დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული საქველმოქმედო ფონდი ლგბტ პროპაგანდისთვის მგალობელს ეძებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

149
VIEWS

27 ოქტომბერს გამოცემა “მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა (მჟკ)” გამოაქვეყნა სიახლე, რომლის მიხედვითაც უკრაინული საქველმოქმედო ფონდი Вільні ეძებს ვოკალისტს, რომელიც ლგბტ იდეოლოგიას იქადაგებს. მჟკ-ის თანახმად, ფონდმა ვაკანსია ვებ-საიტზე Work.ua გამოაქვეყნა. სტატიაში ასევე ჩასმულია ვაკანსიის სკრინშოტი. იგივე სიახლე მჟკ-მა რუსულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზეც გამოაქვეყნა.

mgeilobeli დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული საქველმოქმედო ფონდი ლგბტ პროპაგანდისთვის მგალობელს ეძებს

გავრცელებული ცნობა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია მრევლისთვის ლგბტ იდეოლოგიის საქადაგებლად მგალობლებს ეძებს, დეზინფორმაციული შინაარსისაა. ინფორმაცია თავად ორგანიზაციამ უარყო.

ვაკანსიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაცია «БФ Вільні» 29 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებულ ვაკანსიაში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ორგანიზაცია არც ვოკალისტებს და არც სხვა თანამშრომლებს არ ეძებს. განცხადების თანახმად, დეზინფორმაციის მიზანი ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვაა და მათ საკითხთან დაკავშირებით პოლიციასაც მიმართეს. «БФ Вільні»-ს პოსტს თანდართული აქვს განცხადების სქრინშოტიც, რომელიც თავის სტატიაში “მართლმადიდებელი ჟურნალისტების კავშირს” აქვს ჩასმული. 

mgeilobeli1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული საქველმოქმედო ფონდი ლგბტ პროპაგანდისთვის მგალობელს ეძებს

იქიდან გამომდინარე, რომ ვაკანსიის სქრინშოტი ვიზუალურად ჰგავს ვაკანსიების განთავსების უკრაინულ პორტალს Work.ua-ს, სავარაუდოდ, ყალბი ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია სწორედ აქ გამოქვეყნდა. “მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის” მიერ სტატიაში მითითებული Work.ua-ს ბმულზე გადასვლის დროს ვაკანსია აღარ იძებნება და ჩანს შენიშვნა, რომ ვაკანსია დამსაქმებელმა წაშალა ან დამალა. ვაკანსიის წაშლის შესახებ ინფორმაცია თავად ბმულშიც მითითებულია. სავარაუდოდ, ვაკანსია მას შემდეგ წაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

mgeilobeli2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული საქველმოქმედო ფონდი ლგბტ პროპაგანდისთვის მგალობელს ეძებს

წყაროს შესახებ:

“მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის” “ჩვენს შესახებ” განყოფილების თანახმად, გაერთიანება 2015 წელს “კანონიკური” მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის) ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა. ვებ-საიტი უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ, ბერძნულ, რუმინულ, ქართულ და რუსულ ენებზე ფუნქციონირებს. მჟკ-ის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist