დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული ბანკი მათ ბარათებს ბლოკავს, ვინც გაწვევაზე არ გამოცხადდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

220
VIEWS

8-11 თებერვალს ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა ოშადბანკმა დაიწყო იმ კლიენტების ბარათების დაბლოკვა, რომლებიც თავს არიდებენ საყოველთაო გაწვევას და არ გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში. ამის მტკიცებულებად, პოსტების ავტორებმა ატვირთეს ოშადბანკისგან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების ფოტო, რომელშიც წერია: “თქვენი ბარათი დაბლოკილია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოუცხადებლობის გამო”.

oshadbanki1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული ბანკი მათ ბარათებს ბლოკავს, ვინც გაწვევაზე არ გამოცხადდა

მტკიცება, თითქოს უკრაინული ბანკი ოშადბანკი მის მომხმარებლებს ბარათებს უბლოკავს სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობის გამო, დეზინფორმაციულია. გავრცელებული ცნობები ბანკის წარმომადგენლებმა უარყვეს. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ქმედება უკანონოა. 

ოშადბანკის ბორდის თავმჯდომარე სერგი ნაუმოვმა პირად ტელეგრამ ანგარიშზე აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, ეს არის მტრის (რუსეთის) მიერ განხორციელებული ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილი.

oshadbanki2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული ბანკი მათ ბარათებს ბლოკავს, ვინც გაწვევაზე არ გამოცხადდა

იმის დასაზუსტებლად ნამდვილად გაგზავნა თუ არა ოშადბანკმა მსგავსი შეტყობინებები, ფაქტების გადამმოწმებელი უკრაინული ორგანიზაცია “Stopfake” დაუკავშირდა ბანკის პრესსამსახურს, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ოშადბანკი არ აგზავნის მსგავსი სახის განცხადებებს. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამჟამად კანონის მიხედვით ბანკებს არ აქვთ უფლება მომხმარებლებს დაუბლოკონ ანგარიში, სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდების გამო.  2023 წლის 25 დეკემბერს უკრაინის პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ასეთი პირებისათვის ფინანსური შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, თუმცა მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული პროტესტის გამო კანონპროექტი მალევე გაიწვიეს. 

უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იეჰორ ჩერნევმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა ახალ კანონპრექტზე. მიუხედავად, იმისა, რომ ამჟამად სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდება ისჯება ადმინისტრაციული და კრიმინალური მუხლებით, ახალ კანონპროექტში შესაძლოა სასჯელის სახით ეკონომიკური ზომებიც დაემატოს.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

ფეისბუქის რუსულენოვანი მომხმარებელი Victor Ruszov ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და ანტიისრაელური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული არაერთი პოსტი  ფაქტების გადაამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მონიშნულია მცდარ ინფორმაციად.

tsqharo 1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული ბანკი მათ ბარათებს ბლოკავს, ვინც გაწვევაზე არ გამოცხადდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist