გეგმავდა თუ არა ზელენსკი 2019 წელს დონბასში ომის დაწყებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

534
VIEWS

9 ოქტომბერს ფეისბუქზე პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ვიდეომონაკვეთი გავრცელდა. პოსტის ავტორის თანახმად, ვიდეოში ზელენსკის მიერ ნათქვამი სიტყვები ნათელს ხდის, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი. გავრცელებული ვიდეოს მონაკვეთში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და დონბასში ტერიტორიების დასაბრუნებლად სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს. პოსტის კომენტარებში აღნიშნულია, რომ ვიდეო 2019 წლისაა. 

Screenshot 1 3 გეგმავდა თუ არა ზელენსკი 2019 წელს დონბასში ომის დაწყებას?

ვოლოდიმირ ზელენსკის 2019 წლის პრესკონფერენციის მონაკვეთი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. რეალურად, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას ზელენსკი ამბობს, რომ საზოგადოებას არ აურჩევია პრეზიდენტი, რომელიც ომს გამოაცხადებს, თავად მას კი ადამიანების სიცოცხლის გაწირვა არ უნდა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2019 წელს 10 ოქტომბერს გამართული 14 საათიანი პრესმარათონიდან არის ამოჭრილი. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ზელენსკის დონბასში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. მან აღნიშნა, რომ ზელენსკი მისი წინამორბედის (პეტრო პოროშენკოს) მემკვიდრესავით იქცევა, რომელმაც ვერ გაბედა, ომისთვის ომი ეწოდებინა და საომარი მდგომარეობა არ გამოაცხადა. ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, ხომ არ იქნებოდა უკეთესი უკრაინას ომისთვის ომი ეწოდებინა და საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა, ეს, ერთი მხრივ, შექმნიდა დონბასში მიმდინარე მოვლენების აღწერისთვის სამართლებრივ ჩარჩოს და მეორე მხრივ, მდგომარეობას დანარჩენი მსოფლიოსთვისაც უფრო გასაგებს გახდიდა. კითხვაზე პასუხისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს არ აურჩევია პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ომს და საომარ მდგომარეობას გამოაცხადებდა.

ზელენსკის ციტატა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომონაკვეთში ზელენსკის სრული ციტატა პრესმარათონიდან
დღეიდან ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, ჩვენ გაქვს ომი. ჩვენ ვიომებთ, ჩვენი არმია მზად არის. ჩვენ დონბასში ომს დავიწყებთ. ჩვენ ომით და არმიით დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენთვის სულერთი არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპება, მაგრამ მზად ვართ ჩვენი მიწა დავიბრუნოთ. ჩვენ მზად ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირი სამხედრო მოქმედებისთვის. მე [ხელისუფლებაში] მოვედი, როგორც მშვიდობის პრეზიდენტი, ომის დასრულება მინდა.  დღეს პირველად არ გესმით, რომ ჩემთვის საზოგადოება ყველაზე მნიშვნელოვანია. მე და თქვენ გვესმის, რომ ადამიანები ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაა. საზოგადოებას იმ პრეზიდენტისთვის არ მიუცია ხმა, რომელიც მოვა და იტყვის, რომ დღეიდან ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, ჩვენ გაქვს ომი. ჩვენ ვიომებთ, ჩვენი არმია მზად არის. ჩვენ დონბასში ომს დავიწყებთ. ჩვენ ომით და არმიით დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენთვის სულერთი არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპება, მაგრამ მზად ვართ ჩვენი მიწა დავიბრუნოთ. ჩვენ მზად ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირი სამხედრო მოქმედებისთვის. თუ თქვენ ამას ამბობთ, თქვენ ომით უნდა შეხვიდეთ ყირიმშიც, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი არმია მზად არ არის. მე, როგორც პრეზიდენტი, მზად არ ვარ ჩვენი ხალხი გავწირო, ამიტომ არჩეულია დიპლომატიური გზა.

კითხვაზე პასუხისას ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ პრობლემებს საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ გადაჭრის, ხოლო ტერიტორიასა და ადამიანების სიცოცხლეს შორის მისთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლეა, ამიტომ სურს, არსებული დიპლომატიური გზები გამოსცადოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წარსულში როცა პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება სცადა, ამან ხალხი შეაშინა, გამოიწვია პანიკა, ხალხმა ქვეყნიდან გაქცევაზე დაიწყო ფიქრი, ზელენსკის კი ხალხის შეშინება არ სურს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist