კოვიდგადატანილი ადამიანი რეინფიცირებისგან აბსოლუტურად დაცული არ არის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

19
VIEWS

1 დეკემბერს ონლაინ გამოცემა “სფეისნიუსმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით “ნებისმიერი აცრილი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი… ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვიდისაგან, ესაა კოვიდგადატანილი!” – ექიმის მიმართვა”. სფეისნიუსის მასალა ეყრდნობა გერმანიაში მცხოვრები ექიმის გიორგი ფრანგიშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც წერს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები კოვიდ19-სგან 99.9%-ით დაცულები არიან.

1 და 2 დეკემბერს იაგო ფრანგიშვილის პოსტი “რეზონანსმა”, “ალიამ” და wnews-მაც გამოაქვეყნეს.

""
მტკიცება, თითქოს კოვიდგადატანილები 99.9%-ით დაცულები არიან, შეცდომაში შემყვანია. კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტისგან ადამიანის დაცულობა 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 80%-ია, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის მუდმივად ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ კოვიდ19-სგან 100%-ით დაცული არავინაა, თუმცა უფრო მაღალი დაცულობა იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ვირუსის გადატანის შემდეგ ვაქცინაცია ჩაიტარა.

იაგო ფრანგიშვილი მკითხველს აცრისკენ მოუწოდებს და ვაქცინაციის დადებით შედეგებზე საუბრობს, თუმცა კოვიდგადატანილების იმუნიტეტის შესახებ მისი განცხადება შეცდომაში შემყვანია. 2021 წელს გამოქვეყნებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ რეინფიცირების რისკი დაბალია, თუმცა ხელახალი ინფიცირებისგან დაცულობა  ძირითადად 80%-დან 95%-მდე მერყეობს. გარკვეულ კვლევებში დაცულობა 95%-საც აღემატებოდა, თუმცა არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ კოვიდ19-ის გადატანა ადამიანებს 99.9%-ით იცავს.

მონაცემები განსხვავდება ასაკობრივადაც. მაგალითად, ლანცეტში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც დანიის მაგალითზე ჩატარდა, 65 წელზე ქვემოთ ასაკის კატეგორიაში ხელახლა ინფიცირების მიმართ დაცულობა 80-83% იყო, ხოლო 65 წელს ზემოთ – 47%.

ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევებში დაკვირვების პერიოდი უმეტესად, ვირუსის გადატანიდან 6-8 თვე იყო და ბუნებრივი იმუნიტეტის ხანგრძლივობის შესახებ კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს. უკანასკნელ პერიოდში ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ გარკვეული დროის მანძილზე ბუნებრივი იმუნიტეტი სუსტდება და რეინფექცია მოსალოდნელია 3 თვიდან 5 წლამდე პერიოდში, საშუალოდ კი 16 თვეში, იმ შემთხვევაში, როდესაც კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ ადამიანი ვაქცინირებული არ არის.

რეინფიცირების რისკებზე გავლენას ახდენს ახალი შტამებიც, მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული პირველი კვლევის მონაცემებით, ახალი ომიკრონ შტამი რეინფიცირების 2.4-ჯერ გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული და ის ბუნებრივ იმუნიტეტს უფრო მარტივად უვლის გვერდს ვიდრე სხვა აქამდე აღმოჩენილი შტამები. კვლევის ფარგლებში არ შესწავლილა თუ როგორ მოქმედებს ომიკრონი ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტზე ან არის თუ არა რეინფიცირების შემთხვევები უფრო მწვავე.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ანგარიშის თანახმად, რომელიც 9 შტატის 2021 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებს მოიცავს, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომელთა ვაქცინაცია ან ინფიცირება 90-179 დღის უკან მოხდა, ლაბორატორიულად დადასტურებელი კოვიდ-ინფიცირების ალბათობა ვაქცინირებულ ადამიანებში, რომელთაც კოვიდ-19 გადატანილი არ აქვთ, უფრო ნაკლები იყო ვიდრე აუცრელ კოვიდგადატანილ ადამიანებში. ეს მონაცემები განსხვავდება ისრაელის კვლევის შედეგებისგან, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინით გამომუშავებული, თუმცა აღნიშნულ კვლევას რეცენზია გავლილი არ აქვს. ამასთანავე როგორც ისრაელის კვლევის, ასევე CDC-ის სხვადასხვა ანგარიში აჩვენებს, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ, დამატებით ვაქცინაციის შემთხვევაში, იმუნიტეტი კიდევ უფრო ძლიერია და რეინფიცირების რისკიც ნაკლებია. ამჟამინდელი მონაცემებით, რეინფიცირების ალბათობა ორჯერ უფრო ნაკლებია იმ ადამიანებში, ვინც ვირუსის გადატანის შემდეგ აიცრა, ვიდრე მათ შემთხვევაში ვინც კოვიდ19 გადაიტანა და არ აცრილა.

შესაბამისად, კოვიდ19-ის გადატანისგან აბსოლუტური დაცულობა არ მიიღწევა და ვაქცინაცია ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად რჩება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist