მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა 2022 წელს თუ ბალაკლიის სამხედრო საწყობის ხანძარი 2017 წელს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

434
VIEWS

19 აპრილს ტელეკომპანია TV პირველის ფეისბუქ გვერდზე აფეთქების ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა. აღწერის მიხედვით, კადრები 19 აპრილს მარიუპოლის სავაადმყოფოს დაბომბვას ასახავს და “აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა 100 კმ-ს რადიუსში ისმოდა.” პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ აფეთქების მომენტში საავადმყოფოში 300 ადამიანი იყო – ქალები, ბავშვები და დაჭრილები.

Screenshot 11 11 მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა 2022 წელს თუ ბალაკლიის სამხედრო საწყობის ხანძარი 2017 წელს?

TV პირველის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რეალურად, არა 19 აპრილს მარიუპოლის ქალაქის საავადმყოფოს დაბომბვას, არამედ 2017 წელს უკრაინის ქალაქ ბალაკლიასთან ახლოს მდებარე სამხედრო შეიარაღების საცავში მომხდარ აფეთქებას ასახავს. 

ვიდეო რეალურად 2017 წელს უკრაინაში ხარკოვის მხარეში ქალაქ ბალაკლიის ახლოს მდებარე სამხედრო საცავში მომხდარ აფეთქებას ასახავს. TV პირველის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო Youtube არხის Arcorize-ის 3:24 წუთიანი ვიდეოდანაა ამოჭრილი.

Screenshot 12 12 მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა 2022 წელს თუ ბალაკლიის სამხედრო საწყობის ხანძარი 2017 წელს? Screenshot 13 12 მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა 2022 წელს თუ ბალაკლიის სამხედრო საწყობის ხანძარი 2017 წელს?

Screenshot 14 12 მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა 2022 წელს თუ ბალაკლიის სამხედრო საწყობის ხანძარი 2017 წელს?

ბალაკლიაში მომხდარი ხანძრის შესახებ 2017 წელს NATO-ც წერდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიხედვით, შენობაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, რამაც შეიარაღებისა და რაკეტების აფეთქება გამოიწვია.

Screenshot 15 12 მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა 2022 წელს თუ ბალაკლიის სამხედრო საწყობის ხანძარი 2017 წელს?
ფოტო: NATO

რაც შეეხება მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას, უკრაინელი დეპუტატის სერჰი ტარუტას ინფორმაციით, 19 აპრილს რუსულმა სამხედრო ძალებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ახლოს მდებარე საავადმყოფო მართლაც დაბომბეს.

Screenshot 16 11 მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა 2022 წელს თუ ბალაკლიის სამხედრო საწყობის ხანძარი 2017 წელს?

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, დაახლოებით, 300 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა.  ტარუტას მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულ მედიასაშუალება Kanal 24-ს აზოვის ბატალიონმა დაუდასტურა.  აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დაიბომბა აზოვსტალის ქარხანაც, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist