დეზინფორმაცია, თითქოს იტალიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კორონავირუსის საქმეზე დააკავეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

18
VIEWS

13 დეკემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა ცოდნა სინათლეა გამოაქვეყნა პოსტი, რომ იტალიაში დააკავეს ყოფილი ჯანმრთელობის მინისტრი, “რომელმაც შეგნებულად დაუმალა მოსახლეობას, რომ კოვიდ შხამქცინები იწვევდა სიკვდილიანობას”. პოსტის ავტორს გამოქვეყნებული აქვს რუსულენოვანი სტატიების სქრინშოტები და მოსახლეობას მოუწოდებს, მიიღონ სისხლის გამათხელებლები, რადგან “ვაქცინებში არსებული გრაფენები იწვევს როგორც სისხლის შედედებას, ასევე არღვევს უჯრედისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესს”. 

italiis jandatsvis ministri დეზინფორმაცია, თითქოს იტალიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კორონავირუსის საქმეზე დააკავეს

მტკიცება, რომ იტალიის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინების მავნებლობაზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის დამალვის გამო დააკავეს, დეზინფორმაციულია. რობერტო სპერანზა დაკავებული არ არის და ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, ჯერჯერობით, სანდო წყაროებით არ დასტურდება.  

 სქრინშოტებზე იტალიის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანზა არის გამოსახული. აღსანიშნავია ისიც, რომ სტატიებში არ არის ნახსენები მისი დაკავება და აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ სპერანზას წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება სანდო იტალიური მედიით – მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, RAI-ს ვებ-საიტით.  

გარდა ამისა, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ სისხლის შედედების მცირე ალბათობა არსებობს და დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს ვაქცინებში არსებული გრაფენები სისხლის შედედებას იწვევს, რის გამოც გამათხელებლების მიღებაა აუცილებელი. გრაფენის ოქსიდები ვაქცინების შემადგენლობაში არ შედის. კორონავირუსის ვაქცინა მაღალეფექტურია სიკვდილიანობის პრევენციისთვის. ასევე, კორონავირუსის ბუსტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რისკ-ჯგუფებში სიკვდილიანობის შემცირებაში, აცრის შემდეგ კი მძიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, იშვიათია. კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ პანდემიის პირველ წელს მსოფლიოში დაღუპულთა რაოდენობა 20 მილიონით შეამცირა

ინფორმაცია, რომ რომის პროკურატურაში რობერტო სპერანზა ეჭვმიტანილთა სიაშია დამატებული, რადგან მან დამალა, რომ კორონავირუსის ვაქცინა მოქალაქეების სიკვდილსა და გვერდით ეფექტებს იწვევდა, ცნობა “ექსკლუზივის” სახელით გადაცემა Fuori dal coro-ში ჟურნალისტმა, მარიო ჯორდანომ 2023 წლის ნოემბერში გაავრცელა. ჯორდანო ამბობდა, რომ მათი ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე საქმეზე მუშაობა რომის პროკურატურამ დაიწყო, დასტურად კი დოკუმენტი აჩვენა. ინფორმაცია 23 ნოემბერს გაავრცელა იტალიურმა კონსერვატიული ხედვების გაზეთმა “La Verita”. ყოფილ ჯანდაცვის მინისტრზე მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ ისეთ სანდო იტალიურ მედიებს, როგორების არის RAI და Corriere Della Sera. ინფორმაცია, რომ სპერანზა ეჭვმიტანილთა სიაშია შეყვანილი,  La Verita-სა და Fuori dal coro-ზე დაყრდნობით გაავრცელა გამოცემა La Repubblica – მ. აღსანიშნავია, რომ გადაცემა Fuori dal coro-ში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა  – მაგალითად, შეცდომაში შემყვანი იყო მტკიცება, თითქოს Pfizer-ის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში თქვა, რომ ტესტირება არასოდეს ჩატარებულა იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ვაქცინას ინფექციის გადადების შეჩერება. ასევე, არ გამართლდა La Verita-ს მტკიცებაც, რომ პაპი ფრანცისკე ჩინეთში, ვუჰანში აპირებდა ჩასვლას.  

გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს უცხოელმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც. როგორც Lead Stories წერს, მტკიცება, რომ გამოძიება დაიწყო, უსაფუძვლოა და შემოიფარგლება მხოლოდ იტალიური ვებ-საიტებით, რომლებიც ამბავს განსხვავებული ინტერპრეტაციებით აშუქებენ.   

 აღსანიშნავია ისიც, რომ რობერტო სპერანზასა და იტალიის ყოფილ პრემიერ ჯუზეპე კონტესთან დაკავშირებით იტალიაში ნამდვილად მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა, 2023 წლის ივნისში მათ ბრალდება მოეხსნათ, რადგან სასამართლომ დაასკვა, რომ ისინი ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღის სავარაუდო არასწორ მართვაზე პასუხისმგებელი არ იყვნენ. გამოძიება ლომბარდიის პროვინცია ბერგამოში ადამიანების დაღუპვის გამო დაიწყო – როგორც დაღუპულთა ოჯახები ამტკიცებდნენ, 4 000 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, ტერიტორიებზე კარანტინი დაუყოვნებლივ რომ გამოცხადებულიყო. ბრალდება ეპიდემიის გამწვავებასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობას გულისხმობდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ გამოძიება კავშირში არ იყო ვაქცინებთან და აცრით “გამოწვეულ სიკვდილიანობასთან”.  

 წყაროს შესახებ 

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ცოდნა სინათლეა” ყალბ ინფორმაციას, ანტივაქსერული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს. გარდა ამისა, ანგარიში ხშირად აზიარებს მასალას, რომელიც ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული

italiis jandatsvis ministri1 დეზინფორმაცია, თითქოს იტალიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კორონავირუსის საქმეზე დააკავეს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist