გულისხმობს თუ არა “ლესტერის მეთოდი” ვირუსის ვაქცინაციის გარეშე დამარცხებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

50
VIEWS

2023 წლის 20 ივნისს ფეისბუკ-ანგარიშებმა შორე შანიძემ და გვანცა გრიმალდიმ გამოაქვეყნეს ერთი და იმავე შინაარსის ინფორმაცია ყვავილის პანდემიასა და ბრიტანული ქალაქ ლესტერის ვაქცინაციის ისტორიის შესახებ. პოსტების მიხედვით, 1871 წელს ყვავილის პანდემიამ ლესტერში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია , “3,500 ადამიანი ერთ მილიონზე”.მიუხედავად იმისა, რომ  ამ პერიოდისთვის, ქვეყანაში ვაქცინირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ლესტერის მოსახლეობაში ფიქსირდებოდა, ამ ქალაქში ყვავილის მსხვერპლი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ლონდონში. შედეგად, ლესტერის მოსახლეობაში ვაქცინაციის მიმართ ნდობა შემცირდა და “საყოველთაო დაუმორჩილებლობა” დაიწყო. 1980 წელს იმუნიზაციის მაჩვენებელი გახდა 5%, 95%-ს ნაცვლად. ყვავილის პანდემიის ახალ-ახალი კერების მიუხედავად, ლესტერი გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც სუსტი ეპიდაფეთქებები და ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. ამ ისტორიის პათოსს აჯამებს შორე შანიძეს პოსტი, რომლის ბოლოშიც ვკითხულობთ, რომ დაცვის ნაცვლად, აცრები ადამიანებს დაავადებებისკენ მიდრეკილს ხდიან. პოსტის ავტორის მოსაზრებით, გამოსავალი მდგომარეობს აცრების შეჩერებაში, ჰიგიენა-სანიტარიულ ნორმების დაცვასა და ინფიცირებულთა იზოლაციაში. 

Screenshot 6 10 გულისხმობს თუ არა "ლესტერის მეთოდი" ვირუსის ვაქცინაციის გარეშე დამარცხებას?

გავრცელებული ინფორმაცია ლესტერში ყვავილის ვაქცინაციის არაეფექტურობასთან დაკავშირებით სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება და შეცდომაში შემყვანია. 1871 წლის შემდეგ ქალაქში შემცირებულად, მაგრამ მაინც ხდებოდა ვაქცინაციის ადმინისტრირება და “ლესტერის მეთოდის” წარმატება ეფუძნებოდა, როგორც იზოლაციას, კარანტინსა და რეპორტის სისტემას, ასევე, ე.წ “შერჩევით ვაქცინაციასაც”,რომელიც დაინფიცირებული პიროვნებების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, აცრას გულისხმობდა.

  • “ლესტერის მეთოდი” იზოლაციასთან ერთად “შერჩევით ვაქცინაციასაც” გულისხმობდა

1870-იან წლებში დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში ჩამოყალიბდა ყვავილის ვირუსის საწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც, დღესდღეობით, მოიხსენიებენ როგორც “ლესტერის მეთოდს”. ამ მეთოდის მთავარი შემადგენელი კომპონენტი იყო ყვავილის ვირუსის შემთხვევის სწრაფი რეპორტის სისტემა, ავადმყოფთა იზოლაცია და კარანტინი.  ყვავილის ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკის მიხედვით, ლესტერში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 1872 წელს – 346 გარდაცვლილი, 70-იანი წლების შემდეგ, გარდაცვლილთა რაოდენობის უმაღლესი მაჩვენებელი გვხვდება 1903 წელს, როცა ვირუსს ემსხვერპლა 21 ადამიანი. 

ე.წ. “ლესტერის მეთოდის” პარალელურად, სი

კვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კომპანენტი იყო ე.წ. “შერჩევითი ვაქცინაცია” (ring vaccination). ამერიკის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის სტატიის მიხედვით, ლესტერში ყვავილის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია ითვალისწინებდა შერჩევით ვაქცინაციას, რომელიც დაინფიცირებული პიროვნებების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, აცრას გულისხმობდა. 1886 – 1893 წლებში ლესტერის ადმინისტრაცია გარკვეულწილად ეყრდნობოდა “შერჩევითი ვაქცინაციის” მეთოდიკას, უკვე 1901 წლიდან მოსახლეობამ ვაქცინაცია მიიღო, როგორც ინდივიდის დაცვის საშუალება. 

  • “ლესტერის მეთოდი” ეფექტური შედარებით პატარა ქალაქებშია

აღსანიშნავია, რომ 1871 წლის შემდგომი ყვავილის ვირუსის 1892 და 1894 წლების ტალღებმა გაცილებით მსუბუქად ჩაიარა. სიკვდილიანობის შემთხვევები, 21, უფრო დაბალი იყო ვიდრე ვაქცინაციის მაღალი მაჩვვენებელის მქონე ქალაქებში, როგორიცაა უორინგტონი (125) და შეფილდი (144). ბიბისის სტატიაში ვკითხულობთ, რომ “ლესტერის მეთოდის”, წარმატების ერთ-ერთი ახნა შეიძლება იყოს ქალაქის მოსახლეობის მცირე რაოდენობა, ვინაიდან მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ძნელდება პანდემიის შეჩერება.  მართალია, 1871 წლის შემდეგ ლესტერში მომძლავრდა ანტი-ვაქსერული განწყობები, თუმცა 1883 წლის სტატისტიკის მიხედვით, 2281 ჩვილიდან 707-ს  გაუკეთდა ვაქცინაცია. შესაბამისად, 1871 წლის შემდეგ ქალაქში შემცირებულად, მაგრამ მაინც ხდებოდა ვაქცინაციის ადმინისტრირება და “ლესტერის მეთოდის” წარმატება ეფუძნებოდა, როგორც იზოლაციას, კარანტინსა და რეპორტის სისტემას, ასევე, ე.წ “შერჩევით ვაქცინაციასაც”. 

წყაროს შესახებ

ფეისბუკ მომხმარებლებს შორე შანიძესა და გვანცა გრიმალდის დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებიათ(1,2,3). მათ მიერ გამოქვეყნებული მცდარი პოსტები“მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. 

Screenshot 7 9 გულისხმობს თუ არა "ლესტერის მეთოდი" ვირუსის ვაქცინაციის გარეშე დამარცხებას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist