ინფორმაცია, ღუდუშაურის კლინიკაში ვაქცინაციის შედეგად ტრავმირებული ადამიანის შესახებ, ტყუილია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

36
VIEWS

24 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნანა გუჯაბიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი “წელსქვევით მოწყდა” და ამ ინფორმაციას მალავენ. პოსტში ამ ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის.

;

25 მარტის 15:30 საათის მდგომარეობით, პოსტს 1 200-ზე მეტი გაზიარება აქვს.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და იმასაც აღნიშნავენ, რომ საავადმყოფო იმ კლინიკების ჩამონათვალში არ შედის, რომლებშიც ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინაცია 24 საავადმყოფოში დაიწყო, სიაში ღუდუშაურის კლინიკა არ არის.

პოსტის ავტორს ინფორმაციის წყარო ან რაიმე სხვა დეტალი, რომელიც მისი გადამოწმების საშუალებას მოგვცემდა, მითითებული არ აქვს. მან არც პოსტზე განთავსებულ კომენტარებს უპასუხა, რომლებიც წყაროს შესახებ სვამდნენ კითხვებს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” ღუდუშაურის სახელობის კლინიკის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ სატელეფონი საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდეს და მსგავსი ფაქტიც უარყვეს. პრესსამსახურში ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ ღუდუშაურის კლინიკა ასტრაზენეკას ვაქცინაციის პროცესში ჩართული არ არის და მათთან ვაქცინა არ კეთდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 13 მარტს გამოქვეყნებულია იმ საავადმყოფოების სია, რომლებშიც ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის პროცესში არიან ჩართული. ამ სიაში ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საავადმყოფო შედის და ღუდუშაურის კლინიკა მათ შორის არ არის.

;

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ასტრაზენეკას ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. დღეს, 25 მარტს ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინაც შემოვიდა.


არქივის ბმული: ნანა გუჯაბიძე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist