დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს გარდა სხვა გაერთიანებების ან ქვეყნების დაწესებული სანქციები უკანონოა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გაერო
84
VIEWS

16 მაისს პრორუსული ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემაში პოლიტოლოგმა გიორგი ირემაძემ განაცხადა, რომ სანქციების დაწესება ლეგიტიმურად მხოლოდ გაეროს შეუძლია და ცალკეული ქვეყნების თუ ევროკავშირის მსგავსი გაერთიანებების მიერ დაწესებული სანქციები უკანონოა. 

solidaroba mshvidobisthvis დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს გარდა სხვა გაერთიანებების ან ქვეყნების დაწესებული სანქციები უკანონოა

მტკიცება, თითქოს სანქციების დაწესების ლეგიტიმური უფლება მხოლოდ გაეროს აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. საერთაშორისო სამართალი მსგავს შეზღუდვებს არ აწესებს და  გაეროს წესდების  მიხედვით ორგანიზაციას მსგავსი პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ სამხედრო სანქციებისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტისას. 

სანქციები, რომლებზეც ირემაძე საუბრობს, ეკონომიკურ სანქციებს მიეკუთვნება და მასში შედის ისეთი ქმედებები, როგორიცაა შეზღუდვები ვაჭრობაზე, ფინანსებზე წვდომასა და მოგზაურობაზე, რომელსაც ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია უწესებს რომელიმე სახელწიფოს ან არასახელმწიფო აქტორს, მათ შორის ინდივიდუალურ პირებს. ამ ტიპის სანქციები კონრეტულად შეიძლება მოიცავდეს ანგარიშების გაყინვას, ექსპორტისა და იმპორტის ნაწილობრივ ან მთლიანად შეზღუდვას, მოგზაურობის აკრძალვას, იარაღის ემბარგოს და სხვა.

ამ დროისათვის სანქციებს აწესებს 3 ძირითადი ორგანო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). მათ გარდა, სანქციებს ყველაზე ხშირად მიმართავს აშშ, რომელსაც ინდივიდუალურ პიროვნებებთან ერთად სახელმწიფოებიც ყავს დასანქცირებული

გაეროს წესდება უკრძალავს სახელმწიფოებს ძალის გამოყენებას ნებისმიერ შემთხვევაში, თავის დაცვის გარდა. კონვენციის მეშვიდე თავის 42-ე მუხლის მიხედვით მხოლოდ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს აქვს უფლება, რომ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება და ისიც უკიდურეს შემთხვევაში. თუმცა, სახელმწიფოებსა და ევროკავშირის მსგავს ორგანიზაციებზე არ ვრცელდება მსგავსი შეზღუდვა ეკონომიკური თუ დიპლომატიური სანქციების დაწესების შემთხვევაში – მსგავსი რამ წესდებაში არ წერია. პირიქით, მეშვიდე თავი ითვალისწინებს სახელმწიფოების ან არასახელმწიფო აქტორების მიმართ კოლექტიური სანქციების დაწესების შესაძლებლობას, რასაც აქტიურად მიმართავენ გაერო, ევროკავშირი, აფრიკის კავშირი და სხვა ორგანიზაციები. 

კონკრეტული სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სანქციებს ცალმხრივი (unilateral) სანქციები ეწოდება და საერთაშორისო სამართალში არ იძებნება წესი, რომელიც მას კრძალავს.  დოკუმენტში “სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა საერთაშორისო ასპარეზზე არასწორი ქმედებებისთვის”, რომელიც 2001 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მანდატით გამოიცა. საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ სანქციები განმარტებულია, როგორც “კოლექტიური იძულებითი ზომები, რომელთა განხორციელებას წყვეტს საერთაშორისო ორგანიზაცია ან სახელმწიფოთა ჯგუფი”. თუმცა, ამ დეფინიციის მიუხედავად დოკუმენტი არ უარყოფს ცალმხრივ სანქციებს და მის ნაცვლად მოიხსენიებს სიტყვებს – რეტორსიები და საპასუხო ზომები (retorsions and countermeasures) – ქმედებები, რომლის გამოყენებაც შეუძლია სახელმწიფოს. ეს შესაძლოა იყოს ეკონომიკური, კულტურული, დიპლომატიური ან სამხედრო ზომები, რომელიც არ შეიცავს რაიმე სახის მუქარას ან ძალის გამოყენებას. 

გარკვეული ორაზროვნება არსებობს ცალმხრივი ექსტრატერიტორიული სანქციების (Unilateral extra-territorial sanctions)  მიმართ. ასეთ ვითარებაში, კონკრეტული ქვეყანა მესამე ქვეყნის მოქალაქეებს და კომპანიებს უკრძალავს დასანქცირებულ ქვეყანასთან ვაჭრობასა და სხვადასხვა სახის ურთიერთობებს. მაგალითისთვის, აშშ სწორედ მსგავს პოლიტიკას ატარებს ირანის წინააღმდეგ და აჯარიმებს იმ კომპანიებსა თუ ინდივიდუალებს, რომელიც ირანთან ვაჭრობს. სხვადასხვა კვლევითი ნაშრომების მიხედვით, მესამე მხარის დასანქცირება არსებული სამართლის ნორმებით ვერ იქნება გამართლებული, თუმცა ეს ქმედება არც ეწინააღმდეგება მათ, ამიტომ, ისინი არც ბოლომდე კანონიერია და არც უკანონო, რის გამოც საჭიროა ახალი ნორმების მიღება და მსგავსი პრაქტიკის დარეგულირება. 

წყაროს შესახებ:

გიორგი ირემაძე ძირითადად ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს. ის აქტიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში, ასევე ესწრება მოსკოვში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს. ირემაძე არის პრორუსული ორგანიზაცია “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” და  “პატრიოტი TVდამფუძნებელი, რომელიც ღიად პრორუსულ მედიას წარმოადგენს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist