იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.1k
VIEWS

9 მარტს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიის POSTV-ის ფეისბუქ გვერდებზე POSTV-ანალიტიკა და POSTV-ახალი ამბები ამბებისაპროტესტო აქციის მონაწილე ნოდარ ჩაჩანიძის წარსული პოლიტიკური აქტივობის ამსახველი პლაკატების ფოტოკოლაჟი შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა: “აქციის წამყვანი, მრავალ პარტია გამონაცვალი “აპოლიტიკური ახალგაზრდა” – ნოდარ ჩაჩანიძე.” საარჩევნო პოსტერებზე ჩაჩანიძის სურათს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ლოგოები ერთვის, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის არჩევნებზე ამ პარტიების კანდიდატი იყო. ფოტოკოლაჟში ასევე ჩანს საარჩევნო ნომრები 44 და 51 და სლოგანი “ნოდარ ჩაჩანიძე ჭიათურის მერად”. იდენტური ფოტოკოლაჟი ანონიმურმა ფეისბუქ გვერდებმაც (1,2,3) გამოაქვეყნეს, სადაც POSTV-ის მსგავსად საპროტესტო აქციის მონაწილის “აპოლიტიკურობას” ესმებოდა ხაზი.

Screenshot 6 1 იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

გავრცელებული ინფორმაცია ნახევრად სიმართლეა. ჩაჩანიძეს პოლიტიკურად აქტიური წარსული აქვს, თუმცა ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2019 და 2021 წლების ადგილობრივ არჩევნებზე ის დამოუკიდებელი კანდიდატად იყრიდა კენჭს. ფოტო, რომელზეც ნოდარ ჩაჩანიძე ენმ-ს საარჩევნო კანდიდატადაა წარმოჩენილი, პროგრამულადაა დამუშავებული. 2016 წლის არჩევნებზე, რომლის სლოგანი გაყალბებულ ვიზუალზეა გამოყენებული, ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ჭიათურაში გოგი ჩიკვილაძე იყო, ხოლო ჩაჩანიძე არც პარტიულ საარჩევნო სიაში ფიგურირებს.

გავრცელებულ პოსტში ერთ-ერთ პოსტერზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატის სლოგანი “ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის” არის წარმოდგენილი. ენმ ამ სლოგანს 2016 წლის არჩევნებზე იყენებდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავე არჩევნებზე პარტიის კანდიდატების ბილბორდები ვიზუალურად სრულიად განსხვავებული იყო და თითოეული კანდიდატის გამოსახულების მქონე ბანერზე პარტიის საარჩევნო დაპირებები და ლოგოც იყო წარმოდგენილი (1,2,3). 

Screenshot 7 2 იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

ბილბორდის ფოტო, სავარაუდოდ, ბილბორდების გენერირების რომელიმე პროგრამითაა შექმნილი. ამასთანავე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე იყო. ნოდარ ჩაჩანიძე არც ენმ-ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და პარტიულ საარჩევნო სიაში ფიგურირებდა. 

ამას გარდა, ნოდარ ჩაჩანიძის ის ფოტო, რომელიც ბილბორდის გაყალბებულ ვიზუალზეა გამოსახული, ჩაჩანიძემ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა და უფრო ადრე ღია წყაროებში არ იძებნება. 

Screenshot 8 2 იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

ფოტო, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნოდარ ჩაჩანიძე “ევროპული საქართველოს” კანდიდატი იყო, ფეისბუქ გვერდზე “საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” 2019 წლის 3 აპრილს გამოქვეყნდა. პოსტის აღწერის მიხედვით, ამ დღეს მოძრაობამ ჭიათურის მერობის რიგგარეშე არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე წარადგინა. ჭუმბურიძის კანდიდატურას მხარი “ევროპულმა საქართველომ,  “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “შენების მოძრაობამ” დაუჭირეს.  ნოდარ ჩაჩანიძე ამ დროს “მომავლის ჭიათურის” თავჯდომარე იყო.

Screenshot 10 იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

ფოტოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ტრიბუნაზე, სადაც მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ, “ევროპული საქართველოს” გარდა,  “თავისუფალი დემოკატების” დროშაც დევს. 

Screenshot 11 1 იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

ნოდარ ჩაჩანიძე 2021 წელს ადგილობრივ არჩევნებში ჭიათურის ოლქში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს 51-ე ნომრით იყრიდა. გავრცელებულ პოსტში წარმოდგენილი ერთ-ერთი ფოტო სწორედ მის რეალურ საარჩევნო პლაკატს ასახავს. მაშინ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გივი მოდებაძემ – 55.41%, ნოდარ ჩაჩანიძემ კი ხმების  35.65% მოიპოვა.

Screenshot 12 1 იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

2021 წლის არჩევნებზე ნოდარ ჩაჩანიძის კანდიდატურას მხარს რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უჭერდა: სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო და დროა. 

2019 წელს ნოდარ ჩაჩანიძე ჭითურის საკრებულოს წევრობისთვის ასევე დამოუკიდეველ კანდიდატად იბრძოდა და 44-ე ნომრად იყო წარდგენილი.  შესაბამისად, პოსტში წარმოდგენილი კიდევ ერთი ფოტო ჩაჩანიძის 2019 წლის საარჩევნო კამპანიიდანაა აღებული.

Screenshot 13 1 იყრიდა თუ არა ნოდარ ჩაჩანიძე 2016 წელს ენმ-ის სახელით კენჭს?

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩაჩანიძე ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. ნადირაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიტატი იყო, ის თანამედებობიდან არჩევიდან 1 წლის შემდეგ გადადგა.  ჩაჩანიძე ჭიათურის მერიაში 8 თვის განმავლობაში მუშაობდა და როგორც საკუთარ პოსტში წერს, მისი საქმიანობა ძირითადად კულტურულ, საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავდა.

7-8 მარტს გამართული საპროსტესტო აქციები “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ და შემდეგ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს მოჰყვა. 9 მარტს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება, რომ მათ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist