განადგურება თუ ჩანაცვლება? – ბრიტანული ნაღდი ფულის კუპიურების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

297
VIEWS

14-21 სექტემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) სუპერმარკეტში გამოკრული ინგლისის ბანკის განცხადების ფოტო გამოაქვეყნეს. განცხადებაში წერია, რომ 30 სექტემბრის შემდეგ ადამიანები 20 და 50-ფუნტიანი კუპიურების გამოყენებას ვეღარ შესძლებენ. პოსტების ავტორები წერენ, რომ გლობალისტები ნაღდი ფული განადგურებას მთელი ძალით ცდილობენ.

1dg განადგურება თუ ჩანაცვლება? - ბრიტანული ნაღდი ფულის კუპიურების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

დეზინფორმაციაა, თითქოს დიდ ბრიტანეთში ნაღდ ფულს ანადგურებენ. რეალურად, “ინგლისის ბანკი” 20 და 50-ფუნტიან ქაღალდის კუპიურებს ახალი დიზაინის, პოლიმერული ბანკნოტებით ანაცვლებს, რომელთა გაყალბება უფრო რთულია და ეკოლოგიურადაც გაცილებით სუფთაა, ვიდრე ქაღალდის კუპიურები. 

30 სექტემბრიდან დიდ ბრიტანეთში მოქალაქეებს 20 და 50 ფუნტი სტერლინგის ნომინალის ქაღალდის კუპიურებით გადახდა ნამდვილად აღარ შეეძლებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კუპიურებს ან ზოგადად ნაღდ ფულს მიმოქცევიდან იღებენ. რეალურად, ინგლისის ბანკი არსებულ ქაღალდის ბანკნოტებს ახალი დიზაინის პოლიმერული კუპიურებით ანაცვლებს. პოლიმერული კუპიურები სინთეტიკური პოლიმერული სუბტრატებისგან არის დამზადებული და ქაღალდის ბანკნოტებისგან განსხვავებით, პრიალა ზედაპირი აქვს, თუმცა ის ისეთივე ნაღდი ფულია, როგორც ქაღალდისგან დამზადებული  ფულის კუპიურები.

23phd განადგურება თუ ჩანაცვლება? - ბრიტანული ნაღდი ფულის კუპიურების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ფოტოები: Bank of England

ქაღალდის კუპიურების პოლიმერულით ჩანაცვლებას რამდენიმე მიზეზი აქვს, ესენია:

  1. უსაფრთხოება – ჰოლოგრამები და “გამჭვირვალე ფანჯარა” კუპიურის გაყალბებას ართულებს;
  2. გამძლეობა – პოლიმერული კუპიურა 2.5-ჯერ მეტხანს ძლებს, ვიდრე ძველი ქაღალდის კუპიურა;
  3. ეკომეგობრულობა – პოლიმერული კუპიურების ნახშირბადის ნაკვალევი ქაღალდის წინამორბედთან შედარებით 16%-ით ნაკლებია, მათი გადამუშავებაც მარტივად არის შესაძლებელი;
  4. სისუფთავე – გლუვი ზედაპირის გამო პოლიმერული ბანკნოტები ტენიანობისა და ჭუჭყის მიმართ მდგრადია.

23phed განადგურება თუ ჩანაცვლება? - ბრიტანული ნაღდი ფულის კუპიურების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

აღსანიშნავია ისიც, რომ  “ინგლისის ბანკი” იმ ადამიანებს, რომლებსაც 20 და 50-ფუნტიანი ქაღალდის კუპიურები ისევ აქვთ, მათ ახალ კუპიურებში გადაცვლას ან თანხას მათთვის სასურველი ბანკის ანგარიშზე ჩარიცხვას სთავაზობს.

20 და 50-ფუნტიანის ერთ მხარეს კვლავ დედოფალი ელისაბედ II-ა გამოსახული, დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი მონარქის გამოსახულებით სულ 80 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კუპიურებია მიმოქცევაში. როგორც გამოცემა The Guardian წერს, კუპიურებსა და მონეტებზე ელისაბედ II-ის გამოსახულების ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით ჩანაცვლებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. Insider-თან კომენტარში ინგლისის ბანკის წარმომადგენელმა თქვა, რომ დედოფლის გამოსახულების მქონე ბანკნოტების ჩანაცვლება გლოვის პერიოდის დასრულების შემდეგ დაიწყება.

მტკიცება, თითქოს გლობალისტებს ნაღდი ფულის განადგურება და მთლიანად ციფრულ სისტემაზე გადასვლა სურთ, “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონსპირაციის თეორიის ნაწილია. გარდა ამისა, არსებობს კონსპირაცია, რომლის მიხედვითაც გეგმა  “ID 2020-ით” ყველა ადამიანს უნიკალური იდენტიფიკატორი მიენიჭება, რაც ფულს და საკრედიტო ბარათებს ჩაანაცვლებს და ეს გეგმა ვაქცინაციის საშუალებით განხორციელდება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist