გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

1.2k
VIEWS

2023 წლის იანვრიდან სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფეისბუკ გვერდების ქსელი, რომელიც დასპონსორებული პოსტების საშუალებით ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს. ფეისბუკ გვერდები, ე.წ. მიმების (memes) გამოყენებით დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს. გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუკის პოლიტიკური რეკლამირების წესების თანახმად, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამის განმთავსებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ყოველ დაფინანსებულ რეკლამაზე (Paid for by). გარდა ამისა, პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც რეკლამის სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. მიუხედავად ამ წესებისა, გამოვლენილ ფეისბუკ გვერდებს, რომლებიც რეკლამას ქართულ აუდიტორიაზე ავრცელებდნენ, სხვა ქვეყანა აქვთ მითითებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი ქვეყანას საერთოდ არ უთითებენ. გარდა ამისა, ამ გვერდების რეკლამების ბიბლიოთეკაში არ არის აღნიშნული, თუ ვის მიერ არის გადახდილი რეკლამის ფული და ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე. ასევე, აღნიშნული ფეისბუკ გვერდები ზოგიერთ შემთხვევაში დეზინფორმაციის შემცველ პოსტებსაც ავრცელებენ.

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად 7 საეჭვო ფეისბუკ გვერდი გამოვლინდა, რომლებიც შემდეგი ტაქტიკით მოქმედებენ:

  • თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება;
  • ფეისბუკ გვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს;
  • ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი;
  • 7 ფეისბუკ გვერდიდან სამს ადგილსამყოფელად უკრაინა და  უკრაინული ნომერი აქვს მითითებული;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული;
  • დომენი @kuromail.cc, რომლითაც ორ ფეისბუკ გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტა სრულდება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს “სოციალური ქსელის ანგარიშების ფერმასთან”, რომელსაც სხვადასხვა მიზნით – სოციალური მედიის მენეჯმენტის ან თაღლითობისთვის იყენებენ.
გვერდის სახელწოდება შექმნის თარიღი მისამართი მითითებული ელექტრონული ფოსტა ტელეფონის ნომერი კატეგორია
Programming Natural (დეაქტივირებულია) 2023 წლის 26 იანვარი 62609, Харківська, с. Гнилиця, вул. Підпірна, 3 [email protected] +380 63 834 9558 Information technology company (საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია)
Marketing Funny (დეაქტივირებულია) 2023 წელი 73486, Херсонська, смт Антонівка, вул. Чарівна, 31 [email protected] +380 96 344 3887 Home & garden shop
(სახლისა & ბაღის მაღაზია)
Crazy World 2023 წლის 14 ივნისი Los Angeles, CA, United States, California არ აქვს მითითებული არ აქვს მითითებული DJ · Actor · Musician/Band
(დიჯეი – მსახიობი მუსიკოსი/ბენდი)
Marketing Sanctuary 2023 წლის 26 თებერვალი вул. Челюскінців, 13 [email protected] +380 93 538 8928 Shopping service
(სავაჭრო სერვისი)
Bautista 2023 წლის 10 მარტი არ აქვს მითითებული არ აქვს მითითებული არ აქვს მითითებული Movie character
(ფილმის პერსონაჟი)
Coco Kaewchay 2023 წლის 24 აპრილი არ აქვს მითითებული არ აქვს მითითებული არ აქვს მითითებული Beauty, cosmetic & personal care
(სილამაზე, კოსმეტიკა & თავის მოვლა)
Cool Move (დეაქტივირებულია) 2023 წელი
შენიშვნა: ფეისბუქ გვერდ Cool Move-ის სწრაფი დეაქტივაციის გამომითების დეტექტორმავერ მოახერხა გვერდის სხვა მონაცემების სქრინშოტების შეგროვება/დაარქივება, გარდა მისი დარეკლამებული კონტენტისა. “მითების დეტექტორისთვისასევე უცნობია დეაქტივირებული Marketing Funny-ის შექმნის ზუსტი თარიღი.

18 ოქტომბრის მონაცემებით, “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი შვიდი გვერდიდან სამი დეაქტივირებულია, ხოლო ოთხი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

Programming Natural-ისა და Marketing Funny-ს შესახებ

ფეისბუკ გვერდებმა Programming Natural და Marketing Funny 2023 წლის მარტში გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელზეც ეკლესიის წინ დანთებული ცეცხლი, იქვე რამდენიმე ათეული ადამიანი ფერადი დროშებით ხელში, სახლების ნანგრევები და ევროკავშირის დროშები ჩანს. აღსანიშნავია, რომ პოსტებს იდენტური აღწერა ჰქონდათ. აღწერის თანახმად, ეს ფოტოები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Midjourney-მა მას შემდეგ დააგენერირა, რაც სთხოვეს, ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა საქართველო 2050 წელს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდებოდა.  2023 წლის აპრილში ამ გვერდების მიერ გავრცელებული პოსტები ფეისბუკ გვერდმა “მართლმადიდებლური გვერდი” რეალურ ამბად წარმოადგინა და ამტკიცებდა, თითქოს ფოტოზე აღბეჭდილი ეკლესია უცხოეთში მდებარე მართლმადიდებლური ტაძარი იყო. 

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

ფეისბუკ-გვერდი Programming Natural 2023 წლის 26 იანვარს შეიქმნა და გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიას წარმოადგენს. გარდა ამისა, გვერდზე მისამართად უკრაინა, ხარკივის ოლქის ერთ-ერთი სოფელია მითითებული, ტელეფონის ნომერსაც უკრაინული კოდი აქვს, ხოლო Melanija Isaeva-ს სახელით მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი ლატვიურია.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi1 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში Programming Natural-ის მიერ აპრილსა და მარტში დასპონსორებული რამდენიმე პოსტი ჩანდა, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ ე.წ. მიმებს წარმოადგენდა, თუმცა უშუალოდ გვერდის “თაიმლაინზე” ეს პოსტები დამალული იყო.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi2 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

ფეისბუკ გვერდი Programming Natural ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებზე იდენტური პოსტი მის მსგავს გვერდზე Marketing Funny-ზე გამოქვეყნდა. Programming Natural-ის მსგავსად, Marketing Funny-ს მისამართადაც უკრაინა, ამჯერად ხერსონის ოლქია მითითებული და ტელეფონის ნომერსაც უკრაინის კოდი აქვს. ამ ეტაპზე არც Marketing Funny არის ხელმისაწვდომი.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi3 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ Marketing Funny-საც იდენტური, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოსტები ჰქონდა დასპონსორებული, რომლებიც ევროსკეპტიციზმს აღვივებდა და ამკვიდრებდა გზავნილს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღება არარეალურია.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi4 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

Crazy World-ის შესახებ

ფეისბუკ-ანგარიში Crazy World (არქივის ბმული) ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის მასალას ავრცელებს. გვერდი 2023 წლის 14 ივნისს არის შექმნილი, კატეგორიაში მუსიკოსი/ბენდი აქვს მითითებული, მისამართის ველში – ლოს ანჯელესი, კალიფორნია. აღსანიშავია ისიც, რომ ამ გვერდის მიერ გავრცელებული მიმები მის პირად გვერდსა და ფოტოების სექციაში არ იძებნება, თუმცა, Ad Library-ში გადასვლით ვარკვევთ, რომ გვერდს გამოქვეყნებული და დასპონსორებული აქვს  ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის მიმები.  გვერდის მიერ დასპონსორებულ ფოტოებში აქცენტი იმაზეა გაკეთებული, თუ როგორ არ მიიჩნევენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსად ევროპის ქვეყნები და როგორ ელოდება ლგბტქი საზოგადოება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა შემდეგ თბილისში “გეი აღლუმი” გამართონ.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi6 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

Marketing Sanctuary-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი Marketing Sanctuary 2023 წლის 26 თებერვალს შეიქმნა. გვერდს კატეგორიაში სავაჭრო სერვისი აქვს მითითებული. გარდა ამისა, გვერდზე მისამართად უკრაინა, ჩერნივიცის ოლქი არის მითითებული და აქვე გამოქვეყნებულ ტელეფონის ნომერსაც უკრაინული კოდი (+380) აქვს. აღსანიშნავია, რომ Marketing Sanctuary-ის აღწერაში ელექტრონული ფოსტის მისამართი ([email protected]) არის მითითებული.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi7 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

ფეისბუკ გვერდის Marketing Sanctuary-ის სიახლეების ველში ერთი მიმი და რამდენიმე პოსტი გვხვდება. მიმის თანახმად, საქართველოს მომავალი ევროკავშირში გეების, ტრანსგენდერებისა და ლგბტქი საზოგადოების მიმართ ტოლერანტობას გულისხმობს. გვერდზე გამოქვეყნებულილ სხვა პოსტებში კი რუსულ ენაზე სამოტივაციო ფრაზებია წარმოდგენილი (Ты можешь быстрее — предела нет. Знай, ты можешь — будь уверен. Хватит попыток — просто бей!). ამავე გვერდის დასპონსორებული მიმები ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება. მაგალითად, ირონიულად ერთმანეთს შედარებულია ევროკავშირში გაწევრიანების “მცირე” სიკეთე და ის “გრძელი სია”, რომელიც ქვეყანამ მასში გაწევრიანებისთვის უნდა შეასრულოს. მიმებში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის ქვეყნები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ღირსად არ მიიჩნევენ და რომ ევროპის კავშირში გაწევრიანების შემდეგ ლგბტ საზოგადოება თბილისში “გეი აღლუმს” ჩაატარებს.

Marketing Sanctuary-ის სექტემბერში გამოქვეყნებული ორი მიმი იდენტურია Crazy World-ის ანტიევროპული მიმების, რომელსაც გვერდი აგვისტოში არეკლამებდა.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi8 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi9 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

Bautista-ს შესახებ

ფეისბუკ გვერდი Bautista 2023 წლის 10 მარტს შეიქმნა და ამ დროისთვის 28 გამომწერი ჰყავს (არქივი). გვერდს კატეგორიების ნაწილში ფილმის პერსონაჟი აქვს მითითებული. ფეისბუკ გვერდზე მხოლოდ პროფილისა და გარეკანის ფოტოების ატვირთვის პოსტი გვხვდება, თუმცა რეკლამების ბიბლიოთეკაში Bautista-ს მიერ დასპონსორებული პოსტები იძებნება. როგორც სხვა გვერდების შემთხვევაში, Bautista-ს მიმების შინაარსიც ანტიდასავლურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ისახავს მიზნად.  მათ შორის ერთ-ერთი მიმი ავრცელებს გზავნილს, თითქოს დასავლეთი რევოლუციებს აფინანსებს.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi10 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi11 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi12 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ გვერდის მიერ ერთ-ერთი დასპონსორებული ვიდეო სექტემბერში “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუკ მომხმარებელმა (ვერა-ციცინო ხარაბაძე) ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა. ანიმაციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კარიკატურული პერსონაჟი თავის გეგმებს “ამხელს”. ანიმაცია ინგლისურად არის გახმოვანებული,   თუმცა მას ქართული ტიტრები აქვს დართული, სადაც როგორც ორთოგრაფიულ, ასევე მორფოლოგიურ და სინტაქსურ შეცდომებს ვხვდებით:

“გამარჯობა, მე მიშა ვარ და მოგიყვებით რას გავაკეთებ უახლოეს მომავალში. მე და ჩემმა დიდი ხნის მეგობრებმა, რომლებიც ახლა თავისუფლებაზე არიან, მივიღეთ ჩვენი კოლეგების შემოთავაზება,  აშშ-სა და ევროპის კავშირიდან და გადავწყვიტეთ მეორე ვარდების რევოლუციის მოწყობა. უახლოეს დროშო ჩვენ დავიწყებთ მოვლენათა რიგს, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამხობისკენ მიიყვანს. ჩემო ძვირფასო სალომე, გამაგრდი, მალე ყველაფერი ეიცვლება და ჩვენ ისევ ვივლით ერთად ამერიკელ ბატონებთან, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ვიღაც დაშავდება. მაგრამ ქართველები ძლიერი ერია. ერთი შერყევით მეტი, ერთით ნაკლები  – ისინი ყველაფერს მოითმენენ. ჯერ ხომ ჩემი სჯერათ!”.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi13 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

9 სექტემბერს ფეისბუკ-გვერდმა Bautista გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ “ძლიერმოქმედი ნივთიერებით” გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში ცხოვრობდა და რამდენიმე დღით ადრე სამსახურში მისი ეროვნების გამო ბულინგზე  წერდა. რეალურად, Manchester Evening News-ის სახელით გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი “მითების დეტექტორმა გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ყალბია.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi14 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

Cool move-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდს Cool move, რომელიც ამ დროისთვის წაშლილია, გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტი, რომელშიც ასევე ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებოდნენ, როგორი ამბები გამოქვეყნდებოდა ქართულ მასმედიაში 2050 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროპული საზოგადოების ნაწილი გახდებოდა. როგორც სხვა გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების შემთხვევაში, ამ პოსტსაც თანდართული აქვს ფოტოები, რომელზედაც ფერადი დროშებით ხელში ადამიანები ჩანან.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi15 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

ამავე ფეისბუკ გვერდის დასპონსორებულ პოსტებში ვხედავთ მიმებს, რომლებშიც აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ უიმედოდ ელოდება საქართველო ევროკავშირის წევრობას და დასავლეთისგან მხოლოდ ფუჭი დაპირებების ტალღას იღებს.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi16 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

Coco Kaewchay-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი Coco Kaewchay (არქივი 1; 2) 2023 წლის 24 აპრილს შეიქმნა. გვერდს კატეგორიაში Beauty, cosmetic & personal care (სილამაზე, კოსმეტიკა & პირადი მოვლა) აქვს მითითებული. Coco Kaewchay-ის “თაიმლაინზე” მხოლოდ პროფილისა და გარეკანის ფოტოს შეცვლის შესახებ პოსტები გვხვდება და დასპონსორებული პოსტები, რომელთა ხილვაც რეკლამების ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი, Coco Kaewchay-ის პროფილზე ხელმისაწვდომი არაა.

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi17 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi18 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

სხვა გვერდებისგან განსხვავებით, Coco Kaewchay-ს გვერდი ამ ეტაპზე ე.წ. მიმებს არ არეკლამებს, თუმცა მისი ანტიდასავლური შინაარსით, კატეგორიზაციითა და მოქმედების ტექნიკებით მსგავსია “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ დანარჩენ ექვს გვერდთან.

ფეისბუკ გვერდ  Coco Kaewchay-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში  ერთი რეკლამა გვხვდება, თუმცა რეკლამის დეტალებზე გადასვლის შემდეგ ვიგებთ, რომ მას სამი ვერსია აქვს. 

antidasavluri gzavnilebis gamavrtselebeli gverdebi19 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

რეკლამებზე გვხვდება საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის დროშების, ასევე პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ფოტოები, რომელთაც შემდეგი ტექსტები ახლავს თან:

  1. “მარიონეტად ცხოვრება თუ თავისუფლად დარჩენა? შენი გადასაწყვეტია! მიეი ხმა!”;
  2. “არ ვიყოთ ახალ კოლონიად, რომელსაც იყენებენ! დავიცვათ ჩვენი თავისუფლება! მიეცი ხმა!”;
  3. “ხმა მიეცი დამოუკიდებელ საქართველოს! შენმა ხმამ შეიძლება, ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს”.

იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ბმულზე გადავალთ, Manifest.ge-ზე პეტიციაზე (არქივი) “საქართველოს კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის აუცილებლობის დებულებების გამორიცხვის შესახებ” ხელის მოსაწერი გრაფა გამოგვიჩნდება.

Screenshot 2023 10 19 102206 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

პეტიციაში აღნიშნულია, რომ ევროპის კავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესრულების აუცილებლობის შესახებ 2022 წელს მისი მოლდოვასა და უკრაინისთვის მინიჭების ფონზე, უსამართლო გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციას აძლიერებს და საქართველოს თოთოეული მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს.

პეტიცია საქართველოს კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის აუცილებლობის დებულებების გამორიცხვის შესახებ ანანო წილოსანმა შექმნა, რომელიც manifest.ge-ზე 2023 წლის 6 ოქტომბერს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ manifest.ge-ზე რეგისტრაცია ნებისმიერი სახელისა და გვარის მქონე პირისთვის, ნებისმიერი ელექტრონული ფოსტით არის შესაძლებელი.

Screenshot 2023 10 19 102214 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

სხვადასხვა გვერდის მიერ გამოქვეყნებული იდენტური ვიზუალისა და შინაარსის მიმები

აღსანიშნავია, რომ Programming Natural-ისა და Marketing Funny-ის მიერ გამოქვეყნებული სამი რეკლამა ვიზუალურად და შინაარსობრივად ერთმანეთის იდენტურია.

Screenshot 2023 10 19 102241 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ
Programming Natural-ისა და Marketing Funny-ის მიერ დაფინანსებული მიმები

ასევე, ერთმანეთის იდენტურია Crazy World-ისა და Marketing Sanctuary-ის მიერ დაფინანსებული მიმები, სადაც ნათქვამმია, რომ ევროპის ქვეყნები საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსად არ თვლიან და ლგბტქი თემი ელის როდის გამართავს თბილისში აღლუმს, მას მერე, რაც საქართველოს ევროკავშირში მიიღებენ.

Screenshot 2023 10 19 102325 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ
Crazy World-ისა და Marketing Sanctuary-ის მიერ დაფინანსებული მიმები

რა ვიცით  @kuromail.cc-ზე რომელიც ორ ფეისბუკ გვერდს აქვს მითითებული?

დომენი .cc ქოქოსის კუნძულების ზედა დონის დომენის ზონაა. ის ღიაა საზოგადოებისთვის და .cc დომენი ყველას შეუძლია დაარეგისტრიროს. 2021 წელს ავსტრალიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, ქოქოსის (კილინგის) კუნძულების სუფიქსი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ზედა დონის დომენია, რომელსაც ინტერნეტ თაღლითები იყენებენ. გარდა ამისა, ამ დომენით ის ადამიანებიც სარგებლობენ, ვინც ინტერნეტში ბავშვებზე ძალადობის ამსახველ მასალებს განათავსებს. იმის გამო, რომ ის ვებსაიტების შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე იაფი დომენია, .CC სუფიქსი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული უმაღლესი დონის დომენი ბავშვებზე ძალადობის მასალების გასავრცელებლად – ნათქვამია კვლევაში. ასევე, 2011 წელს “გუგლმა” წაშალა 1 მილიონი მისამართი ქვედომენიდან .co.cc მასთან დაკავშირებული სპამური საიტების გამო. 2016 წლის გამოქვეყნებული გლობალური ფიშინგის ანგარიშის თანახმად, .cc იყო ზედა დონის ოთხი დომენიდან ერთ-ერთი, რომელიც შეადგენდა მავნე დომენის რეგისტრაციების 75%-ს.

kuromail.cc-ის ძებნისას სისტემას ვებ-საიტზე  https://mail.kuromail.cc/mail/-ს გადავყავართ, სადაც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესაყვანი ველის გარდა ამ გვერდთან დაკავშირებული პლათფორმების (YouTube, Telegram) ბმულები გვხვდება. ბმულზე დაწკაპუნებით ვიგებთ, რომ  kuromail.cc Усатый Арбитражник [Mustage Team-ს ეკუთვნის.

Screenshot 2023 10 19 102335 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

[Канал] Усатый Арбитражник უკრაინული იუთუბის და ტელეგრამის არხია, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ფეისბუკ ანგარიშების/ფერმის ყიდვას სთავაზობს. ამ ანგარიშების გამოყენება სხვადასხვა მიზნით არის შესაძლებელი, მათ შორის სოციალურ ქსელში რეკლამების გასაშვებად. არხი მომხმარებლებს სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს, მაგალითად, 8.99$ ღირებულების პაკეტში (არქივი) შედის ფეისბუკ ანგარიშები ისეთ ფოტოებთან ერთად, რომლითაც “მეტას” ნებისმიერ შემოწმებას გაივლიან. გარდა ამისა, ანგარიშებს 2 “ფან გვერდი” (ფოტოები, რამდენიმე პოსტი და ინფორმაცია გვერდის შესახებ) და 2 ბიზნეს მენეჯერი მოყვება,  თითოეულ ბიზნესმენეჯერში კი უკვე შექმნილია სარეკლამო ანგარიშები, რათა მომხმარებლისთვის ანგარიშში შესვლისას მხოლოდ რეკლამის ატვირთვა იყოს საჭირო.

Screenshot 2023 10 19 102343 გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

კვლევიდან გამოჩნდა, რომ გამოვლენილი ფეისბუკ გვერდები, რომლებიც ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. გავლენის კამპანიის წარმოებაში მიმების გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მავნე აქტორები სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ. მაგალითად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის “ტროლების ქარხნის” მიერ მიმების ტექნიკის გამოყენებაზე საუბარია აშშ-ის სენატის დასაზვერვო კომიტეტის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში.

ფეისბუკ გვერდების მიერ “შესახებ” (About) განყოფილებაში გამოქვეყნებული მწირი ინფორმაციისა და რეკლამის განმთავსებლის ანონიმურობის გამო შეუძლებელია იმის დაზუსტება, იმართება თუ არა ეს ქსელი ერთი და იგივე ჯგუფის მიერ, თუმცა ამ გვერდების მიერ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოსახდენად გამოყენებული იდენტური ტექნიკები და ტაქტიკები, ერთნაირი პოსტები, ორ შემთხვევაში კი, მსგავსი ელექტრონული ფოსტის არსებობა, მათი ერთმანეთთან კავშირის შესახებ აჩენს ეჭვს. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist