დეზინფორმაცია, თითქოს FDA-მ მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინები აკრძალა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

406
VIEWS

19 აპრილს რუსეთის მეხუთე არხის ახალი ამბების გადაცემაში გაჟღერდა მტკიცება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეხუთე არხის ჟურნალისტის თქმით, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ორი ყველაზე პოპულარული ამერიკული ვაქცინის მოდერნასა და ფაიზერის გამოყენება აკრძალა და ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები ჯერ არ დაუსახელებია. 

 20 აპრილს ინფორმაცია ფაიზერისა და მოდერნას აკრძალვის შესახებ ქართულენოვანმა ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები FDA-ს ტვიტის სქრინშოტთან ერთად გამოაქვეყნა, რომელიც ფაიზერისა და მოდერნას mRNA ვაქცინების გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის ცვლილებას ეხებოდა. თანდართული აღწერის მიხედვით, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ში ფაიზერისა და მოდერნას mRNA ვაქცინების გამოყენება ნებადართული აღარაა. 

kovid vaqtsinebsi akrdzalva დეზინფორმაცია, თითქოს FDA-მ მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინები აკრძალა

მტკიცება, რომ ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების გამოყენება აკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება. FDA-მ მათ მიმართ გაცემულ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციაში ცვლილება შეიტანა და ორი ვაქცინის ბივალენტური ვერსიების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით მონოვალენტური ვერსიების გადაუდებელი გამოყენება შეაჩერა. FDA განმარტავს, რომ მონოვალენტური ვაქცინების ლიცენზიები არ გაუქმებულა. ბივალენტური ვაქცინები, მონოვალენტურისგან განსხვავებით, სპეციფიკურია კორონავირუსის ახალი შტამებისთვის.

ტვიტი, რომლის სქრინშოტიც ფეისბუქზე გავრცელდა, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 18 აპრილს გამოაქვეყნა. ტვიტის მიხედვით, FDA-მ ფაიზერისა და მოდერნას კორონავირუსის საწინააღმდეგო ბივალენტური mRNA ვაქცინების გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციაში (EUA) ცვლილება შეიტანა, რათა ადამიანებისთვის ვაქცინაციის ადმინისტრირების გრაფიკი გაამარტივოს.

აღნიშნული ტვიტის კომენტარებში FDA-მ უფრო დეტალურად განმარტა, რომ ცვლილებები ახალი ბივალენტური ვაქცინების ავტორიზაციას გულისხმობდა შემდგომი გამოყენებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია FDA-ს ტვიტის იმ კომენტარმა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მოდერნასა და ფაიზერის კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოვალენტური ვაქცინები შეერთებულ შტატებში გამოყენებისთვის ავტორიზებული აღარაა.

kovid vaqtsinebsi akrdzalva1 დეზინფორმაცია, თითქოს FDA-მ მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინები აკრძალა

აღნიშნულ კომენტარს უკვე ერთვის ტვიტერის გაფრთხილება, რომ ის კონტექსტის გარეშე გავრცელდა. კომენტარს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლი ილონ მასკიც გამოეხმაურა და მონოვალენტური ვაქცინების ავტორიზების შეჩერების მიზეზით დაინტერესდა. პასუხად FDA-მ განმარტა, რომ მონოვალენტურ ვაქცინებს კვლავ აქვთ გამოყენების ლიცენზია და ცვლილება შეერთებულ შტატებში მათ გადაუდებელ გამოყენებას (EUA) შეეხო.

kovid vaqtsinebsi akrdzalva2 დეზინფორმაცია, თითქოს FDA-მ მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინები აკრძალა

მთავარი განსხვავება კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოვალენტურ და ბივალენტურ ვაქცინებს შორის ისაა, რომ მონოვალენტური ვაქცინები ვირუსის mRNA კომპონენტის მცირე ნაწილს შეიცავენ, რომელიც ორიგინალ SARS-CoV-2 ვირუსზეა დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ვირუსი შეიცვალა და ჯერ ომიკრონის შტამი (ვარიანტი), ხოლო შემდეგ BA.4 და BA.5 ქვეშტამები გამოჩნდნენ. მათთან მეტად ეფექტურად გასამკლავებლად ბივალენტური ვაქცინები შეიქმნა, რომლებიც, როგორც თავდაპირველი ვირუსის mRNA ნაწილს, ასევე ახალ ნაწილსაც შეიცავს, რომელიც სპეციფიკურია BA.4 და BA.5 ქვეშტამებისთვის.  

წყაროს შესახებ: 

ანონიმური ფეისბუქ ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები შეთქმულების თეორიებს და ანტივაქსერული შინაარსის ცნობებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია

არქივის ლინკები: (1) (2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist