ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) – რომელ კომპანიებს ეხებათ რეგულაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

81
VIEWS

14 აგვისტოს ფეისბუქ პროფილმა “Zura Nozadze” გამოაქვეყნა შვეიცარიული მედიის “Kla.tv” გადაცემის ვიდეო, რომელშიც წამყვანი აღნიშნავს, რომ კანონი, რომელიც ძალაში 25 აგვისტოს შედის, საფრთხეს უქმნის ყველა სოციალურ პლატფორმას, თუ ისინი უარს იტყვიან „პოლიტიკურად არასწორი შინაარსის“ დაუყოვნებლივ დაბლოკვაზე. ჟურნალისტის მტკიცებით, აღნიშნული კანონი კოვიდ ვაქცინაციით დაზარალებული ხალხის რაოდენობის ზრდის მაჩვენებლების დასამალად და ამ საკითხიდან  ყურადღების გადასატანად მიიღეს.

tsiphruli srvisebis aqti ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) - რომელ კომპანიებს ეხებათ რეგულაცია?

წამყვანი დიდი ალბათობით გულისხმობს ევროპარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებულ ციფრული სერვისების აქტს, რომლის მიხედვით, რიგ კომპანიებს თავიანთი პოლიტიკის ამ რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანა 25 აგვისტომდე მოუწევთ. ციფრული სერვისების აქტი (DSA) ევროკავშირის რეგულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ სივრცეში არალეგალური კონტენტის გავრცელებასთან ბრძოლას და მომხმარებელთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას.რეგულაცია ძალაში 2024 წლის 17 თებერვლიდან შედის, ზოგიერთი დებულება კი 2022 წლის 16 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ აქტის მიზანს არა რაიმე ინფორმაციის დამალვა, არამედ დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლა და ონლაინ სივრცეში უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა წარმოადგენს. ამასთანავე, სოციალური პლატფორმების დაბლოკვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განმეორებითად დაარღვევენ ახალ წესებს, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნება ადამიანების სიცოცხლეს ან/და უსაფრთხოებას.

რა არის ციფრული სერვისების აქტი (DSA) და ვის ეხება ევროკავშირის რეგულაცია?

ციფრული სერვისების აქტი შეეხებათ ძალიან დიდი ზომის სოციალურ ქსელებს, ონლაინ სავაჭრო კომპანიებსა თუ საძიებო სისტემებს. ევროკომისიის დადგენილებით, ძალიან დიდად ითვლება ის ონლაინ პლატფორმა, რომლის მომხმარებელთა თვიური  რაოდენობა ევროკავშირში 45 მილიონს (ანუ მოსახლეობის 10%-ს) აღემატება. 2023 წლის 25 აპრილს ევროკომისიამ ასეთი 19 პლატფორმის სია გამოაქვეყნა: “ფეისბუქი”, “ინსტაგრამი”, “ტვიტერი”, “ტიკ-ტოკი”, “ამაზონი”, “ალიექსპრესი”, “ეფლსთორი”, “ბუქინგი”, “გუგლ მაპსი”, “გუგლ ფლეი”, “გუგლ შოპინგი”, “ლინკდინი”, “პინტერესტი”, “სნეპჩატი”, “ვიკიპედია”, “ცალანდო”, “იუთუბი” და გუგლისა და ბინგის საძიებო სისტემები. ევროკომისიის ვებგვერდზე 25 აპრილს გამოქვეყნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიებს ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 4 თვე მიეცათ, რომელიც  25 აგვისტოს იწურება.

4 მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც კომპანიებს მოუწევთ:

  • მეტი დაცვა, კონტროლი და არჩევანი მათი მომხმარებლებისთვის

დიდ ონლაინ პლატფორმებს ეკრძალებათ სენსიტიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით  მომხმარებელთათვის რეკლამების ჩვენება/შეთავაზება. ასეთ მგრძობიარე ინფორმაციაში იგულისხმება ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობა, პოლიტიკური აზროვნება და სხვა. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც “დიფფეიქების” სახელითაა ცნობილი, აუცილებლად უნდა მოინიშნოს პლატფორმის მიერ, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეზინფორმაციის გავრცელება. 

  • არასრულწლოვანთა გაძლიერებული დაცვა ონლაინ სივრცეში

აღნიშნულმა დიდმა კომპანიებმა ისე უნდა შეცვალონ მათი სისტემები, რომ მაქსიმალურად დაიცვან არასრულწლოვანთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ამისათვის, მათ უნდა გამოიყენონ ასაკის ვერიფიკაციისა და მშობლის კონტროლის მექანიზმები. ასევე, აკრძალული ხდება არასრულწლოვანებისკენ მიმართული ნებისმიერ სახის მიზნობრივი რეკლამა. საძიებო სისტემებმა: ბინგმა და გუგლმა კი უნდა დაბლოკონ საფრთხის შემცველი ყველა მასალა, რომელიც შესაძლოა ბავშვების დასმულ კითხვაზე პასუხად გამოჩნდეს. 

  • კონტენტის უფრო საფუძვლიანი მოდერაცია, ნაკლები დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში

ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებსა და საძიებო სისტემებს მოუწევთ სისტემების გაუმჯობესება ისე, რომ ხელი შეუშალონ მათი ალგორითმის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას. მათ უნდა შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეატყობინონ პლატფორმას არალეგალური კონტენტის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც პლატფორმა ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საჭირო ქმედებებს მისი გავრცელების შესაჩერებლად. 

  • მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

ზემოაღნიშულ სოციალურ პლატფორმებსა და საძიებო სისტემებს ეკისრებათ ვალდებულება მომხმარებლებს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის მონაცემებს აგროვებენ მათგან და რატომ სთავაზობენ მათ კონკრეტულ რეკლამას. პლატფორმებმა უნდა გამოაქვეყნონ გამჭვირვალობის ანგარიშები კონტენტის მოდერაციის გადაწყვეტილებებისა და რისკების მართვის შესახებ. რისკებისა და ციფრული სერვისების აქტის წესებთან თავსებადობის შეფასების მიზნით, ისინი ყოველწლიურად დაექვემდებარებიან დამოუკიდებელ აუდიტს, რომლის შეფასებაც იქნება გადამწყვეტი.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ახალი კანონის დარღვევის შემთხვევაში სოციალურ პლატფორმას ან/და საძიებო სისტემას დაეკისრება ჯარიმა, რომლის რაოდენობაც მათი გლობალური ბრუნვის მაქსიმუმ 6%-მდე განისაზღვრება. ამასთანავე, ევროკავშირს უფლება აქვს დროებით დაბლოკოს ისინი, ისეთი სერიოზული დარღვევების განმეორების შემთხვევაში,  თუ ეს საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას. 

2022 წელს ევროპარლამენტმა ციფრული ბაზრის აქტიც დაამტკიცა

ციფრული სერვისების აქტთან ერთად ევროპარლამენტმა 2022 წელს ციფრული ბაზრის აქტიც დაამტკიცა. რეგულაციის მიზანი ონლაინ სივრცეში უფრო სამართლიანი ბიზნეს გარემოს შექმნა და მომხმარებელთათვის მეტი სერვისის შეთავაზებას წარმოადგენს. ის ასევე მოიცავს  მიზნობრივი რეკლამირებისათვის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე მომხმარებლის თანხმობის აუცილებლობის საკითხებსაც. აქტი ეხება ძალიან დიდ კომპანიებს, რომელთა შორისაც გუგლი, მეტა და ამაზონი არიან. კომპანიები ამ ჩამონათვალში ხვდებიან, სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში: 1. აქვს ძლიერი ეკონომიკური პოზიცია, მნიშვნელოვანი გავლენა შიდა ბაზარზე და აქტიურია ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში; 2. აქვს ძლიერი შუამავლის პოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აკავშირებს მომხმარებელთა დიდ ბაზას ბიზნესების დიდ რაოდენობასთან; 3. აქვს (ან აპირებს) გამყარებული და მდგრადი პოზიცია ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დროთა განმავლობაში სტაბილურია, თუ კომპანია აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ ორ კრიტერიუმს ბოლო სამი ფინანსური წლის განმავლობაში. 

“ციფრული ბაზრის აქტის” წესების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიისათვის ჯარიმის სახით გათვალისწინებულია მისი ყოველწლიური გლობალური ბრუნვის 10%-მდე თანხა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ეს რაოდენობა 20%-მდე შესაძლოა გაიზარდოს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist