კლონირებული ABCNEWS-ი: რამდენი მილიონი ლარი გამოყო ივანიშვილმა ჯანდაცვისთვის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სდსდდსსდდსდს
3.7k
VIEWS

23 მარტს საიტმა abcnews.com.ge გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “უპრეცედენტო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა 500 მილიონ ლარი გამოყო ჯანდაცვის მიმართულებით”. ტექსტში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი უწყებების გატარებული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ, რასაც ფონდი “ქართუს” მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების სია მოჰყვება.

"

"

კორონავირუსის გავრცელებისა და კერძო კომპანიების მიერ კორონავირუსთან ბრძოლისათვის გამოყოფილი თანხების კონტექსტში, სათაური ქმნის აღქმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა 500 მილიონი ლარი სწორედ ახლა, კორონავირუსთან ბრძოლისათვის გამოყო, თუმცა რეალურად ტექსტი იმის მიმოხილვაა, თუ რა ინვესტიცია ჩადო ფონდმა “ქართუ” 2000 წლიდან ანუ 20 წლის მანძილზე საქართველოს ჯანდაცვის სფეროში.

თავად საიტი ე.წ. ქლიქბაიტისა და ფარული საიტის ჰიბრიდია. ერთი მხრივ, ქლიქბაიტ საიტები განზრახ აქვეყნებენ შეცდომაში შემყვან, ყურადღების მიმქცევ სათაურებს, რათა მათ ქლიქების რაოდენობით მიხედვით თანხა გამოიმუშავონ. მეორე მხრივ, კი აღნიშნული საიტი კლონირებას მიმართავს და ცნობილი ამერიკული გამოცემის abcnews-ის სახელს იყენებს, რათა მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.

Abcnews.com.ge-ის გიორგი მელიქიძე ფლობს, რომელიც ასევე დაკავშრებულია ქლიქბაიტ და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ საიტთან timesnews.ge და newpost.com.ge, რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.

Crowdtangle-ის მონაცემებით, abcnews.com.ge-ს მასალას 25 მარტის მდგომარეობით ფეისბუქზე ჯამში 40K-ზე მეტი ინტერაქცია აქვს და გავრცელდა ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა “კახა კალაძე თბილისის მერი”, “დავასრულოთ ნაცები”, “diaspora.ge”, “გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა” და ა.შ.

""

წყარო: Crowdtangle

სხადასხვა ჯგუფებში ამ პოსტს ყველაზე ხშირად მომხმარებლები Ani Chonashvili და Ia Gerliani ავრცელებდნენ.

Abcnews.com.ge კლიკბაიტ საიტია და registrator.ge-ს მონაცემებით 2020 წლის 20 მარტს შეიქმნა. საიტს ინდ.მეწარმე გიორგი მელიქიძე ფლობს. 25 მარტის მდგომარეობით საიტზე სულ 9 მასალაა გამოქვეყნებული.

"

მითითებული მეილის მოძიებით ირკვევა, რომ მელიქიძე ასევე ფლობს საიტს newpost.com.ge, რომელიც 2019 წლის 12 აპრილს დარეგისტრირდა და ამ მომენტისათვის გათიშულია. 2019 წელს newpost.com.ge “მითების დეტექტორის” მასალებში ფიგურირებდა, როგორც ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტი.

მელიქიძე ასევე ფიგურირებს პარტნიორად კომპანიაში “დაბლიუ-ოუ-ემ”, რომელიც გამოცემა timesnews.ge-ს იურიდიული სახელწოდებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ორგანიზაცია კობა ვასაძემ 2015 წლის 7 აპრილს დაარსა. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, კობა ვასაძე ორგანიზაციაში 90%-იან წილს, ხოლო ირაკლი თინაშვილი – 10 % -იან წილს ფლობდა, 2016 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კობა ვასაძემ საკუთარი წილის 40% გიორგი მელიქიძეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.

TVM News-ს ჩვენ შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საიტი ინტერნეტ ბაზრზე 2013 წელს გამოჩნდა. ადმინ-რედაქტორი ჟურნალისტი თამთა დადეშელია, ხოლო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბლოგის რედაქტორი – გიორგი ფრანგიშვილი. საიტი აქვეყნებს მასალებს ანტი-დასავლური და პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოდან”.

"

"

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist