გამოთქვა თუ არა გენერალმა მარკ მილიმ უკმაყოფილება უკრაინასთან მიმართებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

58
VIEWS

17 ივნისს ფეისბუკ გვერდმა New Neu Novo Nuovo Nouveau Новый ახალი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინამ იმაზე მეტი იარაღი მიიღო ვიდრე თავად მოითხოვა, თუმცა შედეგი არასახარბიელოა და ამიტომაც მომავალში აშშ იარაღის მიწოდებაზე კარგად დაფიქრდება. პოსტს თან ერთვის გენერალ მარკ მილის ფოტო და წარწერა:

“უკაინას ჩვენ მივაწოდეთ ისეთი შეიარაღება, რომელიც მთელს მსოფლიოს შეირაღებას აღემატება. გაგზავნილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობა იმდენია, რომ აღემატება მთელს მსოფლიოში ერთად აღებულ ტანკების რაოდენობას. მაგრამ შედეგი არც ისეთი მისაღებია.”

generali1 გამოთქვა თუ არა გენერალმა მარკ მილიმ უკმაყოფილება უკრაინასთან მიმართებით?

მტკიცება, თითქოს ამერიკა ზელენსკით უკმაყოფილოა და უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების მიუხედავად შედეგი აშშ-სთვის არც ისე მისაღებია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გენერალმა მარკ მილიმ უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა, თუმცა ზელენსკისა და სხვა ხელმძღვანელი პირების  მიმართ უკმაყოფილება არ გამოუხატავს და აღნიშნა, რომ უკრაინელები ძალიან ეფექტურ ბრძოლას აწარმოებენ.

პოსტს თან ერთვის მარკ მილის ფოტო და ციტატა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი განცხადება ამერიკელმა გენერალმა გააკეთა, თუმცა, მას შედეგზე არც უკმაყოფილება გამოუხატავს და არც მომავალში უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაუყენებია ეჭვქვეშ.

2022 წლის 15 ივნისს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტატების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა  მარკ მილიმ ჟურნალისტებს უკრაინისთვის  გადაცემული შეიარაღებისა და წვრთნების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

მარკ მილიმ თავდაპირველად უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ჯგუფის კოლექტიური ძალისხმევა უკრაინას ბრძოლის ველზე უდავო უპირატესობის მიღწევაში დაეხმარება. მილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთობლივად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ისინი უკანონო ომს უპირისპირდებიან, რომელსაც რუსეთი უკრაინის სუვერენულ ეროვნულ ტერიტორიაზე აწარმოებს.

მარკ მილიმ დეტალურად ისაუბრა უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების შესახებ, რომელიც ქვეყანამ არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მიიღო.

მარკ მილი: “როდესაც რუსეთი დონბასის რეგიონში შეიჭრა, ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინას ათობით 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცები და თითქმის ნახევარი მილიონი ტყვია გადავეცით. ამ თვის ბოლომდე ჩვენ მივაწოდებთ HIMARS სისტემებს, საბრძოლო მასალას […]
მე ვესაუბრე გენერალ ზალუჟნის და ჩვენ მივიღეთ სია. ეს არის მათი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნა: მათ მოითხოვეს ათი საარტილერიო დივიზიონი, მივეცით 12. რაც შეეხება ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, უკრაინას ჩვენ მივაწოდეთ  6500-ზე მეტი ჯაველინი და 20000 სხვა ჯავშანტექნიკის სისტემა. ერთობლივად, საერთაშორისო საზოგადოებამ თითქმის 97000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება უზრუნველყო. ეს იმაზე მეტია, რაც მსოფლიოში ტანკია. ისინი ითხოვდნენ 200 ტანკს, ჩვენ მივაწოდეთ 237. მოითხოვეს 100 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და აქვთ 300-ზე მეტი. ჩვენ მათ გადავეცით, უხეშად რომ ვთქვათ, 1.600 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის 60 ათასი რაკეტა”

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მარკ მილის უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის ან სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ არ გამოუხატავს. გენერალმა რამდენჯერმე აღნიშნა, თუ როგორი სიმამაცით იბრძვიან უკრაინელები ყოველდღიურად და საკუთარ ტერიტორებს მისხალ-მისხალ იცავენ. მარკ მილიმ ასევე რუსეთის სამხედრო დანაკარგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსებმა მათი ჯავშანტექნიკის დაახლოებით 20-30 პროცენტი დაკარგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები ტაქტიკურად ძალიან ეფექტურ ბრძოლას აწარმოებენ.

მარკ მილი, გენერალი: “მე ვიტყვი ამას, უკრაინელების არტილერია, მათი უნარები – უკრაინელების საარტილერიო უნარები ძალიან, ძალიან კარგია. ისინი ყველაზე მაღალი დონის მსროლელები არიან და ეფექტი, რომელსაც ისინი ახდენენ ბრძოლის ველზე არის ძალიან კარგი, ძალიან ეფექტური.”

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი New Neu Novo Nuovo Nouveau Новый ახალი 2022 წლის 22 მაისს შეიქმნა და  29 ივნისის მდგომარეობით 351 გამომწერი ჰყავს.

generali2 გამოთქვა თუ არა გენერალმა მარკ მილიმ უკმაყოფილება უკრაინასთან მიმართებით?

გვერდზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური, რუსი ჯარისკაცების მხარდამჭერი და  რუსეთის უკრაინაზე სამხედრო უპირატესობის  “დამადასტურებელი” პოსტები ვრცელდება.

generali3 გამოთქვა თუ არა გენერალმა მარკ მილიმ უკმაყოფილება უკრაინასთან მიმართებით?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist