იმედინიუსის შეცდომაში შემყვანი მასალა თითქოს „ევროპის მარშმა“ და „პოსტ-ქრისტიანულმა საზოგადოებამ“ კვლევა ჩაატარეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დფტჯ
161
VIEWS

22 მარტს, ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების ვებ-გვერდზე Imedinews.ge  გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით  „კვლევა: ქრისტიანობა ევროპას ტოვებს“, რომელშიც ნათქვამია, რომ პოსტ-ქრისტიანულმა საზოგადოებამ და “ევროპის მარშმა” გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ევროპის მასშტაბით ახალგაზრდების რელიგიისადმი დამოკიდებულებაა ასახული. ინფორმაციის პირველწყაროდ  The Guardian-ია მითითებული.

"

Imedinews-ის  მასალა შეცდომაში შემყვანია, რადგან „ევროპის პოსტ-ქრისტიანული საზოგადოება“ და „ევროპის მარში“ არ არსებობს. The Guardian-ის მასალაში ევროპაში რელიგიისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებების შემსწავლელი კვლევის ავტორად ლონდონის წმინდა მარიამის უნივერსიტეტის (St Mary’s University in London) პროფესორი სტეფან ბულივანტია მითითებული, რაც Imedinews-ის მასალაში გამოტოვებულია.

The Guardian-ის სტატია იწყება წინადადებით „ევროპის სვლა პოსტ-ქრისტიანული საზოგადოებისკენ მკაფიოდ გამოჩნდა კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ ათეულობით ქვეყანაში ახალგაზრდების უმეტესობა არ მისდევს რელიგიას.“ Imedinews.ge-ს მასალაში, The Guardian-ის სტატიაში ნათქვამი სიტყვები „ევროპის სვლა“და „პოსტ-ქრისტიანული საზოგადოება “კვლევის ავტორებადაა წარმოჩენილი, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

" "
„ევროპის სვლა პოსტ-ქრისტიანული საზოგადოებისკენ მკაფიოდ გამოჩნდა კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ ათეულობით ქვეყანაში ახალგაზრდების უმეტესობა არ მისდევს რელიგიას.“.

Europe’s march towards a post-Christian society has been starkly illustrated by research showing a majority of young people in a dozen countries do not follow a religion.

პოსტ-ქრისტიანულმა საზოგადოებამ და “ევროპის მარშმა” გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ევროპის მასშტაბით, ახალგაზრდების რელიგიისადმი დამოკიდებულებაა ასახული.

 

"

საზოგადოებრივი მოძრაობა, ორგანიზაცია ან კვლევითი დაწესებულება სახელწოდებებით „ევროპის მარში“ და „პოსტ-ქრისტიანული საზოგადოება“ არ არსებობს. კვლევა, „ ევროპის ახალგაზრდობა და რელიგია“ (Europe’s Young Adults and Religion) ლონდონის წმინდა მარიამის უნივერსიტეტის თეოლოგიის და რელიგიის სოციოლოგიის პროფესორს სტეფან ბულივანტს ეკუთვნის.

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროპა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist