დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთში მამა შვილებს სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას აიძულებდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

275
VIEWS

2023 წლის 24 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Gia Gia Gia-მ გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო მცირეწლოვანი და-ძმის შესახებ, რომლებმაც მამა სატანის თაყვანისმცემელი პედოფილების კულტის ლიდერობაში, სექსუალურ ძალადობაში, ბავშვების მკვლელობასა და კანიბალიზმში დაადანაშაულეს. ვიდეო 2023 წლის ოქტომბერშიც აქტიურად ზიარდება.

როგორც ვიდეოში ვისმენთ, შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა – კაცს ყოფილმა ცოლმა მას შემდეგ უჩივლა, რაც ბავშვებმა ნანახის დახატვა და ისტორიების მოყოლა დაიწყეს. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ დანაშაულში ჩართული იყო ეკლესია, სკოლა, დირექტორი, სოციალური სამსახური და პოლიცია. ვიდეოს მიხედვით, ბრიტანეთში დამნაშავეს ხელს აფარებენ და ბავშვების დედა უსამართლობის მსხვერპლია.   

სხვადასხვა წელს ინფორმაცია გავრცელდა რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფებსა და ფორუმებზეც (1;2;). 

satanis mama დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთში მამა შვილებს სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას აიძულებდა

ვიდეოს ავტორი შეთქმულების თეორიასა და დეზინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, “ჰემპსტედის ბავშვების” ისტორია ცნობილია, როგორც ამბავი, თუ როგორ აიძულეს დედამ და მისმა მეგობარმა კაცმა მცირეწლოვნებს, მამა სატანისტური კულტის ლიდერობაში დაედანაშაულებინათ. სასამართლომ ვერ მიაგნო ვერცერთ მტკიცებულებას, რომელიც რიკი დერმანის ბრალეულობას დაადგენდა და ის უდანაშაულოდ ცნო. 

ვიდეო, რომელშიც ბავშვები მამას სხვადასხვა დანაშაულში – მათ შორის, სატანისტური კულტის წევრობაში, პედოფილიაში, ბავშვების დახოცვაში, გაუპატიურებასა და გაყიდვაში ადანაშაულებენ, 2014 წლის ზაფხულში გავრცელდა. ვიდეოებში 8 და 9 წლის და-ძმა, ალისა და გაბრიელი ყვებოდა, თუ როგორ ძალადობდნენ მათზე სექსუალურად, როგორ ჰკიდებდა მამა მათ ხელს ხელზე და აიძულებდა, ბავშვები მოეკლა, როგორ სვამდნენ მოკლულების სისხლს. მათივე მტკიცებით, კლასში ჰქონდათ პატარა კარი, რომლიდანაც გადიოდნენ ოთახში, სადაც მათ მოსატყუებლად და შემდეგ მათზე სექსუალური ძალადობისთვის ტკბილეულსა და სათამაშოებს ინახავდნენ. ბავშვები ამბობდნენ, რომ მომხდარის შესახებ იცოდა ყველამ – სკოლამ, ეკლესიამ, სოციალურმა სამსახურმა, პოლიციამ. მეტიც, მათი თქმით, ისინი დანაშაულის მონაწილე იყვნენ. 

სატანისტური კულტის წევრობაში, დაახლოებით, 175 ადამიანი დაადანაშაულეს. ბავშვების მონათხრობის საფუძველზე ლონდონში გამოძიება დაიწყო, სასამართლოს ჩვენება მისცა გაბრიელისა და ალისას დედამაც, წარმოშობით რუსმა ელა დრეიპერმა. მათი მონათხრობის მიხედვით, რიტუალები 8 სკოლისა და საცურაო აუზის ტერიტორიაზე ხდებოდა, ასევე, მსხვერპლშეწირვა ტარდებოდა McDonald’s-ის შენობაში. ვიდეოები, რომლებშიც ბავშვების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მათ სახე არ ჰქონდათ დაფარული და სატანისტური კულტის შესახებ საუბრობდნენ, სასამართლოს ცნობით, 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვებმა მამა დედისა და მისი პარტნიორის ზეწოლის გამო დაადანაშაულეს. მოსამართლის თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა და ვინც ამას ამტკიცებს “ბოროტი ან სულელია”. მისივე სიტყვებით, ცრუ ბრალდებები “დაუნდობელი ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის, ასევე, ძალადობის შედეგია”. 

“წამება მძიმე სიტყვაა, მაგრამ ეს ზუსტი გზაა იმის აღსაწერად, თუ რა გაუკეთეს ბავშვებს”. – თქვა მოსამართლემ.  

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბავშვებზე მეურვეობის დასაბრუნებლად, ელა დრეიპერმა წამოიწყო კამპანია, რომლის წევრებიც ამტკიცებდნენ, რომ ის უდანაშაულო იყო – ერთ-ერთმა მათგანმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეოები, რომლებიც დაუსრულებელი კონსპირაციის თეორიების წყარო გახდა. მშობლების ნაწილმა შვილები სკოლიდან გამოიყვანა, ნაწილმა მათ გადაადგილების გასაკონტროლებელი მოწყობილობა დაუმონტაჟა. 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ყველა დადანაშაულებული პირის ბრალეულობა უარყო, მათი რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა – როგორც ბავშვების მამა, რიკი დერმანი 2015 წელს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, ის მუდმივად იღებდა მუქარებს ადამიანებისგან, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ის სატანისტური კულტის ლიდერი იყო.   

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Gia Gia Gia ანტივაქსერულ პოსტებს, ყალბ ინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული პოსტები ქართველი და უცხოელი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არაერთხელ არის მონიშნული.

satanis mama1 დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთში მამა შვილებს სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას აიძულებდა


ნიკა ამირანაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist