გაუხსნეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

61
VIEWS

19 თებერვალს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვარსკვლავის ფოტო გავრცელდა (1,2). ფეისბუკ მომხმარებლების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. პოსტებს თან ახლავს ფოტო, რომელსაც ივანიშვილის სახელი-გვარი და მისი ხელისუფლებაში მოსვლის თარიღი აწერია, რომელიც უსასრულობის ნიშნით გრძელდება. აქვე გვხვდება ტექსტიც  “ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა”. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოზე “მთავარი არხის” ლოგო და ტექსტი “ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს” არის დატანილი.

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ივანიშვილისთის ვარსკვლავის გახსნას რეალურ მოვლენად აღიქვამენ.

ivanishvilis varskvlavi გაუხსნეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი?

სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ვარსკვლავის გახსნის შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, ივანიშვილს 2020 წელს თბილისში, რუსთაველის თეატრთან, ”ვარსკვლავი გაუხსნეს” ამოქალაქო აქტივისტების მოძრაობა “20/30-იანელების” წევრებმა, რაც სატირულ აქტს წარმოადგენდა. 

2020 წლის 18 თებერვალს “მოძრაობა 20/30-ის” წევრებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღის აღსანიშნავად რუსთაველის თეატრთან “ვარსკვლავი გაუხსნეს. სამოქალაქო აქტივისტებმა “ვარსკვლავის გახსნისას” თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის ადამიანია, ვინც ქართულ კულტურას კვებავს, უხდის ფულს მსახიობებს და ამიტომაც ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი ვარსკვლავი რუსთაველის თეატრთან იყოს განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე არ გაჟღერებულა, მის სატირულ შინაარსზე შემდეგი ფაქტორებიც მეტყველებდა “ვარსკვლავს” ივანიშვილის სახელის და გვარის გარდა მისი ხელისუფლებაში მოსვლის თარიღი აწერია, რომელიც უსასრულობის ნიშნით გრძელდება, გარდა ამისა, მანამდე იგივე სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. 

არქივი 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist