ითხოვს თუ არა გაერო რელიგიური შეხედულებების გაუქმებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბია
672
VIEWS

განახლება:  აღნიშნული მასალის გამოქვეყნების შემდეგ “მითების დეტექტორს” “ქრისტიანული არხის” წარმომადგენელი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ მასალა თავიანთი გვერდიდან წაშალეს; შეცდომა კი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ წყარო (bibliatodo.com), საიდანაც ჟურნალისტმა მასალა თარგმნა, არასანდო აღმოჩნდა.

20 მარტს ონლაინ პლატფორმა „ქრისტიანულმა არხმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “გაერო: ყველა რელიგიური შეხედულება ანულირდება, თუ ისინი არ დაემთხვევა გაეროს შეხედულებას ადამიანის უფლებების შესახებ“. სტატიის თანახმად, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებელმა აჰმედ შაჰიდმა  თითქოს მოითხოვა იმ რელიგიური შეხედულებების გაუქმება, რომლებიც წინააღმდეგობაშია გაეროს პოზიციებთან. გამოცემა ამტკიცებს, რომ აჰმედ შაჰიდი მოითხოვს იმ კანონების გაუქმებასაც, რომლებიც რომლებიც ტრადიციულ მორალზეა დაფუძნებული.

 

"

სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ყალბია. 2020 წლის 2 მარტს გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაეროს სპეციალურმა მომხსენებლმა აჰმედ შაჰიდმა არა რელიგიური შეხედულებების გაუქმება, არამედ რელიგიური მოტივით მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შეწყვეტა და ყველასთვის თანასწორი გარემოს შექმნა მოითხოვა, ხოლო მისი სიტყვები კანონების გაუქმებაზე მანიპულაციურადაა შეცვლილი. სინამდვილეში შაჰიდმა მოხსენებაში სახელმწიფოებს იმ კანონების გაუქმება მოსთხოვა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნები რელიგიის სახელით ადამიანების დისკრიმინაციას ახდენენ. 

რა თქვა აჰმედ შაჰიდმა სინამდვილეში?

2020 წლის 2 მარტს, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებელმა აჰმედ შაჰიდმა ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენება წარუდგინა. სპეციალური მომხსენებელი ამბობს, რომ დაუშვებელია რელგიიური შეხედულებების გამოყენება ქალებისა და გოგონების, ასევე სექსულაური უმცირესობების წინააღმდეგ  ძალადობისა და დისკრიმინაციის გასმართლებლად.

აჰმედ შაჰიდი: “ქალები და ლგბტ+ თემის წარმოადგნელები სახელმწიფოს და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან  განიცდიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომელიც რელიგიის სახელით ხორციელდება და რაც ხელს უშლის მათ, სრულად ისარგებლონ ადამიანის უფლებებით, მათ შორის რელიგიის და რწმენის თავისუფლებით.”

მოხსენებაში აჰმედ შაჰედმა მოუწოდა სახელმწოფებს, გააუქმონ ისეთი დისკრიმინაციული კანონები, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნები რელიგიის სახელით ადამიანების დისკრიმინაციას ახდენენ. მან კიდევ ერთხელ შეახსენა სახელმწიფოებს ვალდებულება, შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც საზოგადოების ყველა წევრი შეძლებს, ისარგებლოს მინიჭებული უფლებებით, მათ შორის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით.

წყაროს შესახებ

ფეისბუქის გვერდის მიხედვით, „ქრისტიანული არხი“ პროტესტანტულ-ევანგელისტურ მედიამასალას ავრცელებს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს, მათ შორისაა, https://News.Jesus.Ge, https://Blog.Jesus.Ge, https://Radio.Jesus.Ge და ჟურნალი   (Jesus.Ge). ასევე, როგორც არხის ფეისბუქ გვერდზეა აღნიშნული, ვებ-გვერდი არც პოლიტიკურ სიმპათიებს გამოხატავს და არც პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებს. გარდა გვერდისა, სოციალურ ქსელში, ქრისტიანულ არხს აქვს ჯგუფიც, რომელიც 6215 წევრს აერთიანებს.

სტატიის ტექსტში მოხსენიებული ერთადერთი წყარო არის bibliatodo.com, უცხოური გამოცემა, რომლის ვებ-გვერდზეც არ მოიპოვება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ.

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist