლებს აღიჭურვონ უნარებით, რაც მათ ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაში და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დაეხმარება.

გზამკვლევი 10 საკითხს მოიცავს და შემდეგ თემებს ფარავს: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; მანიპულაციები და ყალბი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში; ვების გადამოწმების, საარქივო მასალების მოძიების, პიროვნების იდენტიფიცირების, ფოტოს, ვიდეოს, youtube-ის ვიდეოების გადამოწმებისა და ტროლების იდენტიფიცირების პრაქტიკული ხერხები და გზები.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული გზამკვლევი დაეხმარება ასევე აკადემიურ წრეებს, განსაკუთრებით ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ინფორმაციის გადამოწმებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკული უნარების სწავლების თვალსაზრისით.

გამოცემაზე მუშაობდნენ: სოფო გელავა, დალი ქურდაძე, ლიზა გორდაძე, ქეთი გიგაშვილი
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ბმული: მედიაწიგნიერების გზამკვლევი,  როგორ ვებრძოლოთ მანიპულაციას და ყალბ ინფორმაციას, 2017

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist