კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით – რა წერია კონსტიტუციაში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.7k
VIEWS

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 20 მაისს ამოიწურა. არჩევნები კონსტიტუციის თანახმად მარტის ბოლო კვირას – 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო გადაიდო. 2023 წლის ზაფხულში ასევე გაუქმდა ოქტომბერში დაგეგმილი უმაღლესი რადას არჩევნები და ომის დასრულებამდე გადაიდო

რუსულ მედიაში (1,2,3,4,5,6) ასევე ქართულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის ვადა ამოეწურა, შესაბამისად, მან ლეგიტიმაცია დაკარგა.

Screenshot 2024 05 24 at 2.10.33 PM კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით - რა წერია კონსტიტუციაში Screenshot 2024 05 24 at 2.10.57 PM კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით - რა წერია კონსტიტუციაში Screenshot 2024 05 24 at 2.11.08 PM კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით - რა წერია კონსტიტუციაში Screenshot 2024 05 24 at 2.11.25 PM კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით - რა წერია კონსტიტუციაში Screenshot 2024 05 24 at 2.11.42 PM კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით - რა წერია კონსტიტუციაში

იდენტური ინფორმაცია უკრაინის ყოფილმა პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმაც გაავრცელა

ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, თუმცა ქვეყანაში საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევნები არ ჩატარებულა, შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით,  ის პოსტზე არჩევნების ჩატარებამდე ლეგიტიმურად რჩება.

რა წერია უკრაინის კონსტიტუციაში?

კიევში 2022 წლის 24 თებერვლიდან საომარი მდგომარეობა შემოვიდა, რომელსაც უმაღლესი რადა ყოველ სამ თვეში ერთელ აგრძელებს. კანონში საომარი მდგომარეობის შესახებ (მუხლი 19) აღნიშნულია, რომ, ამ პირობებში, აკრძალულია კონსტიტუციის შეცვლა, საპრეზიდენტო, უმაღლესი რადას, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარება; რეფერენდუმის ჩატარება; გაფიცვების, მასობრივი შეკრებისა და აქციების ჩატარება.

Screenshot 2024 05 24 at 2.13.14 PM კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით - რა წერია კონსტიტუციაში
წყარო: zakon.rada.gov.ua

უკრაინის საარჩევნო კოდექსი

უკრაინის საარჩევნო კოდექსში მითითებულია, რომ საარჩევნო პროცესის განახლება შესაძლებელია საომარი მდგომარეობის შეწყვეტის შემდეგ. კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, არჩევნების თარიღი უნდა დაინიშნოს საომარი მდგომარეობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

Screenshot 2024 05 24 at 2.15.04 PM კარგავს თუ არა ზელენსკი ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვით - რა წერია კონსტიტუციაში
წყარო: zakon.rada.gov.ua

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ზელენსკის რეიტინგი

გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელმა “დოიჩე ველემ” ზელენსკის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ინტერვიუ რამდენიმე იურისტთან ჩაწერა. ანდრი მაჰერას თქმით: “პრეზიდენტი ავტომატურად არ კარგავს უფლებამოსილებას ინაუგურაციიდან ხუთი წლის შემდეგ. ეს უფლებამოსილება მოიხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დაიკავებს თანამდებობას, ანუ არჩევნების შემდეგ.”

აღსანიშნავია,რომ ზელენსკი გამოკითხვებითაც საზოგადოების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. უკრაინის რაზუმკოვის ცენტრის მიერ იანვარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 69% ზელენსკის ენდობა. 

გარდა ამისა, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ თებერვლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 69% -ს მიაჩნია, რომ ზელენსკი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა დაუჭირა მხარი არჩევნების ჩატარებას ამჟამინდელ პირობებში, ხოლო 10%-ს სურდა, რომ ზელენსკის ძალაუფლება პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკისთვის გადაეცა.

KIIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონ ჰრუშეცკიიმ DW-ს უთხრა, რომ „მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთაა, მილიონობით ცხოვრობს ოკუპაციის ქვეშ, ასობით ათასი ჯარში მსახურობს – თუ მოქალაქეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, როგორც ამომრჩეველი ან კანდიდატი, ეს ძირს უთხრის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას“.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist