დასპონსორებული პოსტით სეპარატისტული შინაარსის დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

88
VIEWS

ფეისბუკზე 29 სექტემბერს შექმნილმა გვერდმა Armen Ararad-მა 4 ოქტომბერს დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი შეიცავს ნახატს, რომელზეც საქართველოს ტერიტორიის სამცხე-ჯავახეთის მხარე წითლად არის მონიშნული და სომხეთის ნაწილად წარმოდგენილი. ნახატს თან ერთვის დეზინფორმაციული შინაარსის ინგლისური და ქართული ტექსტი: “Akhalkalaki is Armenia. Akhaltsikhe is Armenia. ახალქალაქი არის სომხეთი.

89 დასპონსორებული პოსტით სეპარატისტული შინაარსის დეზინფორმაცია ვრცელდება

საქართველოს ერთ-ერთი მხარის ქალაქების  – ახალციხის და ახალქალაქის სომხეთის ნაწილად წარმოჩენის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გააქტიურების ფონზე, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

6 დღის შექმნილ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი დასპონსორებულია, ის 4 ოქტომბერს 4.14 სთზე გამოქვეყნდა და 4 საათში მას 5 200 ნახვა ჰქონდა.

12356 დასპონსორებული პოსტით სეპარატისტული შინაარსის დეზინფორმაცია ვრცელდება
სხვა პოსტი, პროფილის ფოტოს გარდა, გვერდზე არ იძებნება.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist