დეზინფორმაცია, თითქოს ებრაელებმა მოციქული იაკობის საფლავი დააზიანეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

75
VIEWS

18 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ ებრაელები წმინდა მოციქულ იაკობის საფლავს დაესხნენ თავს, წაბილწეს, გადაწვეს და ააფეთქეს. პოსტს თან ახლავს ვიდეოც, სადაც ჩანს შენობისთვის მიყენებული დაზიანება. 

Screenshot 2023 10 20 111452 დეზინფორმაცია, თითქოს ებრაელებმა მოციქული იაკობის საფლავი დააზიანეს

მტკიცება იმის შესახებ, რომ ებრაელებმა ვიდეოში ნაჩვენები საფლავი წაბილწეს, დეზინფორმაციულია. რეალურად, მისი დაზიანების მცდელობა 18 ოქტომბერს პალესტინელ მოსახლეობას ჰქონდა, თუმცა ისინი პალესტინურმა უსაფრთხოების ძალების წევრებმა შეაჩერეს და ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. 

ზაქარეიშვილი პოსტში წერს, რომ დაზიანდა მოციქულ იაკობის საფლავი, თუმცა ვიდეოში ნაჩვენები შენობა ბიბლიური იოსების საფლავია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ პოსტში ჩასმული არაბული ტექსტი სწორედ ამ უკანასკნელს მოიხსენიებს და დამატებით თავად პოსტის ავტორი კომენტარებში ურთავს ფოტოებს, აღწერით: “იოსებ მოციქულის საფლავი”. აღსანიშნია, რომ შენობა პალესტინური მხარის მიერ კონტროლირებად ქალაქ ნაბლუსში მდებარეობს.

Screenshot 2023 10 20 111517 დეზინფორმაცია, თითქოს ებრაელებმა მოციქული იაკობის საფლავი დააზიანეს

18 ოქტომბერს Jerusalem Post-მა და არაერთმა არაბულენოვანმა ონლაინ მედიამ, მათ შორის ალ ჯაზირამ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პალესტინელმა მოქალაქეებმა მოაწყვეს მარში “იოსების საფლავის” მიმართულებით, თუმცა ისინი პალესტინური არმიის უსაფრთხოების ძალებმა შეაჩერეს და შენობამდე არ მიუშვეს, შესაბამისად მისი დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

Screenshot 2023 10 20 111523 დეზინფორმაცია, თითქოს ებრაელებმა მოციქული იაკობის საფლავი დააზიანეს
არქივის ბმული.
Screenshot 2023 10 20 111528 დეზინფორმაცია, თითქოს ებრაელებმა მოციქული იაკობის საფლავი დააზიანეს
არქივის ბმული.

უნდა აღინიშნოს, რომ “იოსების საფლავი” პალესტინელების მხრიდან წარსულშიც არაერთხელ დაზიანებულა. ერთ-ერთი ძლიერი თავდასხმა შენობაზე 2015 წლის 16 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც პალესტინელებმა ტერიტორიას ცეცხლი მოუკიდეს და ებრაელთა წმინდა ადგილი მნიშვნელოვნად დააზიანეს. თუმცა, მომდევნო თვეების განმავლობაში ისრაელის მხარის მიერ მოხდა მისი რეკონსტრუქცია. 

Screenshot 2023 10 20 111533 დეზინფორმაცია, თითქოს ებრაელებმა მოციქული იაკობის საფლავი დააზიანეს
წყარო: იერუსალიმის საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი

სერიოზული ვანდალური აქტი დაფიქსირდა 2022 წელსაც, როდესაც პალესტინელებმა  მნიშვნელოვად დააზიანეს როგორც შენობის ნაწილი, ისე  შიგნით მდგომი საფლავის ქვა და კვლავ გააჩინეს ადგილზე ცეცხლი. 

Screenshot 2023 10 20 111542 დეზინფორმაცია, თითქოს ებრაელებმა მოციქული იაკობის საფლავი დააზიანეს
წყარო: BBC

გამიზნული შეტევების გარდა, “იოსების საფლავის” სიახლოვეს არაერთხელ მომხდარა დაპირისპირება ისრაელის და პალესტინურ მხარეს შორის, უმეტესად იმ დროს, როდესაც ჩასახლებული ებრაელები, არმიის დახმარებით, ცდილობდნენ ტერიტორიაზე შეღწევას რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად (1, 2.). 

წყაროს შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist